ხუთშაბათი, მარტი 13, 2025

ილია მეორე – უკვე რამდენჯერმე მოხდა 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება, სამების საკათედრო ტაძარში დღეს ომში დაღუპულთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით

უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილშია ნათქვამი.

„აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ახლობლებსაც და ჩვენც ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ.

ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე, გუჯუ დარჯანია და ყოველნი სამშობლოსათვის აღსრულებულნი.

ყოვლადწმინდა სამებამ მარადიული სამყოფელი სავანესა მართალთასა განუწესოს მათ უკვდავ სულებს, ხოლო ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივართ მომადლოს მათთვის ლოცვის ძალა“, – აღნიშნულია ილია მეორის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, წერილში ნათქვამია, რომ გამოსვენება შედგება სამების საკათედრო ტაძრიდან 13 მარტს, 14:00 საათზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფატი ხალვაში – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩამომაყალიბა როგორც პროფესიონალი და მომცა ბიძგი კარიერული განვითარებისთვის

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი პროფესიული განვითარების პროცესში. აქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ფასეულობები მაძლიერებს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში აცხადებს.როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფატი ხალვაშმა უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.მან 1986 წელს დაასრულა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრული მანქანების სპეციალობით, ხოლო 2023 წელს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტურა, არის საჯარო მმართველობის დოქტორი.ფატი ხალვაშის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მისი წინსვლის მთავარი მიზეზია. ასწლოვანი უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო გამოცდილება, ასევე, ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან, კვლევით ცენტრებთან და ლაბორატორიებთან ურთიერთობა იძლევა საუკეთესო, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.„მიზნებმა, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას მქონდა, მიმიყვანა საქართველოს პარლამენტამდე, სადაც მქონდა პატივი, მემსახურა ჩემი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. სწავლის პერიოდში გამიმართლა - მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები და თანაკურსელები, რომლებმაც მაქციეს უკეთეს სტუდენტად, დამეხმარნენ აზროვნების განვითარებაში და მოტივაცია მომცეს, ყოველთვის მეძებნა ახალი შესაძლებლობები. სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ მომცა მყარი საფუძველი, რომელიც მთელი კარიერის მანძილზე დამეხმარა. დოქტორანტურაზე საჯარო მმართველობის სპეციალობით დავიცავი დიპლომი. ეს არის სფერო, რომელმაც მომცა მმართველობის, პოლიტიკის დაგეგმვისა და საჯარო ინსტიტუტების მუშაობის შესახებ ღრმა ცოდნა. უნივერსიტეტმა მასწავლა პასუხისმგებლობა - გააზრება იმისა, რომ კარგი მმართველობა და ეფექტიანი ლიდერობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღეს ვარ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საჯარო მმართველობის მიმართულებით, რაშიც დიდი წვლილი ჩემს ალმა-მატერში მიღებულ ცოდნას მიუძღვის. ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ახალგაზრდებს, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, არ შეუშინდეთ გამოწვევებს და ყოველთვის ისწრაფეთ სრულყოფილებისკენ. თქვენი პოტენციალი უსაზღვროა, მჯერა, რომ დაუღალავი შრომით შეძლებთ დიდი მიზნების მიღწევას, რაშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგეხმარებათ“, - აცხადებს ფატი ხალვაში.

ვილი სანიოლმა სომხეთთან ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.ფრანგი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი ნაკრები სომხეთს 20 მარტს ერევანში შეხვდება, ხოლო 23 მარტს მეტოქეს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.ორმატჩიან დუელში სომხეთის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.ნაკრების შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია. სანაკრებო შეკრებაზე მიწვევა კარიერაში პირველად მიიღო 20 წლის ლუკა ლაცაბიძემ. ის დონეცკის „შახტარის“ საკუთრებაშია და ამჟამად იჯარის წესით „ჩერნომორეცში“ თამაშობს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია არადიპუ“, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი).დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („სალერნიტანა“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა).ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ლევან შენგელია („ოფი კრეტა“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ზარია („კაირათი“, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).

გია ვოლსკი – ვინც ფიქრობდა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში უნდა ჩართულიყო, მათთვის მთავარ თემად ისევ რჩება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის იდეა

ვინც ფიქრობდა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში უნდა ჩართულიყო, მათთვის მთავარ თემად ისევ რჩება ხელისუფლების შეცვლის იდეა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, ამ ადამიანების დღის წესრიგში დღესაც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.„ვინც ფიქრობდა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში უნდა ჩართულიყო, მათთვის მთავარ თემად ისევ რჩება ხელისუფლების შეცვლის იდეა. ზუსტადაც ეს იყო ამოცანა, რომ საქართველო ერთ-ერთი ცხელი წერტილი ყოფილიყო, სადაც რუსეთი თავის ძალებს დახარჯავდა და აგრესიის მთავარი მიმართულება შემსუბუქდებოდა. ამის თაობაზე პირდაპირი განცხადებებიც გაკეთდა და მინიშნებებიც. რასაკვირველია, საქართველოს არსებული ხელისუფლება ამ შეკვეთას ვერ და არ შეასრულებს, რადგან ქვეყანა დაიღუპება. რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება სურდათ. ყველა ოპოზიციური ლიდერის მოთხოვნა და მოწოდება, სულ მცირე, სწორედ ეკონომიკური ომის დაწყება იყო. მაშინ პუნქტები გამოაქვეყნეს და დღეს ამას უარყოფენ. რასაკვირველია, ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ მოხდება. ჩვენ მიერ არსებული ინფორმაციები საფუძველს გვაძლევს, ვთქვათ, რომ დღის წესრიგში იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და დღესაც რჩება. ორმაგი სტანდარტით და უსამართლოდ როცა გელაპარაკებიან, პირველი კითხვა ჩნდება, რატომ ხდება ეს? საგარეო კურსის ცვლილება არ მომხდარა და არჩევნები იმ სტანდარტით ჩატარდა, რასაც ეუთო/ოდირის დასკვნა გვაუწყებს. მაშ, რა ხდება? დიდი ეჭვი გვაქვს, რომ პოლიტიკა არ შეცვლილა, ხელისუფლების ცვლილება მთავარი ამოცანაა. სისხლი როცა იღვრება და არაფერს ამბობ, როცა მსოფლიოში სისასტიკე ხდება და ხმა გაქვს გაკმენდილი, მაგრამ ამ დროს ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილს ასანქცირებ, რასაკვირველია, ეს მიმართულია იქითკენ, რომ ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო. საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება ძალადობრივად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რატი იონათამიშვილი – რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების კომპლექსი აქვს, 2012 წლიდან მოყოლებული, იმდენი არჩევნები წააგეს, რომ მათთვის ეს მტკივნეულია

რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების კომპლექსი აქვს. 2012 წლიდან მოყოლებული, იმდენი არჩევნები წააგეს, რომ მათთვის ეს მტკივნეულია და ამ მარცხისგან ვერ გამოდიან. მოსახლეობა მათ არ მისცემს უფლებას, ხელისუფლებაში მობრუნდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.იონათამიშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები რადიკალური ოპოზიციისთვის საბედისწერო იქნება, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას არჩევნებში.„ეს ძალები ბოლომდე გაშიშვლებული და ლუსტრირებული არიან. მათი მიზნების თაობაზე ხალხმა ამომწურავად იცის. მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ამიტომაც არის, რომ თვითმმართველობის არჩევნების ეშინიათ. მათი პოლიტიკური გაქრობისთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მათ იდენტიფიცირებასა და გადმოსვენებაში – ლევან მგალობლიშვილი

სამების საკათედრო ტაძარში გრძელდება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები.სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და "წითელი ჯვრის" თანამშრომლობით, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. მათგან 5 სამხედრო, ერთი კი მშვიდობიანი მოქალაქეა. ოთხ მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დანარჩენები კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე, რეგიონებში გადაასვენეს."დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ჩვენს გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, თავისი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის. მე მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მათ იდენტიფიცირებასა და გადმოსვენებაში", - აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა.

ბოლო სიახლეები