ორშაბათი, ივნისი 23, 2025

ივანიშვილს დამხობის გარეშე ვერ დავამარცხებთ, უნდა მოხდეს ეროვნული, სახალხო მობილიზება, ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს, მანამდე თუ მოხდება, კიდევ უკეთესი – ლევან ხაბეიშვილი

ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია ერთობა, რომელიც უნდა გადაიზარდოს დიდ მობილიზებაში.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ძალას უნდა დაუპირისპირონ ძალა.

„ბიძინა ივანიშვილს მუდმივად განვიხილავთ ხოლმე, რომ იქნება, ნორმალური ადამიანის მსგავსია და იქნებ, ამას არ გააკეთებს ახლა, ამდენს როგორ დაიჭერს, კაცო? არ დაიჭერს – იჭერს. ყველა დღე, ყველა საათი ველოდებით, ვის დაიჭერენ, ვის გამოუტანენ განაჩენს. ქალბატონებს აკავებენ, 19 წლის ბავშვებს ციხეში უშვებენ, პოლიტიკოსებს აკავებენ. ამ ყველაფრის შემდეგ აქედან ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა. მოვუწოდებ მთელ საქართველოს, პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ ვრჩებით ჯერჯერობით, ვისაც ციხეში უწევს ყოფნა, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, გარდა ერთობისა და ეს ერთობა უნდა გადაიზარდოს შემდეგ დიდ მობილიზებაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 4 ოქტომბერს ისინი აპირებენ სპექტაკლის, არჩევნების ჩატარებას, პარალელურად, პოლიტიკოსები ციხეში, სამოქალაქო აქტივისტები ციხეში, ახალგაზრდები ციხეში, ტყვეობაში უნდა იყვნენ. არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედლაინი, როცა 100 ათასობით საქართველოს მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ძალაუფლება დაიბრუნოს ხალხმა.

ბიძინა ივანიშვილს დამხობის გარეშე, მისი ტაბლოთი ხელში, მისი სუს-ით, მისი შინაგან საქმეთა სამინისტროთი, ვერ მოვერევით. ის არ ჩაატარებს ამ ქვეყანაში არჩევნებს, მან უკვე გააუქმა არჩევნები ამ ქვეყანაში, გაუქმებულია პოლიტიკა, გაუქმებულია დემოკრატია. ეს ბანერები, პარტიები გაუქმებულია. ძვირფასებო, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ ბანერზე დადგება, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, ერთადერთი შესაძლებლობა გვაქვს, ბიძინა ივანიშვილს ეშინია ძალის. ის ხომ ძალით გვერევა, დასჭირდება გვიჭერს, დასჭირდება გვარბევს, დასჭირდება სასტიკად გვისწორდება. ამიტომ, ეს ადამიანი ერთადერთ შემთხვევაში დაიხევს უკან, თუ დავახევინებთ. და დახევა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ძალას დავუპირისპირებთ ძალას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს დამხობის გარეშე ვერ დავამარცხებთ. კიდევ გავიმეორებ, რამდენჯერაც შესაძლებლობა მექნება. ეროვნული, სახალხო მობილიზება უნდა მოხდეს, ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს. მანამდე თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, თუმცა ეს ბუნებრივი დედლაინია, ივანიშვილის დამხობის გარეშე არაფერი არ გამოვა. სოლიდარობა ყველა ამ ადამიანს, ვისაც უკანონოდ ციხეში უშვებენ, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა. თქვენ ხომ იცით, რომ ბევრ რამეში გვქონდა განსხვავებული პოზიცია. ცხადია, სოლიდარული ვარ ამ ადამიანების. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ბიძინას ასე ეხუშტურება, გადაწყვიტა და უნდა გაუშვას ეს ადამიანი ტყვეობაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გახარიას მოუწევს 2 ივლისისთვის საქართველოში ჩამოვიდეს, წინააღმდეგ შემთვევაში, ეს იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი – თეა წულუკიანი

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განმარტებით, ონლაინ ჩართვის დროს გიორგი გახარიამ შეიძლება მიკროფონი გამორთოს და შემდეგ ექსპერტიზა იქნება საჭირო რეალურად მან გამორთო თუ ტექნიკური ხარვეზი იყო, შესაბამისად, მათ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ონლაინ ჩართვა არ იქნება მიზანშეწონილი.როგორც თეა წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, გიორგი გახარიას მოუწევს 2 ივლისისთვის საქართველოში ჩამოვიდეს, წინააღმდეგ შემთვევაში, ეს იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი."როდესაც პირველ ჯერზე გახარია იყო მოსული, მე არ ვიცი რამდენად ჩანდა ეს ეკრანზე, მაგრამ კომისიის წევრები ვინც იქ ვიყავით, ჩვენ მრავალჯერ ვნახეთ, რომ მან ხან მიკროფონს დაარტყა, ხან წასვლა უნდოდა და გათიშა, ხან საათზე ირტყამდა ხელს და მეუბნებოდა, რომ აქ როდემდე უნდა ვიჯდეო. იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ის რომ არ შემეკავებინა, რადგან სხდომის წაყვანაზე პასუხს მე ვაგებ, ერთი სული ჰქონდა დარბაზს როდის დატოვებდა. შესაბამისად, იმიტომ, რომ პროკურატურას აქვს კითხვები, იმიტომ, რომ მას არ აქვს ჩვენთან პირდაპირი ურთიერთობის სურვილი, რაკი თან ქვეყნიდან გაიქცა, არის შანსი, რომ ის ჩაგვერთოს, რათა არ იყოს დანაშაულის შემადგენლობა სახეზე, მერე გათიშოს მიკროფონი და მერე ჩვენ უნდა ვატაროთ ექსპერტიზა, ნამდვილად მან გათიშა თუ ხარვეზი იყო. ამიტომ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად თავისუფალი, კომისია არის აბსოლუტურად თავისუფალი კანონის ფარგლებში თვითონ ჩამოაყალიბოს მოთხოვნები, რომლის შეუსრულებლობა არის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ჩვენ ვართ თავისუფალი ამაში, შესაბამისად, კანონის ფარგლებში ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ არ იქნება მიზანშეწონილი. ჩვენ სათამაშო ბავშვთა ცენტრში ხომ არ ვმუშაობთ, ეს არის პარლამენტი. ამიტომ, მას მოუწევს 2 ივლისისთვის ჩამოსვლა. მანამდე არის ძალიან ბევრი დრო, შეუძლია ბილეთი იყიდოს, ჩამოფრინდეს და უკან გაბრუნდეს. თუ არადა, ეს რა თქმა უნდა, იქნება პროკურატურაში საქმის გადაგზავნის აშკარა საფუძველი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე: “რაც მე, პირადად, ძალიან მიჭირს ვაპატიო, არის ჩვენი მიტოვება თუ თხასავით გაყიდვა, არ ვიცი, რა დავარქვა”

"ის, რომ 20 ივნისის მერე, გიორგი გახარიას წასვლის და მის მიერ პასუხისმგებლობის აღების ძალიან დიდი სურვილი და ბუნებრიობა იყო გუნდში, ეს ნამდვილად ასე იყო, ამას უკვე საჯაროდ ხედავს ჩვენი კომისიის მოსმენებისას საზოგადოება. ძალიან ვიწრო წრემ იცოდა მაშინ ჩვენს გუნდში, რომ შემოვიდა ზარი უცხოეთიდან, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული," - ეს განცხადება "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გააკეთა.მისივე თქმით, გიორგი გახარია და ყველა ის ოპოზიციონერი, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში, არიან ინსტრუმენტები უცხო ძალების ხელში."ეს იცოდა რამდენიმე ადამიანმა, მაგრამ ეს უკვე აღარ არის დამალული. შემდეგ, რაც მე, პირადად, ძალიან მიჭირს ვაპატიო და მისთვის პირადად მაქვს ნათქვამი, არის, რეალურად, ჩვენი მიტოვება თუ თხასავით გაყიდვა. არ ვიცი, რა დავარქვა. მოვიდა და "ქართული ოცნების" უმრავლესობას მოუწოდებდა (პოლიტიკური საბჭოც იქ ვიყავით), რომ ნიკა მელიასთვის მოხსნილი ყოფილიყო იმუნიტეტი, მოუხსნეს დეპუტატებმა იმუნიტეტი და მეორე დღეს გადადგა, რადგან ღამით შეხვდა ამერიკის ელჩს - ეს მან დაადასტურა ჩვენთან გამოსვლისას. მას და სხვებს, ვინც არ შემოდის პარლამენტში, რა თქმა უნდა, ინსტრუქციები აქვთ, რადგან ინსტრუმენტები არიან უცხო ძალების ხელში, როგორც ირკვევა," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი: “ლელოს” ამომრჩეველს რამე-რუმეები უნდა აუხსნას ხაზარაძემ, რომელსაც ვერ უხსნის და ამიტომ, თავშესაფარი ციხეში იპოვა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარლამენტში ის "ქართული ოცნების" ამომრჩეველს წარმოადგენს და არაფერი აქვს ასახსნელი "ლელოს" ამომრჩევლისთვის.როგორც წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, "ლელოს" ამომრჩეველს ძალიან ბევრი რამ თვითონ "ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილმა უნდა აუხსნას, თუმცა მათ თავშესაფარი ციხეში იპოვეს"."მე წარმოვადგენ "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, პარლამენტში მე წარმოვადგენ "ქართული ოცნების" ამომრჩეველს და არაფერი არ მაქვს ასახსნელი ოპოზიციის ამომრჩევლისთვის. "ლელოს" ამომრჩევლისთვის მე არაფერი არ მაქვს ასახსნელი. "ლელოს" ამომრჩეველს ასახსნელი რამე-რუმეები აუხსნას ხაზარაძემ, რომელიც ვერ უხსნის და ამიტომ, თავშესაფარი იპოვა ციხეში. რათა მას ამომრჩეველთან არ ჰქონდეს პასუხი საგები. ის შეგნებულად წავიდა თუ არა ციხეში მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ის შეგნებულად არ მოვიდა კომისიის სხდომაზე. როდესაც ისმის ამდენი საყვედური, რომ მოქალაქეები ამბობენ თითქოს მონაწილეობდა რეკეტში, რომ იყო კეზერაშვილის მარჯვენა ხელი ბიზნესმენების დასატერორებლად - პირადად ხაზარაძე და ჯაფარიძე. როდესაც არ გიჩნდება სურვილი, რომ მოხვიდე და ეს გააბათილო, ეს მინიმუმ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს "ლელოს" ამომრჩეველშივე. ამიტომ, მე მათთვის არაფერი არ მაქვს ასახსნელი. ასახსნელი ძალიან ბევრი თვითონ ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილს აქვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პეტერ ფიშერი – ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში – საით მიდიხარ, საქართველო?

ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.„მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი - ეს ფართოდ გავრცელებული კრედოა. თუმცა, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა. ეს აღქმა იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე. ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?“, - წერს პეტერ ფიშერი.

ბოლო სიახლეები