„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიშალოს – ეს არის ყველაზე მოკლე გზა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად, ამის შესახებ „გირჩის ლიდერმა“ იაგო ხვიჩიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დროულად უნდა გაითვალისწინოს ჩვენი რჩევა, თუ მართლა ზრუნავენ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – უნდა დაიშალონ დ ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ საზღვარგარეთ. ეს არის ყველაზე მოკლე გზა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გამგზავრებას ითხოვს. პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.