ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024

ილია დარჩიაშვილი: ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროპული ინტეგრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს ვიზიტს უნგრეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები ესწრებიან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და საინტერესო მექანიზმია იმისთვის, რომ ევროკავშირთან პოლიტიკურად ასოცირებული ქვეყნები კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ.

„პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის დისკუსიაში და პირველი იქნება ეკონომიკური უსაფრთხოების თემატიკაზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია და ამ დისკუსიაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს გერმანიის კანცლერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ პლენარულ სესიაში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანდიდატი ქვეყნების ლიდერებთან ერთად შეჯამდება გამართული დისკუსია. ვფიქრობთ, ჩვენთვის მსგავსი ტიპის პლატფორმაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ევროპული ინტეგრაცია და გარდა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობისა, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

წყალი 24 საათით შეწყდება – ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კომპანიის 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალური ქსელის მონიტორიგის შედეგად მოხდა ორი ამორტიზებული მონაკვეთის იდენტიფიცირება და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა. რეაბილიტაციის მასშტაბიდან გამომდინარე, ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები ორივე ლოკაციაზე პარალელურად, 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ - ფარნავაზ მეფის გამზირზე ახლით შეიცვლება 24 მეტრი სიგრძის მაგისტრალური მილი, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე განახლდება ქსელის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთები. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 8 ნოემბრის 01:00 საათიდან 9 ნოემბრის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ.ელიავას, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილის, წყნეთის ყაზბეგის გამზირის ნაწილს, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ერისთავის და ნაფარეულის, ქუჩებს. საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს; კოსტავას ქუჩის ნაწილს, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, იყალთოს, ჩიქოვანის, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მიროტაძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის ქუჩებს, შანხაის დასახლებას, ჟვანიასა და 26 მაისის მოედნებს, ისაკაძის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, სხირტლაძის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, ცაგარელის, საირმის, გამრეკელის, ბაგრატიონის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, თამარაშვილის, ქუთათელის, ოდიშელიძის, აფაქიძის, ხვიჩიას, კვერნაძის, ბენდელიანის, ჩხეიძე ქუჩებს, ბობ უოლშის, ნასიძისა და მიმდებარე ქუჩებს; უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, როსტევანის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ცამეტი ასურელის, დავარის, ფარნავაზ მეფის, და მიმდებარე ქუჩებს; მთაწმინდის რაიონში: პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ბოცვაძის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მელიქიშვილის ქუჩებს, კოსტავას I შესახვევს, კოსტავას II შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძეს, ბაქრაძის, რჩეულიშვილის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილების, გუდიაშვილის, ფურცელაძის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, თავისიფლების მოედანს, ვაჩნაძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდის, ყიფიანის, არსენას, ქიქოძეს, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭიჭინაძის, ვ. აბაშიძის, ჭონქაძის, ამაღლების, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის, ხოშტარიას, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ოქროყანის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს. სანაპიროს, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს; ოქროყანას. კრწანისის რაიონში: პურის მოედანს, ღვინისა აღმართს, გულუას, პუშკინის, აბესაძის, საიათნივას, ხანძთელის, იერუსალიმის, ლ.ასათიანის, ბეთლემის, აჯიაშვილის, გომის, ჯიბლაძის, თუმანიანის, გორგასლის, აბო თბილელის, აბანოსა და მიმდებარე ქუჩებს; კოტე აფხაზის, ორთაჭალისა და გრიშაშვილის ქუჩების ნაწილს, ონისა და ჯვარედინის ქუჩებს და შესახვევებს; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩა N2-18; N1-21; უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის, დისევის და ლუბლიანას ქუჩებს, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის შეს. N12, ბელიაშვილის ქუჩა N40, ბელიაშვილის მე- 2 ჩიხს, ქუჩას. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანტონიუ გუტერეში – ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გაერო მზადაა, კონსტრუქციულად იმუშაოს მომავალ ადმინისტრაციასთან გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას

ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს რწმენას, რომ შეერთებულ შტატებსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო ურთიერთობების არსებითი საყრდენია, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებაშია აღნიშნული. გუტერეშის თქმით, გაერო მზადაა, კონსტრუქციულად იმუშაოს მომავალ ადმინისტრაციასთან. „მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის დემოკრატიულ პროცესში აქტიურ მონაწილეობას. ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს რწმენას, რომ შეერთებულ შტატებსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო ურთიერთობების არსებითი საყრდენია. გაერო მზადაა, კონსტრუქციულად იმუშაოს მომავალ ადმინისტრაციასთან იმ დრამატული გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც ჩვენი მსოფლიო დგას“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა. წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

VIDEO: „ნიჰილიზმს თუ ვინმე თესავს, თქვენ თესავთ, რომ „დააპროწიალებთ“ ხალხს, მელიას გამოცდილი გეგმით და ეს გეგმა ჩვენ ნანახი გვაქვს…“ – თაკო ჩარკვიანი

„ნიჰილიზმს თუ ვინმე თესავს, თქვენ თესავთ, რომ „დააპროწიალებთ“ ხალხს, მელიას გამოცდილი გეგმით და ეს გეგმა ჩვენ ნანახი გვაქვს...“ - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „ხალხმა უკვე მოსე შეარქვა, სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ... ოპოზიციას, რომელსაც ეშინია ჯანყის და მშვიდობიანი რევოლუციის, მე იმას ოპოზიციას ვერ ვარქმევ. ეს არ არის ნიჰილიზმი...“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.  

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე პარაკლისი აღევლინება. „გაცნობებთ, რომ 2024 წლის 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სიენენი“ – დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინ დაუკავშირდება ტრამპს და როდის

დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინ დაუკავშირდება ტრამპს და როდის, – ამის შესახებ „სიენენი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს. „სიენენის“ ცნობით, „ტრამპმა, რომელიც აფასებს ერთგულებას და მის ქება-დიდებას, პირადად იკითხა, რატომ არ დაუკავშირდნენ მას კონკრეტული ლიდერები“. უცნობია, რომელი ქვეყნის ლიდერებზეა საუბარი. მსოფლიო ლიდერებმა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებიდან დონალდ ტრამპს უკვე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა. ტრამპის გამარჯვებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

ბოლო სიახლეები