იაპონიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სახელმწიფოს სხვა ოფიციალურმა პირებმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის გამოსახატად საქართველოს საელჩოს ასევე ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის უფროსი, ელჩი ტადაიუკი მიიაშიტა, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური პირები.
გარდა ამისა, ჩანაწერები დატოვეს იაპონიის საზოგადოებრიობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.

