კვირა, მაისი 25, 2025

ითამაშებს თუ არა კვარა ჩემპიონთა ლიგის ფინალში – ლუის ენრიკეს პროგნოზი

საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსის“ 3:0 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გულშემატკივრები დაამშვიდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც თამაში თავის ტკივილის გამო ვერ შეძლო, მალე ჩადგება მწყობრში:

„ის კარგადაა. ვერ ითამაშა, რადგან მოთელვის მერე თავი შეუძლოდ იგრძნო. საშიში არაფერია. სამშაბათის ვარჯიშისთვის სრულად იქნება მზად. არავითარ რისკზე არ წავედით. გახურების შემდეგ გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. ხანდახან ეს ხდება, მაგრამ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს“.

კვარაცხელია პირველი ტაიმისას გასახდელში იყო და შესვენების შემდეგ სახლში გაუშვეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა მშვიდობისთვის!

ჩვენთვის დღეს მშვიდობა ძალზე მნიშვნელოვანი და ღირებულია. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ყოველმა ჩვენგანმა ვილოცოთ მშვიდობისთვის. ამ ყველაფრის შესახებ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემაც მიგვითითა და მოგვცა კურთხევა, რომ აუცილებლად ვილოცოთ მშვიდობისთვის… ქვემოთ გთავაზობთ მოკლე ლოცვას, რომელიც მშვიდობის დადგომასა და შენარჩუნებაში დაგვეხმარება: „ უფალო მე არ ვგრძნობ, რომ ეს სამყარო ჩემი სახლია, სასოწარკვეთილი ვარ შენი თავშესაფრისთვის. ჩემს გასაჭირში შენთან შესახვედრად გავრბივარ და მჯერა, რომ ჩემთან ხარ. მე ვლოცულობ, რომ მშვიდობამ, რომელიც მოდის გაგებით, დაიცვას ჩემი გული და გონება იესო ქრისტეს მეშვეობით. მე გაძლევ ყოველგვარ ზრუნვას, რაც ამქვეყნად მაქვს, ღმერთო, იმიტომ, რომ შენ ზრუნავ ჩემზე. ჩემს აზრებს შენკენ მოვმართავ, უფალო ,რადგან შენ ხარ ჩემი შვიდობა. დაამშვიდე მოუსვენარი ხმები ჩემს თავში და გულში შენი სულით… ვიცი, რომ ჩემთან ხარ. ნება მომეცით ვიგრძნო შენი სიმშვიდე ყოველთვის და ყველა სიტუაციაში. მადლობა უფალს ყველაფერზე… უზენაესი იესოს, ჩვენი მშვიდობის მთავრის სახელით ვლოცულობ, ამინ…“

თბილისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა-რა ხდება ადგილზე

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რომის პაპი – გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული

გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ ყველა პირს, რომელიც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო მეთექვსმეტემ ვატიკანში, პაპის რეზიდენციის ფანჯრიდან თავისი პირველი მიმართვის დროს განაცხადა.რომის პაპმა ქრისტიანებს თანაგრძნობის გამოხატვისკენ მოუწოდა. ეს არის პირველი შემთხვევა 2 თებერვლის შემდეგ, როდესაც რომის პაპი საკვირაო ქადაგებით გამოჩნდა წმინდა პეტრეს მოედანზე.„ჩვენი ლოცვა ომისგან დაზარალებული ყველა ხალხისადმია მიმართული. ჩვენ გამბედაობისა და შეუპოვრობისკენ მოვუწოდებთ მათ, ვინც დიალოგსა და მშვიდობის გულწრფელ ძიებაშია ჩართული. მოდით, გადავწყვიტოთ, ყველგან მივიტანოთ ღმერთის სიყვარული და არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი თითოეული და და ძმა ღვთის სამყოფელია და რომ მისი ყოფნა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება პატარებში, ღარიბებსა და ტანჯულებში, რომლებიც გვთხოვენ, ვიყოთ გულისხმიერი და თანამგრძნობი ქრისტიანები“, – განაცხადა რომის პაპმა.

კაია კალასი – რუსეთი უკრაინის მეტი ტანჯვისა და განადგურებისკენაა მიდრეკილი, ამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი კაია კალასი რუსეთზე ძლიერი ზეწოლის განხორციელებას ემხრობა.კაია კალასის თქმით, უკრაინაში ომის შესაჩერებლად, რუსეთზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლაა საჭირო.„გუშინდელი თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინის მეტი ტანჯვისა და განადგურებისკენაა მიდრეკილი. გამანადგურებელია უდანაშაულო მსხვერპლთა შორის ბავშვების ხილვა, რომლებიც დაშავდნენ და დაიღუპნენ. ჩემი ფიქრები დღეს ოჯახებთანაა. ამ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გვჭირდება“, – განაცხადა კაია კალასმა.  

საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. მისი მიზანია აშშ-ის ეროვნული ინტერესების წინ წაწევა – მარკო რუბიო

ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ თითოეული დახარჯული დოლარი და ყოველი გადადგმული ნაბიჯი, ზომად სარგებელს მოუტანს ამერიკელ ხალხს - ან უფრო უსაფრთხოს და ძლიერს გახდის ჩვენს ქვეყანას, ან უფრო მდიდარს. ამ სამიდან ერთ მიზანს მაინც უნდა აღწევდეს, იდეალურად კი სამივეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.რუბიომ უპასუხა კონგრესის დემოკრატი სენატორების კრიტიკას USAID-ის დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით.„არსებობს საშინელი რაღაცები, რაც ხდება პლანეტაზე. ამერიკას თითოეული მათგანის მოგვარება არ შეუძლია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფოკუსირება იმ სფეროებზე, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავ დავრჩებით საგარეო ჰუმანიტარული დახმარების უდიდეს მიმწოდებლებად ამ პლანეტაზე. დღევანდელი ბიუჯეტის გათვალისწინებითაც კი, აშშ კვლავ იმაზე მეტს დახარჯავს საერთაშორისო დახმარებაზე, ვიდრე მომდევნო 10 ქვეყანა ჯამში. უახლოესი ქვეყანა ჩვენთან ამ მხრივ გერმანიაა და ახლაც კი ჩვენზე გაცილებით უკან არის.მაგრამ საგარეო დახმარება ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე უნდა იყოს მიმართული. უნდა შევქმნათ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამას მიაღწევს. დიახ, ჩვენ გავაუქმეთ კონტრაქტები USAID-ში. ზოგი სულელური და აღმაშფოთებელი, ზოგი კი არ ემსახურებოდა ეროვნულ ინტერესებს. ზოგი კონტრაქტი კი შევინარჩუნეთ და მათ სახელმწიფო დეპარტამენტის იურისდიქციაში ვაქცევთ. იმიტომ რომ გვსურს, რომ ისინი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ხელსაწყოთა ბერკეტების ნაწილად ვაქციოთ.საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. მისი მიზანია შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების წინ წაწევა. ამიტომ, დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ჩვენ დავეხმარებით ქვეყნებს საკვებით, დავეხმარებით განვითარებაში და დავეხმარებით თავდაცვაში. მაგრამ ჩვენ ამას ჩვენი საელჩოებისა და რეგიონული ბიუროების ძალისხმევით“, - განაცხადა რუბიომ.მან ხაზი გაუსვა თანამედროვე სამყაროში გადაწყვეტილების მიღების სისწრაფის მნიშვნელობას და ასევე აღნიშნა, რომ ხშირად ის საკითხები, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყანაში აშშ-ის საელჩო და USAID-ი აკეთებდნენ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და ხშირ შემთხვევაში USAID-ის პროგრამები ძირს უთხრიდა საელჩოს მისიებს.„მე არ ვარ პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელსაც უნდოდა USAID-ისა და საგარეო დახმარების სახელმწიფო დეპარტამენტის იურისდიქციაში მოქცევა. მე უბრალოდ პირველი ვარ, ვისაც ეს გამოუვიდა“, - დასძინა რუბიომ.

ბოლო სიახლეები