ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

„ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება“ – საპატრიარქო

ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის საპატრიარქოდან საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება, – ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

„დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც.

ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები… ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვ.

ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან.

P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსს“ თანადგომისთვის“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრამპი: უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.„შეგიძლიათ დაივიწყოთ. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.მან დასძინა, რომ მას ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო გარიგება მივიღოთ“, - დასძინა მან.

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ის იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს. და ვფიქრობ, მჯერა, რომ ჩვენი არჩევის შედეგად ეს ომი დასრულდება. და ასევე მჯერა, რომ თუ ეს ადმინისტრაცია არ მოიგებდა არჩევნებს დიდი უპირატესობით, ეს ომი გაგრძელდებოდა დიდხანს, და პუტინს მოუნდებოდა ყველაფრის წაღება“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, მოუწევს თუ არა პუტინს დათმობებზე წასვლა უკრაინაში ომის დასასრულებლად.ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, რა სახის დათმობებზე მოუწევს რუსეთის პრეზიდენტს წასვლა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია.„არ მინდა, ახლა გითხრათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.„მგზავრთა საყურადღებოდ!ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება.რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლებში ელექტროენერგიის აღდგენა

ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები, დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს, ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.მისივე თქმით, საკმაოდ ბევრია ისეთი სოფელი, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანების გამო და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც დღეს სხდომის ფარგლებში იმსჯელეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, შეუფერხებლად მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ კრიტიკული გამოძახების დროს ბრიგადა ვერ მისულიყო ადგილზე.„ეს დღეები ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები. დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს და სამაშველო სამსახურებმა იმუშავეს განსაკუთრებულად ინტენსიურად ამისთვის. ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, საკმაოდ ბევრია ისეთი სოფელი, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანების გამო და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც დღეს გვქონდა მსჯელობა. აქტიურად წარიმართება მუშაობა შემდეგი დღეების განმავლობაში იმისათვის, რომ სრულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. იმედი გვაქვს ამინდის, ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო და გზის გაწმენდის სამუშაოებს.ასევე, ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებულები. პრიორიტეტებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის გზების გაწმენდა, კომუნიკაციის აღდგენა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, სურსათით უზრუნველყოფა. კარგია ის, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ კრიტიკული გამოძახების დროს ვერ მისულიყო ბრიგადა ადგილზე, შესაბამისად, აქაც მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებულნი,“- განაცხადა პრემიერმა.

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მინერალური რესურსებისა და უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად 28 თებერვალს თეთრ სახლს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს თეთრ სახლს ეწვევა მინერალური რესურსებისა და უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად.ამის შესახებ ტრაამპმა მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომაზე განაცხადა.„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ რუსეთ-უკრაინის საკითხზე. პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოვა. ეს უკვე დადასტურებულია და ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას. ჩვენ შევძელით გარიგების დადება, სადაც ჩვენს ფულს უკან დავიბრუნებთ და მომავალში ბევრ ფულს მივიღებთ. ვფიქრობ, ეს მართებულია“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია კმაყოფილია მიღწეული შეთანხმებით. მან ასევე მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ სკოტ ბესენტს და ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს.

ბოლო სიახლეები