შაბათი, მარტი 1, 2025

იაგო ხვიჩია – სანქციების დაწესებას მთელი სამყარო ითხოვდა და არავის გაჰკვირვებია, რომ საქართველოსაც ვიღაცამ უთხრა, ასევე მოიქეცითო, რითი იმუქრებოდნენ, ამის მოსმენა უფრო საინტერესო იქნებოდა

რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას მთელი სამყარო ითხოვდა და არავის გაჰკვირვებია, საქართველოსაც ვიღაცამ უთხრა, რომ თქვენც ასე მოიქეცითო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც შალვა პაპუაშვილი წერს: „2022 წლის 28 თებერვალს შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როცა უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო“.

„აქამდე საუბარი იმაზე იყო, როგორ გვითრევდნენ ომში, ცეცხლის გახსნას როგორ ითხოვდნენ. თურმე სანქციების დაწესებას გვთხოვდნენ. ამის შესახებ მთელ სამყაროში საჯაროდ ამბობდნენ და ეს ვინმეს პაპუაშვილისთვის რომ ეთქვა, გასაკვირი რატომ არის? ხელისუფლება მეორე ფრონტის გახსნას ისე განმარტავს, როგორც არცერთ ლექსიკონში აქამდე არ წამიკითხავს. ეს რა კავშირშია იმასთან, რასაც ადრე გვაწვდიდნენ, როგორც ომში ჩათრევის მცდელობას? ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომელზეც იმ პერიოდში ძაღლი და კატა საუბრობდა – ვიღაც სანქციას აწესებდა, ვიღაც – არა. ვინმეს საქართველოსთვის რომ ერჩია, შენც ასე მოიქეციო, ამაში რა არის გასაკვირი? რომ არ დაგვეწესებინა, რითი იმუქრებოდნენ, ამის მოსმენა უფრო საინტერესო იქნებოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯორჯია მელონი აშშ-ს, ევროპულ ქვეყნებსა და მოკავშირეებს შორის სამიტის დაუყოვნებლივ გამართვის ინიციატივით გამოდის

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აშშ-ს, ევროპულ ქვეყნებსა და მოკავშირეებს შორის სამიტის დაუყოვნებლივ გამართვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მელონიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დაძაბული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მელონის თქმით, სამიტზე უნდა განიხილონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ დიდ გამოწვევებს, უკრაინის საკითხით დაწყებული.„დასავლეთის ყოველი დაყოფა ყველა ჩვენგანს გვასუსტებს და სარგებლის მომტანია მათთვის, ვისაც ჩვენი ცივილიზაციის დაცემის ხილვა სურს“, – ნათქვამია მელონის განცხადებაში.

რაზე ისაუბრეს და რა იყო დონალდ ტრამპს, ჯეი დი ვენსისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ცხარე კამათის მიზეზი ოვალურ კაბინეტში

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა სასურველი შედეგით არ დასრულდა – მინერალების შესახებ შეთანხმება არ შედგა.თეთრ სახლში განვითარებული მოვლენები მთელმა მსოფლიომ პირდაპირი ეთერის მეშვეობით ნახა.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ზელენსკი უპატივცემულობაში ღიად დაადანაშაულა, ტრამპის ადმინისტრაციამ კი, უკრაინის ლიდერს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ტრამპმა თქვა ისიც, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მშვიდობისთვის მზად არ არის.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი: „ოთხი წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც პრესკონფერენციებზე იდგა და მკაცრად საუბრობდა ვლადიმერ პუტინზე. შემდეგ პუტინი შეიჭრა უკრაინაში და გაანადგურა ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი. გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, შესაძლოა, დიპლომატიაში იყოს. ჩვენ გამოვცადეთ ჯო ბაიდენის გზა, რომელიც გულისხმობდა მკერდზე ხელის დარტყმას და თავის მოჩვენებას, თითქოს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქმედებები. რა ხდის ამერიკას კარგ ქვეყნად? ეს არის ამერიკის ჩართულობა დიპლომატიაში. სწორედ ამას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი“.უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: „შეიძლება, გკითხოთ? მან დაიპყრო უკრაინის დიდი ნაწილი, ქვეყნის აღმოსავლეთი და ყირიმი. მან ის დაიკავა 2014 წელს. ასე რომ, მრავალი წლის განმავლობაში, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბაიდენზე, მაგრამ იმ დროს იყო პრეზიდენტი ობამა, შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი, შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი, ახლა პრეზიდენტი ტრამპი, და ღმერთმა ქნას, რომ ახლა პრეზიდენტმა ტრამპმა შეაჩეროს ის. მაგრამ 2014 წლიდან ის არავინ შეაჩერა. მან უბრალოდ მოახდინა ოკუპაცია და აიღო. მან დახოცა ხალხი, მაგრამ 2014-დან 2022 წლამდე, იცით, იგივე სიტუაცია იყო, როცა ადამიანები იღუპებოდნენ საკონტაქტო ხაზზე. არავინ შეაჩერა ის, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. ბევრი საუბარი, ჩემი ორმხრივი საუბარი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ მასთან, მე, როგორც ახალმა პრეზიდენტმა 2019 წელს მოვაწერე ხელი მასთან შეთანხმებას, მაკრონთან და მერკელთან ერთად. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ამის შემდეგ მან დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, დახოცა ჩვენი ხალხი და ტყვეები არ გაცვალა. ჩვენ მოვაწერეთ ხელი პატიმრების გაცვლას, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. რა სახის დიპლომატიაზე საუბრობთ კიდევ, ჯეი დი, რას გულისხმობ?“ჯეი დი ვენსი: „მე ვსაუბრობ ისეთ დიპლომატიაზე, რომელიც დაასრულებს თქვენი ქვეყნის განადგურებას. ბატონო პრეზიდენტო, პატივისცემით, ვფიქრობ, რომ უპატივცემულობაა თქვენი მხრიდან ოვალურ კაბინეტში მოსვლა, რათა სცადოთ ამაზე დავა ამერიკული მედიის წინაშე. სწორედ ახლა, თქვენ დადიხართ და აიძულებთ სამხედრო გაწვევას, დაქვემდებარებულებს ფრონტის ხაზზე წასვლას, რადგან თქვენ ცოცხალი ძალის პრობლემები გაქვთ. თქვენ მადლობას უნდა უხდიდეთ პრეზიდენტს, რომ ის ცდილობს ამ კონფლიქტის დასრულებას“.ვოლოდიმირ ზელენსკი: „ოდესმე ყოფილხართ უკრაინაში, რომ ხედავთ რა პრობლემები გვაქვს?“ჯეი დი ვენსი: „მე მინახავს ამბები. მე ვიცი, რაც ხდება, თქვენ ხალხი პროპაგანდისტულ ტურში მიგყავთ, ბატონო პრეზიდენტო. თქვენ არ ეთანხმებით, რომ ჯარში ხალხის გაწვევასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ? და ფიქრობთ თქვენ, რომ ეს პატივისცემაა ალიანსისადმი, მოხვიდეთ ამერიკის შეერთებული შტატების ოვალურ კაბინეტში და თავს დაესხათ ადმინისტრაციას, რომელიც ცდილობს, თქვენი ქვეყნის განადგურება აიცილოს თავიდან?“ვოლოდიმირ ზელენსკი: „ძალიან ბევრი შეკითხვაა. მოდით, თავიდან დავიწყოთ. უპირველეს ყოვლისა, ომის დროს, ყველას აქვს პრობლემები, თქვენც კი, თუმცა თქვენ გაქვთ ლამაზი ოკეანე და ახლა არ გრძნობთ ამას“.აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: „თქვენ ეს არ იცით“.ვოლოდიმირ ზელენსკი: „ღმერთმა ქნას, არ გქონდეთ ომი…“დონალდ ტრამპი: „ნუ გვეუბნებით, რას ვიგრძნობთ ჩვენ. ჩვენ ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ნუ გვეუბნებით, რას ვიგრძნობთ ჩვენ“.ვოლოდიმირ ზელენსკი: „მე არ გეუბნებით“.დონალდ ტრამპი: „თქვენ არ ხართ იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახოთ ეს და სწორედ ამას აკეთებთ. თქვენ არ ხართ იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახოთ, რას ვიგრძნობთ“.ვოლოდიმირ ზელენსკი: „თქვენ იგრძნობთ გავლენას.“დონალდ ტრამპი: „ჩვენ თავს ძალიან კარგად ვიგრძნობთ და ძლიერად. თქვენ ახლა არ ხართ ძალიან კარგ პოზიციაში. თქვენ საკუთარ თავს უფლება მიეცით, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფილიყავით. თქვენ არ გაქვთ ახლა „კოზირი“. ჩვენთან ერთად თქვენ იღებთ „კოზირს““.ვოლოდიმირ ზელენსკი: „მე არ ვთამაშობ ბანქოს“.დონალდ ტრამპი: „თქვენ ბანქოს თამაშობთ, თქვენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით თამაშობთ, თქვენ მესამე მსოფლიო ომით თამაშობთ და ის რასაც აკეთებთ, არის ძალიან უპატივცემულო ამ ქვეყნის მიმართ, რომელმაც თქვენ იმაზე მეტად დაგიჭირათ მხარი, ვიდრე უნდა დაეჭირა“.ჯეი დი ვენსი: „ერთხელ მაინც მადლობა გითქვამთ?“ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბევრჯერ, ბევრჯერ, დღესაც კი“.ჯეი დი ვენსი: „მთელი ამ შეხვედრის დროს გითქვამთ მადლობა? თქვენ ჩახვედით პენსილვანიაში და კამპანია აწარმოეთ ოპოზიციისთვის ოქტომბერს, გამოხატეთ რამე დაფასების სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და პრეზიდენტისთვის, რომელიც ცდილობს თქვენი ქვეყნის გადარჩენას“.ვოლოდიმირ ზელენსკი: „გთხოვთ. თქვენ საუბრობთ ძალიან ხმამაღლა ომის შესახებ…“დონალდ ტრამპი: „ის არ საუბრობს ხმამაღლა, ის არ საუბრობს ხმამაღლა. თქვენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია. არა, რა. თქვენ ბევრს საუბრობდით. თქვენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია“.ვოლოდიმირ ზელენსკი: „მე ვიცი“.დონალდ ტრამპი: „თქვენ არ იმარჯვებთ. ჩვენი წყალობით, თქვენ გაქვთ კარგი შანსი, რომ კარგად გამოძვრეთ“.ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩვენ ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ვრჩებით ძლიერი. ომის დასაწყისიდანვე, ჩვენ მარტო ვიყავით და ჩვენ მადლობელი ვართ, მე ვთქვი მადლობა ამ კაბინეტში“.დონალდ ტრამპი: „ჩვენ ამ სულელი პრეზიდენტის საშუალებით თქვენ 350 მილიარდი დოლარი მოგეცით. მოგეცით სამხედრო აღჭურვილობა, თქვენი კაცები, მამაცები არიან, თუმცა ისინი ჩვენს სამხედრო აღჭურვილობას იყენებენ. ჩვენი სამხედრო აღჭურვილობის გარეშე ომი ორ კვირაში დამთავრდებოდა“.ვოლოდიმირ ზელენსკი: „სამ დღეში, მე ეს პუტინისგან გამიგია, სამ დღეში“.დონალდ ტრამპი: „შესაძლოა ნაკლებში“.ვოლოდიმირ ზელენსკი: „ორ კვირაში, რა თქმა უნდა“.დონალდ ტრამპი: „საქმის ამგვარად წარმოება ძალიან რთული იქნება, მე თქვენ გეუბნებით“. დონალდ ტრამპის, ჯეი დი ვენსისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ცხარე კამათსა და  ხმამაღალ საუბარს მძაფრი საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა.

„ვაშინგტონ პოსტი“ – აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შეიარაღების მიმდინარე მიწოდების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შეიარაღების მიმდინარე მიწოდების პროცესის შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ თეთრი სახლის ადმინისტრაციაში არსებულ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.როგორც მედია წერს, აშშ-ის ადმინისტრაცია შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის საკითხი ოვალურ კაბინეტში განვითარებული მოვლენების ფონზე განიხილავს.არსებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი მსგავს გადაწყვეტილება მიიღებს, ეს შეეხება რადარებს, სატრანსპორტო საშუალებებს, საბრძოლო მასალებსა და რაკეტებს.თეთრ სახლში 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მწვავე ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა. დონალდ ტრამპმა ზელენსკი უპატივცემულობაში ღიად დაადანაშაულა, ტრამპის ადმინისტრაციამ კი, უკრაინის ლიდერს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

ჩვენ აღარ ვაპირებთ უბრალოდ ცარიელი ჩეკების გამოწერას ომისთვის ძალიან შორს მყოფ ქვეყანაში რეალური და მყარი მშვიდობის გარეშე – კეროლაინ ლევიტი

აშშ-ი უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს და პრიორიტეტში მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებები იქნება, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა Fox-News-თან ინტერვიუში.„ეს არ არის წინა ადმინისტრაცია. ჯო ბაიდენი აღარ არის ოვალურ კაბინეტში. ჩვენ აღარ ვაპირებთ უბრალოდ ცარიელი ჩეკების გამოწერას ომისთვის ძალიან შორს მყოფ ქვეყანაში რეალური და მყარი მშვიდობის გარეშე“, - აღნიშნა ლევიტმა.მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ კამათი კამერების წინაშე მოხდა და ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა თავად ენახა ის რთული მოლაპარაკებები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.„მშვენიერია, რომ კამერები ჩართული იყო იმიტომ, რომ ამერიკელმა ხალმა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რასთან აქვთ საქმე პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს დახურულ კარს მიღმა უკრაინელებთან მოლაპარაკებების დროს“, - აღნიშნა ლევიტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ დატოვა და გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ლიდერთა შეხვედრას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატები დატოვა და გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა, სადაც ის საერთაშორისო ლიდერთა შეხვედრას დაესწრება, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს.ცოტა ხნის წინ, დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრმა, დუგლას ალექსანდერმა „ბიბისი რადიოსთან“ ინტერვიუში თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოვალურ კაბინეტში მომხდარი სცენები არამხოლოდ ღრმა შეშფოთებასა და გამოფხიზლებას იწვევს, არამედ, „ყველაზე სერიოზული ფორმით აჩვენებს, მსოფლიოს ცვლილებას, რომელშიც გასული 80 წელი ვცხოვრობდით“. მან პრეზიდენტ ზელენსკის „ევროპაში უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, ყველაზე გაბედული პოლიტიკური ლიდერი“ უწოდა.უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში შეხვედრა სასურველი შედეგით არ დასრულდა – მინერალების შესახებ შეთანხმება არ შედგა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ზელენსკი უპატივცემულობაში ღიად დაადანაშაულა, ტრამპის ადმინისტრაციამ კი, უკრაინის ლიდერს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ტრამპმა თქვა ისიც, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მშვიდობისთვის მზად არ არის.

ბოლო სიახლეები