ორშაბათი, მარტი 30, 2026

ილია მეორე: დღეს, როდესაც ქვეყნაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან არიან გასულნი, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა და მასწავლებლის ფუნქციამ სხვა დატვირთვა შეიძინა

მასწავლებლის დღე მინდა მივულოცო პედაგოგებს, ამ უმნიშვნელოვანესი და ფრიად საპატიო პროფესიის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვაშია ნათქვამი.

მისი თქმით, იყო კარგი აღმზრდელი, ნიშნავს მყარი საფუძველი შექმნა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ნიშნავს მტკიცე ხიდი გასდო წარსულსა და მომავალს შორის და ერის მეობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანო.

„დღეს, როდესაც ქვეყნაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან არიან გასულნი, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა. ამდენად, მასწავლებლის ფუნქციამ სხვა დატვირთვა შეიძინა.

დღეს თქვენ, ზოგიერთი პედაგოგი და ბევრი სხვაც, შიძლება ვერც აცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ქვეყნის ცხოვრებაში. თქვენი სახელი და ღირსება ამიტომაც უნდა იყოს სათანადოდ დაცული და დაფასებული. თუმცა, აუცილებელია ისიც, რომ ამ საქმიანობას თავის პროფესიაზე შეყვარებული, ღირსეული ადამიანები ემსახურებოდნენ.

მინდა, ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო უცხოეთში, ჩვენს დიასპორებში, მოღვაწე პედაგოგებს, რომლებიც საქართველოს სიყვარულს უნერგავენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს პატარებს. ისინი, ფაქტობრივად, თავის თავში საქართველოს მოიცავენ და საგანთან ერთად, ბუნებრივად, სამშობლოს მცოდნეობასაც ასწავლიან აღსაზრდელებს.

მე ვიცი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი პედაგოგები გაერთიანდით და შექმენით მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციას, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია. თქვენ ყველანი ჩვენი დიდი იმედი ხართ. ერთობით ხომ გაცილებით ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ მასწავლებლის დღეს და გლოცავთ!

ღმერთმა გაგაძლიეროთ, განგამტკიცოთ, მოგცეთ უშრეტი ენერგია და სიყვარული, რათა თქვენი მოვალეობის ღირსეული აღმსრულებელნი იყოთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი მომავალი“, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.„ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია.ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები”, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – შესაბამის ორგანოებს დავავალე, ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შესაბამის ორგანოებს დაავალა, რომ ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ.ნეთანიაჰუს თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა, ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ნამსხვრევები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში დაეცა.„დღეს კარდინალ პიცაბალას უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვის გამო სთხოვეს, აღდგომის ტაძარში მსახურება არ ჩაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ მესმის ეს შეშფოთება, როგორც კი შევიტყვე კარდინალ პიცაბალასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ დავავალე, რომ პატრიარქს მისცენ საშუალება, ჩაატაროს წირვა ისე, როგორც სურს“, – წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.

ვიქტორ ორბანი – ომს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რომელიმე რელიგიის მიმდევრები ჩვენი საერთო წმინდა ქალაქიდან, იერუსალიმიდან განდევნოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ლათინი პატრიარქისთვის აღდგომის ტაძარში შესვლის აკრძალვა ქრისტიანებისთვის მიუღებელია.„ეს ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის, მიუღებელია, თუნდაც საომარი მდგომარეობა და უსაფრთხოების ზოგადი ზომები გავითვალისწინოთ. ომს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რომელიმე რელიგიის მიმდევრები ჩვენი საერთო წმინდა ქალაქიდან, იერუსალიმიდან განდევნოს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილებზე და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. მათივე განცხადებით, მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.

ემანუელ მაკრონი ​- იერუსალიმში რელიგიური რიტუალების თავისუფლად აღსრულება ყველა რელიგიისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა იერუსალიმში მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რაც ისრაელის პოლიციამ ლათინ პატრიარქს აღდგომის ტაძარში ბზობის წირვაზე დასწრება შეუზღუდა.მაკრონმა ისრაელის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, ხოლო პატრიარქსა და წმინდა მიწის ქრისტიანებს მხარი დაუჭირა. მისი თქმით, წმინდა ადგილებზე რელიგიური რიტუალების აღსრულების უფლება სულ უფრო იზღუდება და ეს შემაშფოთებელია.„იერუსალიმში რელიგიური რიტუალების თავისუფლად აღსრულება ყველა რელიგიისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილებზე და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. მათივე განცხადებით, მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, ხარგის კუნძული დაიკავოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, ხარგის კუნძული დაიკავოს.„გულახდილად გეტყვით, ჩემი საყვარელი საქმიანობა ირანის ნავთობის მოპოვებაა. ამერიკაში ზოგი სულელი კი მეკითხება: „რატომ აკეთებ ამას?“, ისინი სულელები არიან“,- განაცხადა ტრამპმა.ხარგის კუნძულზე ირანის ნავთობის ექსპორტის უმეტესი ნაწილი გადის. აშშ-ის პრეზიდენტმა „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას კუნძულის დაკავების შესაძლებლობა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ამერიკული ძალები ობიექტს „ადვილად” დაეუფლებოდნენ.„შეიძლება, ავიღოთ ხარგის კუნძული, შეიძლება – არა. ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ იქ გარკვეული ხნით დავრჩებოდით. არ მგონია, მათ რაიმე თავდაცვა ჰქონდეთ, ძალიან ადვილად ავიღებდით“, – განმარტა ტრამპმა.ამავდროულად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანის შუამავლობით წარმოებული არაპირდაპირი მოლაპარაკებები ირანსა და ამერიკულ მხარეს შორის წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.„შეთანხმება საკმაოდ სწრაფად შეიძლება, დაიდოს“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები