კვირა, მარტი 1, 2026

იან კელი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება თბილისის თანხმობის გარეშე მიუღებელია

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ეხმიანება. ელჩის განცხადებით, ეს ტერიტორიები საქართველოს ნაწილია და იქ ოფიციალური თბილისის გარეშე რაიმეს განხორციელება, დაუშვებელია.

“ჩვენ რა თქმა უნდა არ ვცნობთ რუსეთის ძალაუფლებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, რადგანაც ეს რეგიონები არის საქართველოს ნაწილი და შესაბამისად იქ რაიმეს განხორციელება საქართველოს თანხმობის გარეშე არის მიუღებელი“- განაცხადა იან კელიმ ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდზე ოფიციალური მიღების დაწყებამდე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს. ამ საკითხზე მან საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმაც. რაულ ხაჯიმბა სოხუმის №14 სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე გამოცხადდა.

არჩევნებზე დაშვებული კანდიდატებიდან სახელმწიფოს მთავარი თანამდებობისთვის 8 კანდიდატი იბრძვის. მაგრამ არც რუსეთში და არც მის გარეთ ამ არჩევნებისგან სიურპრიზს არავინ ელის. გამარჯვებულის ვინაობაში ყველა წინასწარ დარწმუნებულია და ეს არის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ამ პოსტზე კენჭს უკვე მეოთხედ იყრის.

რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის გარდა სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინისა, იბრძვიან რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, “სამოქალაქო ინიციტივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, ზრდის პარტიის ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი და “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს ალექსეი ნავალნის, ვლადიმერ პუტინის ყველაზე ხმაურიან ოპონენტს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, 1997 წელს დაბადებულ მ.მ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ო. და ლ.ა. ბრალდებულების სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სეიედ ალი მოჯანი: ლიდერის მკვლელობა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა- მთავრობა ადგილზეა,ირანი კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი, ირანში მიმდინარე პროცესს აფასებს -ალი ხამენეი გარდაცვალებას ეხმიანება და წერს:,,ქვეყნის კანონიერი ლიდერის მკვლელობა ეროვნული სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის, დარღვევას წარმოადგენს. პარალელურად, ამოქმედდა #ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრული მექანიზმები და სუვერენიტეტის სამართლებრივი უწყვეტობა გარანტირებულია. #მთავრობა ადგილზეა და ირანი თავისი კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში მოქმედებს''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  X-ზე წერს.

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი – ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა აღსასრულს მიუახლოვდა, ირანის მამაცო ხალხო, ფხიზლად და მზად იყავით, ქუჩებში გამოსვლის დრო...

ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება, – ამის შესახებ ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში წერს.„ჩემო თანამემამულეებო, ალი ხამენეი, ჩვენი დროის სისხლისმსმელი დესპოტი, ირანის ათიათასობით მამაცი ვაჟისა და ქალიშვილის მკვლელი, ისტორიიდან წაიშალა. მისი სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. რეჟიმის ნარჩენების მიერ ხამენეის მემკვიდრის დანიშვნის ნებისმიერი მცდელობა, თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ვისაც ისინი მის ადგილას დანიშნავენ, არც ლეგიტიმაცია ექნება და არც დღეგრძელობა და უდავოდ, ამ რეჟიმის დანაშაულების თანამონაწილე იქნება“, – წერს ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი.ამასთან, რეზა ფეჰლევმა სამხედროების, სამართალდამცავ ორგანოებისა და უსაფრთხოების ძალებისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ ეს მათი უკანასკნელი შესაძლებლობაა, ერს შეუერთდნენ და ირანის თავისუფალი, აყვავებული მომავლის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ.„კრიმინალი ხამენეის სიკვდილი, ვერ იქნება შურისძიება დაღვრილი სისხლისთვის, მაგრამ შეიძლება, იქცეს მალამოდ მგლოვიარე მამებისა და დედების, ქმრებისა და ცოლების, ვაჟებისა და ქალიშვილების და იმ ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ირანის „ლომისა და მზის“ ეროვნულ რევოლუციას. ირანის პატივცემულო და მამაცო ხალხო, ეს შეიძლება, ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაულის დასაწყისი იყოს, მაგრამ ეს გზის დასასრული არ არის. ფხიზლად და მზად იყავით. ქუჩებში ფართოდ და გადამწყვეტად გამოსვლის დრო ძალიან ახლოსაა“, – წერს რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში.როგორც ყოფილი შაჰის ვაჟი აღნიშნავს, ერთიანობით საბოლოო გამარჯვებას მიაღწევენ და ირანის თავისუფლებას ერთად იზეიმებენ.

კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია და პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრია ომში, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს“.ჰარისმა აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს „სახიფათო“ უწოდა და თავისი 2024 წლის საპრეზიდენტო მეტოქე ტყუილში დაადანაშაულა, როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიისას „ომების დაწყების ნაცვლად, მათ დასრულებას გვპირდებოდა“.„შემდეგ, გასულ წელს, მან თქვა: „ჩვენ მიწასთან გავასწორეთ“ ირანის ბირთვული პროგრამა. ესეც ტყუილი იყო“, - განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.ჰარისმა ამ დარტყმებს ასევე უწოდა „გაუაზრებელი, გაუმართლებელი, რომელსაც ამერიკელი ხალხი მხარს არ უჭერს“, და აღნიშნა, რომ ტრამპს ირანზე თავდასხმისთვის კონგრესის თანხმობა არ მიუღია.

ირანის სახელმწიფო მედიამ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.დადასტურებიდან მალევე, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და ისრაელს თავდასხმით დაემუქრა.„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე განმანადგურებელი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკული ტერორისტების ბაზების წინააღმდეგ დაიწყება რამდენიმე წუთში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები