იაპონიაში საკურა აყვავილდა. ფოტოკოლაჟი
“ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია, სრულყოფილი, იმედიანი სიყვარულის” – რომის პაპი
რომის პაპმა ქორწინების საიდუმლოზე იქადაგა. ლეო მეთოთხმეტე აცხადებს, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია.პონტიფიკოსმა კვირის წირვაზე თანამედროვე ოჯახების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება."ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია: სრულყოფილი, იმედიანი, ნაყოფიერი სიყვარულის. ის ერთ ხორცად გაქცევთ, იგივე სიყვარული გხდით ღვთის ხატად, გაძლევთ სიცოცხლის დაბადების უნარს. მართალია, ზოგჯერ ამას კაცობრიობა ღალატობს. მაგალითად, როდესაც თავისუფლებას იყენებენ არა სიცოცხლის მისაცემად, არამედ მის წასართმევად. არა დახმარებისთვის, არამედ შეურაცხყოფისთვის. თუმცა, ბოროტების, წინააღმდეგობისა და მკვლელობების ფონზეც კი, იესო ლოცულობს ჩვენთვის", - აღნიშნა პაპმა ქადაგებისას.
უკრაინული მედია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე, – ამის შესახებ უკრაინული მედია სპეცსამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მალუკის წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“, – განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას.როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ 2 მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.
ის აქაა, აქ დარბის. ცოტათი გაზრდილია… – ლუის ენრიკე გარდაცვლილ ქალიშვილზე
„ყოველთვის იგებს,აგებს, იღვიძებს ცუდ და კარგ ხასიათზე, ის ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენს ოჯახთანაა, დღეს აქ დარბის ჩვენთან ერთად ასევე ვფიქრობ, რომ ის ცოტათი გაზრდილია“ - ასეთი ემოციური კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ლუის ენკირემ შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბანერის გამოფენის გამო და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.ლუის ენრიკეს ქალიშვილი ქსანა 9 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.გუშინ ლუის ენრიკემ გუნდმა „პსჟ“ -მ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო.
ნიცა თავაძე ემოციურ კადრებს აქვეყნებს
5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო.მან „ინტერის“ დამარცხება კვარაცხელიას, ჰაკიმის, დეზირე დუესა და სენი მეილუეს გოლებით შეძლო. დეზურე დუეს ანგარიშზე ორი გოლია.ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.მოედანზე იყო ხვიჩას მეუღლე, ნიცა თავაძე, რომელიც მატჩის შემდეგ გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
გერმანიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა – არის მსხვერპლი
დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ კორშენბროიხში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პილოტი. ინფორმაცია dailymail-ი ავრცელებს.პოლიციის ცნობით, თვითმფრინავი დაახლოებით 12:30 საათზე ჩამოვარდა, რის გამოც სახლს ცეცხლი გაუჩნდა.თვითმფრინავის პილოტი 71 წლის იყო, რომლის გარდაცვალებაც პოლიციამ დაადასტურა. პოლიცია ვარაუდობს, რომ თვითმფრინავში მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა, თუმცა მეორე გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.