იენს სტოლტენბერგი გახარიასთან შეხვედრაზე: საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია

Read Time:41 Second

მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უნდა ამაყობდეს იმ წვლილის გამო, რომელიც შეაქვს ნატოს უსაფრთხოებასა და მისიების წარმატებაში.

„მინდა, მოგესალმოთ ნატოს სათაო დაწესებულებაში. მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სათაო დაწესებულებაში. ეს იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა თქვენთვის და ჩვენთვის. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის, სწავლებებში, ავღანეთის მისიაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ერთად და თქვენც შეგიძლიათ ამაყობდეთ იმ წვლილის გამო, რომელიც შეგაქვთ ნატოს უსაფრთხოებასა და ნატოს მისიების წარმატებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილება შევინარჩუნოთ
Next post იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას – საქართველოს ვულოცავ იმ წინსვლას, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია, რეფორმების კონტექსტში ახორციელებთ