პარასკევი, აპრილი 3, 2026

ილია მეორე: განსაცდელი არის გზა სასუფევლისკენ

დღეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

პატრიარქმა მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ სიხარული და მწუხარება განუყრელია.

“გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, ბზობას. კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან.  დღეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში. წერია სახარებაში, რომ შეიძრა მთელი ქალაქი, მთელი ქალაქი ადიდებდა და აქებდა უფალს. ხვდებოდნენ როგორც მეფეს “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”, მაგრამ უფალი ხედავდა მომავალს და სტიროდა, იგი ხედავდა, რომ ეს ხალხი, რომელიც დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა ჯვარს აცვი ეგო. არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს. განსაცდელი ეს არის გზა სასუფეველში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და წინამძღოლი. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ამინ”, – თქვა პატრიარქმა ქადაგებისას.

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, ბზობას აღნიშნავს. ლიტურგია დილიდან აღევლინება სამების საკათედრო ტაძარში, წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი ირანის ხიდზე აფეთქების ვიდეოს აქვეყნებს – დროა ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის, სანამ არაფერი დარჩება იმისგან, რაც ჯერ კიდევ...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ირანში ხიდზე აფეთქებები ჩანს და განაცხადა, რომ „კიდევ უფრო მეტი მოჰყვება“.მან დასძინა, რომ ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, სანამ ძალიან გვიანი არ არის.“ირანის ყველაზე დიდი ხიდი ჩამოინგრა და ვეღარასდროს გამოიყენებენ - კიდევ უფრო მეტი მოჰყვება! დროა ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის და სანამ არაფერი დარჩება იმისგან, რაც ჯერ კიდევ შეიძლება იქცეს დიად ქვეყნად!” - წერს ტრამპი.ირანული მედიის ცნობით, თეირანის მახლობლად მდებარე მთავარ ხიდზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.როგორც დასავლური მედია წერს, გაურკვეველია, დარტყმა ისრაელმა დაიწყო თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელს ძალაუფლების ცენტრალიზაცია სურს, ჩვენ უფრო ძლიერი ერები გვინდა, ევროპა სუვერენული სახელმწიფოების ერთად მუშაობით აშენდა, პატრიოტები, ამას აღვადგენთ

ბრიუსელს სჯერა, რომ რაც მეტი ძალაუფლება ექნებათ, მით უკეთესი იქნება და ისინი ეტყვიან წევრ სახელმწიფოებს, თუ რა გააკეთონ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს.მისი თქმით, ბრიუსელის ხედვა არასწორია, რადგან ევროპა სუვერენული სახელმწიფოების ერთად მუშაობით აშენდა და არა იმპერიების მშენებლობაზე.ორბანი ასევე აცხადებს, რომ ევროპელი პატრიოტები სახელმწიფოს სუვერენიტეტს აღადგენენ.„ისინი ფიქრობენ, რომ ევროპა გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მეტი და მეტი ძალა ექნება, თუ კონკურენტუნარიანობასა და ავტორიტეტს წაართმევენ მის წევრ ქვეყნებს და ის ბრიუსელის ცენტრში გადავა. ეს მოიცავს ეკონომიკას, ახლა განათლებასაც და ჯანდაცვასაც. ბრიუსელს სჯერა, რომ რაც უფრო მეტი ძალაუფლება ექნებათ, მით უკეთესი იქნება და ისინი ეტყვიან წევრ სახელმწიფოებს, თუ რა გააკეთონ. ბრიუსელს ძალაუფლების ცენტრალიზაცია სურს. ჩვენ უფრო ძლიერი ერები გვინდა. ევროპა სუვერენული სახელმწიფოების ერთად მუშაობით აშენდა და არა იმპერიების მშენებლობაზე. ჩვენ, პატრიოტები, ამას აღვადგენთ”,- აცხადებს ორბანი. 

რა მოსდის პროდუქტებს, როცა მაცივარში ცელოფნის პარკით ინახავთ – კვლევა

ხშირად ადამიანები ყიდულობენ საკვების მარაგს, მაგრამ საბოლოოდ ყრიან, რადგანაც უფუჭდებათ.მაცივრის გარეთ უნდა შეინახოთ:კარტოფილი, ზეითუნის ზეთი, ბანანი, პური, ვაშლი, ციტრუსი, ავოკადო, ეგზოტიკური ხილი, ნიორი და ხახვი, პომიდორი, გოგრა, შოკოლადი, თაფლი, გაუხსნელი კონსერვი. გარდა ამისა, აუცილებელია საკვების ან მზა კერძების სწორად შეფუთვა.შენახვის ყველაზე მავნე მეთოდი ცელოფანის პარკებია. მის ქვეშ კონდენსანტი ძალიან სწრაფად წარმოიქმნება, ამიტომ ბოსტნეული იწყებს ლპობას, ყველი სველდება და ხორცპროდუქტებზე იქმნება ლორწოვანი აპკი.ცელოფანი მხოლოდ დროებით დააფარეთ კონტეინერებს მზა კერძებით, რომელთა ჭამას აპირებთ შემდეგ კვებაზე.ბოსტნეული პარკის გარეშე შეინახეთ პლასტმასის სათავსოში ანტიბაქტერიული ხალიჩით,მოათავსეთ მწვანილი წყალთან ერთად კონტეინერში,ძეხვეული ან ყველი შეფუთეთ პერგამენტის ქაღალდში,თევზი ან ხორცი შეფუთეთ ფოლგაში.მზა კერძები ან გახსნილი კონსერვები მოათავსეთ მინის ჭურჭელში, რძე კი შუშის ქილებში ან ბოთლებში.მძაფრი სუნის პროდუქტები, ან ისეთი საკვები, რომელიც შთანთქავს სუნს, არ უნდა განთავსდეს ერთმანეთთან ახლოს. გარდა ამისა, ნაწლავური ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უმი თევზი, ხორცი და უკვე მოხარშული კერძები ახლოს არ უნდა ინახებოდეს.

თეთრი სახლი – აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.მათივე ცნობით, ექვსი უკრაინელი არასრულწლოვანი, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, უკრაინაში, მალე დაბრუნდებიან.„მსოფლიოს ამ რეგიონში ბავშვების საყვარელ ადამიანებთან გაერთიანება დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ საკითხად რჩება. მე იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ერთგული რჩება მუდმივი თანამშრომლობისაკენ“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.თეთრი სახლის ცნობით, პირველი ლედი მელანია ტრამპი და მისი წარმომადგენელი კვლავ ჩართულნი არიან რუსეთთან და უკრაინასთან ერთად მუშაობაში, რათა აღმოაჩინონ და გააერთიანონ ის პირები, რომლებიც მიმდინარე ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული გახდნენ.ამასთან, 2025 წლის აგვისტოში მელანია ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „მშვიდობის წერილი“ მისწერა, რომელშიც მას გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. დონალდ ტრამპმა წერილი კრემლის ლიდერს ალასკის სამიტამდე გადასცა.

კალათბურთის მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე გარდაიცვალა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ზურაბ ტომარაძის გარდაცვალების გამო.ზურაბ ტომარაძე გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და წამყვანი ქართული გუნდების მწვრთნელი. მისი ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული კალათბურთთან და მოპოვებულ ტიტულებთან და პრიზებთან ერთად ზურაბ ტომარაძის დამსახურება დამოუკიდებელი საქართველოსთვის თაობების აღზრდაა.

ბოლო სიახლეები