სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოზიციიდან ვერ შეძლო მისთვის პრინციპული საკითხების დალაგება, ზოგადად რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, პირიქით, ჩემი აზრით, მისი ყველა ნაბიჯი ოპოზიციას სულ ასუსტებდა, – ამის შესახებ „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობაში სალომე ზურაბიშვილს არსად არ ვხედავ, მე მგონი ვხედავ პენსიაზე, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ, რამე რომ გამოუვიდეს, თუმცა პრეზიდენტის პოზიციიდან ვერ შეძლო მისთვის პრინციპული საკითხების დალაგება, ზოგადად რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, პირიქით, ჩემი აზრით, მისი ყველა ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, როგორც დასრულდა ეს ყველაფერი გუშინ, ოპოზიციას სულ ასუსტებდა თავისი ქარტიიდან დაწყებული, ოპოზიციას წინ და უკან რომ დაატარებდა, რითაც აკაჩავებდა თითქოს ერთი გაგებით, მეორეს მხრივ საერთოდ გაუგებარი იყო ოპოზიციის ნაწილს, მაგალითად ნაცებს თუ იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილს შეიწყალებდა, ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ამაშიც გადააგდო”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.