პარასკევი, მაისი 9, 2025

ივანე ჩხაიძე – ვფიქრობ, სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი 26 000-ზე მაღალი იქნება და საქართველო გაიმეორებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მაჩვენებელს

ვფიქრობ, სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი 26 000-ზე მაღალი იქნება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ სამშაბათს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იქნება 26 000-ზე ნაკლები, ჩვენ შეგვეძლება, მეტ-ნაკლებად თამამად ვთქვათ, რომ 26 000 იყო ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სამშაბათს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება და საქართველო გაიმეორებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მაჩვენებელს – ხუთჯერ მეტი ადრე არსებულ მაქსიმუმთან შედარებით. ეს არის სადღაც, 28-30 000 ინფიცირებული დღე-ღამის განმავლობაში. იმედი დავიტოვოთ, 2 თებერვლის მაჩვენებელი მაქსიმუმი იყო და შემდეგი დღეების მანძილზე ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება, თუმცა „ომიკრონი“ იმდენად არაპროგნოზირებადია და მატება იმდენად მაღალია, რომ უფრო მეტი ალბათობით, მომდევნო კვირას ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა შემაკავებელი ზომები შეიძლება, აღმოჩნდეს შედეგიანი ასეთი უკონტროლო გავრცელების დროს, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონს“ სხვანაირად შეიძლება, დავარქვათ უკონტროლო გავრცელების მუტაცია და მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მის გავრცელებას კონტროლი გაუწიოს.

„რა ღონისძიებებიც არ უნდა მიიღონ, „ომიკრონი“ მაინც გავრცელდება და სწორედ უკონტროლოდ ვრცელდება. სხვანაირად, ეს მუტაცია არც ხასიათდება. ეს არის მისი ძირითადი თვისება. ჩვენზე მდიდარი, განვითარებული და მეტი შესაძლებლობების, მათ შორის, აკრძალვების მქონე ქვეყნებში გაცილებით რთული მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. ისინიც ცდილობდნენ კონტროლს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველამ აღიარა, რომ ეს კონტროლი არის უშედეგო. ამკრძალავი ღონისძიება „ომიკრონზე“ არ მოქმედებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ის, რაც ახლა გვჭირდება და უცილებლად გვაკლია, არის კონტროლი პირბადის ტარებაზე.

„ჩვენ თუ არ გვაქვს „მწვანე პასპორტი“, ხელს ვერ ვუწყობთ ვაქცინაციას და ჯერ არის ვაქცინაციის ეს ეროვნული გეგმა, რომლის ამოქმედებას ველოდებით, ალბათ, პირბადის ტარების კონტროლი იქნება ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის გარკვეულწილად შემცირების თვალსაზრისით“, – განაცხადა ჩხაიძემ.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

„თქვენ თუ გაიკეთებთ ვაქცინას და ეს არის მესამე, დამატებითი დოზა, 99,8%-ით ხართ დაცული გარდაცვალებისგან. ერთი პროცენტი არის რისკი იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც 65 წელზე მეტი ასაკი, ქრონიკული დაავადებები და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, რამდენად დატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი დღეს, ინფიცირების კატასტროფულად მაღალი მაჩვენებლების ფონზე, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში არის 207 000 აქტიური შემთხვევა და აქედან, 200 000-ზე ცოტა მეტი არის ბინაზე, ან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.

„ჰოსპიტალში დღეს, ჯამში, 8 200 საწოლია და აქედან, 1 980 საწოლი არის თავისუფალი. დიდი იმედი გვაქვს, „ომიკრონის“ დროს სტაციონალურ და ამბულატორიულ სექტორს შორის თანაფარდობა ასე დარჩება. ჯერჯერობით, ნამდვილად არ გვაქვს არანაირი საფრთხე, რომ მომდევნო დღეების და კვირების განმავლობაში სტაციონარული საწოლების დეფიციტი შეგვექმნას. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამბულატორიულ სექტორზე ზეწოლა და ჯანდაცვაზე დატვირთვა არის წამოუდგენლად დიდი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ვირუსის მასშტაბური გავრცელების პირობებში პირველადი ჯანდაცვის მედპერსონალს მუშაობა ძალიან დატვირთულ რეჟიმში უწევს.

კითხვაზე, აქვს თუ არა იმუნიზაციის ახალი ეროვნული გეგმის შესრულების მოლოდინი, ჩხაიძემ აღნიშნა, თუ ამაში მონაწილეობას მიიღებს ყველა რგოლი, ვისაც შეუძლია, მოსახლეობაზე გარკვეული ზემოქმედება და ზეგავლენა მოახდინოს, გეგმა შესრულდება.

„ზეგავლენაში აუცილებლად ვგულისხმობ ინფორმაციის სწორად მიწოდებას და მაგალითის მიცემას“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პატრიარქი-მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს - საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მილოცვას ავრცელებს."ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, – განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები... და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიეწრთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, – გამარჯვების ზეიმს.„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“(რომ 14.19).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო.ილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში – კობა კობალაძე

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა იმის განცდა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭ-გაშლილები და ამაყად დავდივართ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში აღნიშნეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს„ერთია ფაქტი - მშვიდობის ფასი არაფერია. სხვათა შორის, დღეს 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის. სულ დარჩენილია სამამულო ომის 57 მონაწილე და 104 წლისა გვყავს ყველაზე უხუცესი“, - განაცხადა კობალაძემ.

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

ბოლო სიახლეები