ილია დარჩიაშვილმა ისრაელში ვიზიტი შეაჯამა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელში ჩასვლა ძალიან დროული და აუცილებელი იყო და მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ჩემი ვიზიტი მოიცავდა ძალიან ბევრ ორმხრივ შეხვედრას. ვფიქრობ, შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც იდგა ორი ქვეყნის დღის წესრიგში. ასევე, ველით, რომ ეს ვიზიტი შექმნის საფუძველს, იმისთვის რომ მომავალში გაგრძელდეს მაღალი დონის ვიზიტები და ორი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოვდეს, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა, რაც ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ინტერესშია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.