ილია დარჩიაშვილი – საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ეს არის შეუქცევადი პროცესი, მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება

Read Time:43 Second

წელს პირველი წელია, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს ხვდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეს არის მთავარი ხაზი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„მინდა, თითოეულ ქართველს მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი დღე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დღე.

ასევე უნდა აღნიშნოს, რომ სწორედ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს ჩაეყარა ევროპულ საქართველოს საფუძველი და ეს იყო ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მშენებლობას.

წელს პირველი წელია, როდესაც ქვეყანა ხვდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსით დამოუკიდებლობის დღეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეს არის მთავარი ხაზი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები გვექნება.

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელიც ვაქციეთ ჩვენს ყოველდღიურობად. ძალიან მოხარული ვარ, რომ სწორედ დღეს უკვე კანდიდატის ქვეყნის სტატუსით ხვდება საქართველო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს“,- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post GOOGLE საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
Next post 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა განათდა