„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანს ვეძებ, რომელიც ახლა მაინც დამენიძლავება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და ვენიძლავები 100 მილიონ ქართულ დოლარზე, „გირჩის“ ვალუტაზე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი შესაძლოა, საქართველოში მართლაც ჩამოვიდეს, მაგრამ ეს რისკის ნაწილია.
„შეიძლება, ჩამოვიდეს, მაგრამ რისკის ნაწილია. დღეს „პორშეს“ ვათამაშებთ და თუ ჩამოვა, „პორშე„-თი შესაბამის ადგილას მივიყვანთ. გათამაშების გამარჯვებულს ერთადერთ პირობას ვუდებთ, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით „პორშე“ გვათხოვოს, რომ სააკაშვილს მოვემსახუროთ. ციხემდე „პორშე“-თი ვერ მიაცილებ, იქ სხვა მანქანით დადიან. საუბარია, რომ ამ ადამიანს ციხე კი არა, ტრიუმფი ელოდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.