ვვარაუდობთ, 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეს მოვლენა დინამიურია და გაზაფხულზე ფაქტოვრივად ყოველ კვირა, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი პროცესებს ცვლიდნენ.
„მე ზოგადად გეტყვით, რამდენად სწრაფად და ეფექტურად წავა ჩვენი ეკონომიკური აღდგენის პროცესი, სავარაუდოდ, ვვარაუდობთ, 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას. თუმცა კიდევ გიმეორებთ – იმდენად დინამიურია ყველა ეს მოვლენა, შეგახსენებთ, მაგალითად, გაზაფხულზე ფაქტიურად ყოველ კვირა ცვლიდა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი პროცესებს, შესაბამისად იმისდა მიხედვით, რამდენად ეფექტურად და სწრაფად წავა პროცესი, თუმცა, მე იმედს ვიტოვებ, რომ მაქსიმალურად სწრაფად წავა აღდგენითი პროცესი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.