ჩვენ გასულ წელსაც გვინახავს ასეთი კვლევები, რომელსაც ბოლოს სერიოზული აცდენა ჰქონდა,,- ამის შესახებ პარტია “გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.
„Edison Research-ის კვლევაში “გირჩი“ იყო დახასიათებული როგორც „გირჩი“ – იაგო ხვიჩია და მეორე როგორც „გირჩი“ – ზურა ჯაფარიძე. სინამდვილეში ესენი ბიულეტენში ასე არ იწერება. თუ გვინდა, რომ კვლევის სანდოობა გავზარდოთ, კვლევაში ისე უნდა იყოს მონაცემები, როგორც ბიულეტენში წერია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გასულ წელსაც გვინახავს ასეთი კვლევები, რომელსაც ბოლოს სერიოზული აცდენა ჰქონდა, თორემ მე რასაც ვუყურებ ამ კვლევებს, განა არ მაწყობს. “ქართულ ოცნებას“ აქვს 33%, შეიძლება ეს არ გვაწყობდეს?! მაგრამ მთლად ასე არ იქნება“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.