საბა კვერკველია ხვალინდელი მატჩისთვის მზადყოფნაშია, ოთარ კიტეიშვილი კი მოედანზე გასასვლელად მზად არ არის. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თურქეთთან შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კვერკველია ხვალინდელი მატჩისთვის მზადყოფნაშია და თამაში შეუძლია, კიტეიშვილი კი სათამაშოდ მზად არ არის“, – განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, მოსამზადებელმა ეტაპმა ცხადყო, რომ ნაკრები სრულად მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის.
რაც შეეხება მეტოქეს, ვილი სანიოლის შეფასებით, თურქეთის ნაკრებს ჩვენზე დიდი წნეხი აქვს.
„თურქეთის ნაკრებს საკმაოდ მაღალი დონის, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, გუნდი კარგი შემტევებით გამოირჩევა და ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების“, – ამბობს სანიოლი.
მისივე თქმით, ფეხბურთელები ქართველების გულშემატკივრობას გრძნობენ და ძალიან აფასებენ.