იენს სტოლტენბერგი – უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან

Read Time:48 Second

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა. სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან.

„ეს არ არის უკრაინული წინადადება და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის არ არის კეთილსინდისიერი და, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს, მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს. ასევე სურს, მიისაკუთროს ბევრად უფრო დიდ ტერიტორია, ვიდრე ჯერჯერობით შეძლო ოკუპირება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინის გაკონტროლებას ცდილობს და ეს იყო რუსეთის მიზანი ომის დაწყებიდან, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„სწორედ ამიტომაც, ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაასახელა. როგორც პუტინმა განაცხადა, „უკრაინის ჯარები უნდა გაიყვანონ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ზაპოროჟიედან, ხერსონიდან, უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე, მაშინ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება“. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს. მისივე თქმით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა მანჯგალაძე: „ძალა ერთობაშია“ – რომელ საუკუნეში თქვეს?! სკოლაში რომ შევედი, მე-2 კლასში მასწავლეს
Next post ილია დარჩიაშვილი: საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით