ივანე ჩხაიძე: თუ მომდევნო სამშაბათს ახალი შემთხვევების რაოდენობა 26 200-ზე ნაკლები იქნება, მეტად დაჯერებით შევძლებთ ვთქვათ, რომ თებერვლის ბოლოსთვის ეს ტალღა დასრულდება

Read Time:53 Second

ივანე ჩხაიძემ განმარტა როდის შეიძლება ველოდოთ საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკის დასრულებას. ამ თემაზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, პროგნოზის გაკეთებისას, სპეციალისტები იმ ევროპული ქვეყნების გამოცდილებით ხელმძღვანელობენ, სადაც „ომიკრონი“ საქართველოზე ადრე გავრცელდა. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ ტალღის დაწყებიდან პიკის მიღწევამდე 4-6-კვირიანი პერიოდი გადის. ჩხაიძის თქმით, ამ პროგნოზებით, საქართველოში „ომიკრონის“ გავრცელების პიკური მაჩვენებელი 4-10 თებერვალს უნდა დაფიქსირებულიყო.

„თუ გადავხედავთ დღევანდელ სტატისტიკას, 2 თებერვალს, საქართველოში შემთხვევების მატებიდან ზუსტად 4 კვირის შემდეგ, დაფიქსირდა დღეისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 26 200 შემთხვევა და დღეისათვის ეს რჩება პიკურ მაჩვენებელს. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ სწორედ 2 თებერვალს დაფიქსირებული მაჩვენებელი იყოს მეექვსე ტალღის პიკი საქართველოში და როგორც ახლა, 2 თებერვლიდან დღემდე შემთხვევები თანდათან მცირდება, ეს ტენდენცია გაგრძელდეს მომდევნო დღეების განმავლობაში. თუმცა, მაინც ვიტოვებთ გარკვეულ პერიოდს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ ამ 4-6-კვირიანი პიკის მიღწევის ხანგრძლივობა და თუ მომდევნო კვირაში, კერძოდ სამშაბათს, ახალი შემთხვევების რაოდენობა 26 200-ზე ნაკლები იქნება, მაშინ უფრო მეტად დაჯერებით შევძლებთ ვთქვათ, რომ საქართველოში მეექვსე ტალღის დაღმავალი პერიოდი დაიწყო და გვექნება მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოსთვის ეს ტალღა დასრულდება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: როდესაც გვახსოვს როგორ ემუქრებოდა გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემდეგ მივედით იქამდე, რომ მისი პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის“ დანაყოფად იქცა, ეს ტრაგიკული სანახაობაა
Next post 46 წლის ქალმა ფოთის “ბომონდში”, ორი ტყუპი გააჩინა