ყველას ინეტესში შედის, რომ მიხეილ სააკაშვილი მშვიდად დაფრინდეს საქართველოში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნება, ხალხმა იცოდეს, სად დახვდეს ყოფილ პრეზიდენტს.
„ახლა ქალბატონ თაკო ჩარკვიანთან შეხვედრა ნებისმიერისთვის საინტერესო იქნებოდა, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, რადგან ბოლოს და ბოლოს გვეცოდინებოდა, ადგილს გავიგებდით, სად დახვდეს ქართველი ხალხი ყოფილ პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, ამიტომ, კარგია, რომ ეს შეთანხმებულად მოხდეს და არ იყოს ისე, ხალხი მარჩიელობდეს, რომელ აეროპორტში დაჯდება. ყველას ინტესში შედის, რომ მიხეილ სააკაშვილი მშვიდად დაფრინდეს საქართველოში. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი კოორდინაცია ექნებათ ერთმანეთთან მხარეებს, უკეთესია“, – განაცხადა ხვიჩიამ.