ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

ილია სულამანიძე ვიცე-ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100 კგ) პარიზის ოლიმპიადის ფინალში იჭიდავებს. 23 წლის ქართველმა ტურნირის ნახევარფინალში შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში დაამარცხა და თავისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

სულამანიძის მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი კოცოევი იქნება. შეჯიბრის ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან საქართველოს პირველ არხზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ექიმი: გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, ჩაუტარდა კვლევები – კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. როგორც კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ  განუცხადა,  გიორგი გახარიას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. „მოქალაქე მოიყვანეს 02:34 წუთზე, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მისი გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გაეწერა კლინიკიდან. საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მაგრამ საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.   შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ – ის კლინიკაშია გადაყვანილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა თავდასხმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. თავდასხმას პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია, რომლის სახელწოდებაა – „გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“, ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ გაავრცელა. „ვხელმძღვანელობთ რა, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებით, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით, დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების სრული დარღვევით და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, რის გამოც მის მიერ არჩეული ახალი „პარლამენტი“ და „პრეზიდენტი“ არალეგიტიმურია. მხედველობაში მივიღეთ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის, ეუთო/ოდირის, ასევე 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის სულისკვეთება საქართველოს შესახებ. ვგმობთ ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. ვგმობთ დარბევას, უკანონო დაკავებას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა“, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში. რეზოლუცია „მოუწოდებს „ევროპის სახალხო პარტიის“ ყველა წევრს, „თავი შეიკავონ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებისგან“. „1. თავი შეიკავეთ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებისგან. ამ მიზნით, შეწყვიტეთ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების ყველა ოფიციალურ ვიზიტზე მიწვევა და საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა; არ აღიაროთ „ქართული ოცნების“ უფლებამოსილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რათა არ მოხდეს ლეგიტიმაცია. 2. სალომე ზურაბიშვილის აღიარება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად საერთაშორისო ურთიერთობებში. 3. მოუწოდეთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც მართავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი. 4. გავაგრძელოთ მიზანმიმართული სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტერორზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე; კერძოდ, მოუწოდოს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი კობახიძისთვის, კახა კალაძისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის. 5. მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებას, მათ შორის, ეუთო-ს, ევროპის საბჭოსა და გაერო-ს, არჩევნების გაყალბებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის გამოსაძიებლად. 6. შეაჩეროს ყველა ფინანსური მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობა „ქართული ოცნების“ რეჟიმთან, რათა თავიდან აიცილოს მისი ანტიდემოკრატიული ქმედებები და გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს კრიტიკულ მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მდგრადობის გასაძლიერებლად და საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის ურთიერთობის ყველა ინსტრუმენტის გადაფასების მიზნით. 7. მკაცრად შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე ე.წ. საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, მათ შორის, საქართველოში ვიზიტების ჩათვლით, რომლებიც არ ემსახურება ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 8. ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის „დანაშაულში“ ბრალდებული ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნის გაჟღერებით, რომლებსაც ემუქრებათ შესაძლო მრავალწლიანი პატიმრობა, ისევე, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. 9. გამოხატეთ მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომლებიც ყოველ საღამოს განაგრძობენ გამოსვლებს საქართველოს ქალაქების ქუჩებში. 10. გამართოს მოსმენები ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოებში, რათა შენარჩუნებული იყოს საერთაშორისო ყურადღება და მხარდაჭერა საქართველოსადმი და მისი ბრძოლისადმი რუსული რეჟიმის სტილის სახელმწიფოს მიტაცებასთან“, – აღნიშნულია რეზოლუციაში. რეზოლუციის დოკუმენტის გამოქვეყნებისას, რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიცია ნათელია: საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი არალეგიტიმურია და მათთან ურთიერთობა არ შეიძლება. ჩვენ გამოვდივართ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და სანქციების დაწესების მოწოდებით „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიის უკანდახევაზე“. ამასთან, რეზოლუციის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც დაწერა: „მივესალმები „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთსულოვან რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოცხადებას. ამერიკა ეთანხმება!“.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – აცხადებენ საელჩოში. აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ეს არის იმედი, იმედი იმისა, რომ მათი შვილები ანგელოზებად იქცნენ და არ ტოვებენ მათ…“ – რა კადრები ვრცელდება სოფელ საბერიოდან

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ხანძრისას, ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვი საბერიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის დღეს სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მტრედები მათ სახლს  და ოჯახის წევრებს არ შორდებიან. ახლა გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ახლობელი წერს, რომ დედა გაოცებულია მტრედების საქციელით. „დედა გაოცებულია მტრედების საქციელით, მათ თბილად ეუბნება: თქვან გოლვაფირო მა - ანუ თქვენ შემოგევლეთო. ეს არის იმედი, იმედი იმისა, რომ მათი შვილები ანგელოზებად იქცნენ და არ ტოვებენ მათ🙏💔😔დიდება უფალს🙏ნათელში იყვნენ ჩვენი ცის ანგელიზები“.

ბოლო სიახლეები