“დედის ნამდვილი სუპერძალა არ არის საფრთხისადმი სიფხიზლე, არამედ ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც მისი ქალიშვილი გაიზრდება მამაცი, თავისუფალი და უშიშარი. ჩემო პატარა ჯორჯინა, სამყაროში არაფერი მიყვარს შენზე მეტად, მახარებს იმის დანახვა, თუ როგორ ხდები ადამიანი, რომელსაც აქვს სიცოცხლის, აზროვნებისა და საკუთარი თავის სიყვარულის უნარი. ჩემი მისიაა, მოგცე სიძლიერისა და პატიოსნების მაგალითი და გაგიძღვე მიზნისკენ, რომ იყო ბედნიერი”, – წერს სოციალურ ქსელში ჯორჯინა უზკატეგუი და ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების ამბავი გავრცელდა, ჯორჯინა სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობდა. მედიას ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ჯორჯინამ ილიასთან გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. ოჯახური კადრები არც ილიას გვერდზე აღარ იძებნება. “სიყვარული, რომელიც თვალებს და სულს გიხელს” – წერდა ჯორჯინა რამდენიმე დღის წინ და ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებდა.