ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

ილია მეორე – ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში – ჩვენ, სამწუხაროდ, კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს

ილია მეორე - ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში - ჩვენ, სამწუხაროდ, კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს

ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ჩვენ სამწუხაროდ, კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.

ილია მეორემ ადამიანის ცხოვრებაზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ცხოვრება გამოცდა და ჯვრის ტვირთვაა.

“როგორი რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ეს არის ჯვრის ტვირთვა და ეს ჯვარი რომელსაც აძლევს უფალი ბოლომდე უნდა მიიტანოს ადამიანმა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ტვირთვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს, რაც შეუძლია მას ტვირთვა. ადამიანი ურთულესი აგებულების პიროვნებაა, მაგრამ ადამიანი არის უნიკალური, ერთხელ იბადება ადამიანი და ემზადება სამუდამო მარადიული ცხოვრებისთვის. გადადის მარადიულ ცხოვრებაში და ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას, ასრულებს ღვთის განგებას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს და ინებოს უფალმა რომ სამოთხე აირჩიოს, მარჯვენა მხარეს დადგეს ადამიანი. ყველაზე ბედნიერი ადამიანის ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ურთიერთსიმძიმე, ტვირთი იტვირთეთ, ესრეთ აღასრულეთ ჯვარი იგი ქრისტესი. ჩვენ სამწუხაროდ კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს. გაიხარეთ, ორთავე სოფელსა შინა აქაც და იქაც, წყალობა ღვთისა გფარავდეთ თქვენ და უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის წყალობა. ღმერთი თავისი სიყვარულით ფარავს ჩვენს ნაკლს და ჩვენ მადლობელი ვართ ამ შეწევნისთვის, ამ წყალობისთვის. წყალობა და სიხარული გფარავდეთ. ჩვენთან არს ღმერთი!”-ბრძანა პატრიარქმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნათია თურნავა – სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი და მაღალი რანგის შეხვედრები გვქონდა

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.მისი თქმით, ინტენსიური კვირა იყო, რომლის ფარგლებშიც შედგა არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა თუ დისკუსია.„საუბრები გვქონდა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე. უახლოეს პერიოდში საქართველოში სსფ-ის მისიების ვიზიტებს ველოდებით. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. მეოთხე მუხლის მიმოხილვა, რომელიც აჯამებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას. იცით, რომ წინა მიმოხილვის შემდეგ გამოქვეყნდა ძალიან პოზიტიური ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარება და მედეგობა სხვადასხვა შოკის მიმართ, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა. დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი მიმოხილვაც ასეთივე პოზიტიური შეფასებებით დასრულდება. ასევე იცით, რომ სსფ-თან მიმდინარე ტექნიკური დახმარების მისიები და ტექნიკური დახმარების პროექტები გვაქვს. მივმართეთ თხოვნით, რომ გაზარდონ და გააფართოონ ეს თანამშრომლობა, რაზეც ასევე პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან.ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანტონელა ბასანის და აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს.გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ნათია თურნავა ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს, სანჯაი მალჰოტრას შეხვდა, რა დროსაც საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ამერიკული საინვესტიციო კომპანიების – J.P. Morgan-ის, Citibank-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციით წარდგა.აშშ-ში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ფოკაა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ეკა გიგაური – ღარიბაშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ძირგამომთხრელებს გვეძახდა, გარკვეულ კანონებსაც იღებდნენ მისი ლობირებით, მაგრამ მაინც ახერხებდა, რომ ქვეყანა არ იყო იზოლაციაში

ღარიბაშვილს არ უქნია არაფერი ისეთი, რასაც არ აკეთებს „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.გიგაურის თქმით, ძალიან აშკარაა, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი.მისივე შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ქვეყანა იზოლაციაში არ იყო.„ღარიბაშვილს არ უქნია არაფერი ისეთი, რასაც არ აკეთებს ძალიან ბევრი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი. ჩემი აზრით, აქ ალბათ მაინც საუბარი იმაზეა, რომ ღარიბაშვილს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის „ოცნებაში“. მიუხედავად იმისა, რომ ის იმავეს აკეთებდა, მაგალითად, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ძირგამომთხრელებს ის გვეძახდა, გარკვეულ კანონებსაც იღებდნენ მისი ლობირებით, მისი მხარდაჭერითაც და ა.შ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინც ახერხებდა, რომ ქვეყანა არ იყო იზოლაციაში. ის არის ადამიანი, რომელიც თავიდანვე იდგა „ქართული ოცნების“ სათავეებში. 2012 წელს ის იქ იყო და კობახიძე მახსოვს, ჩემთან ოფისში დადიოდა, გაერო-ს ექსპერტი, თუ რაღაც იყო. არ ვაქებ და ნამდვილად მან დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ თვითონ „ოცნების“ ამომრჩევლისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი უფრო მისიანია, ვიდრე დღევანდელი მათი პრემიერ-მინისტრი. ამიტომ ეს ყველაფერი ალბათ შიგნით არის სანერვიულო, მათ შორის კობახიძისთვისაც, რადგან, ფაქტობრივად, იგივეს აკეთებდა ადამიანი, მაგრამ იზოლაციაში ქვეყანა არ ჰყავდა. ახლა ამათ ხელსაც არავინ ართმევთ – სანქციები, ბევრი რაღაც მოხდა. მგონია, რომ ეს არის შიგნით უკმაყოფილების, ეჭვიანობის საგანი“, – განაცხადა ეკა გიგაურმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი – სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი).

„ანტივირუსული მალამო მარკეტინგული ხრიკია…“ – თემურ მიქელაძის რჩევა

ანტივირუსული მალამო მარკეტინგული ხრიკია..., - ამის შესახებ პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს და რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას ავრცელებს.„ანტივირუსული მალამო მარკეტინგული ხრიკია. ბავშვი წლის განმავლობაში, ვირუსული ინფექციებით, დაახლოებით, 8-დან 10-ჯერ უნდა ავადდებოდეს“, - ამბობს პედიატრი.ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები