“#პროტესტისაქართველოში მათთვის, ვინც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ქართველები, რომლებიც იცავენ თავიანთ მომავალს არა რუსეთში, არამედ ევროპაში, დაიღლებიან პროტესტით. არ იფიქროთ, რომ ეს ეგზისტენციალური ბრძოლაა. თქვენ არ დაიღლებით: შეხედეთ მასშტაბური პროტესტის 65-ე დღეს! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„თქვენ არ დაიღლებით: შეხედეთ მასშტაბური პროტესტის 65-ე დღეს!“ – სალომე ზურაბიშვილი
ვოლოდიმირ ზელენსკი – სანქციების დარღვევა ომში თანამონაწილეობად უნდა განიხილებოდეს, სიცოცხლის განადგურებას ვინც ეხმარება, პასუხი უნდა აგოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომში თანამონაწილეობა.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა უკრაინისთვის ასეთი ზიანის მიყენებას დარტყმებით, რომლებიც ყოველ ღამით ხორციელდება.
„რუსეთის თითოეული „შაჰედი“, თითოეული რუსული რაკეტა, ეს არის სხვა ქვეყნების წარმოების კომპონენტები. რუსეთის ერთი ღამის დარტყმაში არის 165 დამრტყმელი ერთეული – „ისკანდერები“, „კალიბრები“’ და მკვლელობის სხვა საშუალებები, ეს არის ასობით და ათასობით კომპონენტი სხვა ქვეყნებიდან. ევროპის, ჩინეთის და ამერიკის ქვეყნებიც კი. ასეთი კრიტიკული კომპონენტების გარეშე რუსეთს არ ექნება არანაირი შესაძლებლობა, გაანადგუროს სხვა ერების სიცოცხლე. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სანქციები იყოს რეალურად ძლიერი და ისეთი, რომ მათი გვერდის ავლა შეუძლებელი იყოს ნებისმიერ გარემოებაში. არ უნდა დარჩეს რუსეთში თავდაცვითი წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდების არცერთი გზა. სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც თანამონაწილეობა ომში და მან, ვინც ეხმარება სიცოცხლის განადგურებას, ამაზე პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კაცი, რომელიც ,,გალერია თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა
კაცი, რომელიც ,,გალერია თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მას ხელში მობილური ეჭირა, მოაჯირი ვერ შენიშნა და მეორე სართულიდან გადავარდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა თანახმაა, აშშ-ში არალეგალურად მყოფი ვენესუელელი მიგრანტები უკან მიიღოს და მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა თანახმაა, უკან მიიღოს აშშ-ში არალეგალურად მყოფი ვენესუელელი მიგრანტები და უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ნიკოლას მადუროსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რიჩარდ გრენელს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვენესუელამ დაპატიმრებული ექვსი ამერიკელი გაათავისუფლა.
„ძალიან კარგია ვენესუელიდან მძევლების სახლში დაბრუნება და ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვენესუელა დათანხმდა, უკან ქვეყანაში მიიღოს ყველა ვენესუელელი არალეგალი უცხოელი, რომლებიც განთავსებული არიან შეერთებულ შტატებში, მათ შორის Tren de Aragua-ს დაჯგუფების წევრები. ვენესუელა ასევე დათანხმდა, უზრუნველყოს მათი უკან ტრანსპორტირების ხარჯები“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
მისი თქმით, აშშ-ში მიმდინარეობს უკანონოდ მყოფი იმიგრანტების რეკორდული რაოდენობის უკან გაბრუნების პროცესი და ყველა ქვეყანა დათანხმდა, მიიღოს ისინი უკან.
„გარდა ამისა, კრიმინალთა რეკორდული რაოდენობა გაძევებულია ჩვენი ქვეყნიდან და სასაზღვრო მაჩვენებლები ყველაზე მაღალია ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ვადის შემდეგ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ალპურ ზონაში ხანძარია
დუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ალპურ ზონაში ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ბალახს უკიდია.
მათივე ცნობით, ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპაში რუსული გაზის ექსპორტის შესაძლო განახლების იდეა ძალიან არასწორი და სახიფათოდ მცდარია
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ევროპაში რუსული გაზის ექსპორტის შესაძლო განახლების იდეას სახიფათოდ მცდარს უწოდებს.
ამის შესახებ კუსტუტის ბუდრისმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ხმები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსული გაზის იმპორტის ევროპაში განახლება შეიძლება გახდეს ბერკეტი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ძალიან არასწორია. ეს სახიფათოდ მცდარი იდეაა. რუსეთი უნდა დამარცხდეს და არა დაჯილდოვდეს შემოსავლების ახალი ნაკადებით. უკრაინა უნდა გაძლიერდეს, რომ გაიმარჯვოს“, – აღნიშნავს მინისტრი.
როგორც ბუდრისი წერს, ევროპამ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ რუსული გაზი არ არის მხოლოდ პროდუქტი – ეს არის გეოპოლიტიკური იარაღი, რადგან ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგომატარებლების ექსპორტს ევროპაზე ზემოქმედების ბერკეტად იყენებდა.
„მასზე დამოკიდებულებამ კრემლს მისცა საშუალება, დაეფინანსებინა ომები, დაეშანტაჟებინა ქვეყნები და ძირი გამოეთხარა ევროპის უსაფრთხოებისთვის. რუსული გაზის იმპორტის დაბრუნების მხოლოდ განხილვაც კი იქნება ისტორიული შეცდომა“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
კესტუტის ბუდრისის განცხადებით, ვიდრე ზოგიერთი ევროპელი ლიდერი კვლავ ეჭიდება რუსული ენერგორესურსების მიწოდებებს და არ სურს, ალტერნატივების დანახვა, ლიეტუვა არის ცოცხალი მტკიცებულება, რომ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა შესაძლებელია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სრულიად შეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის აპრილში. მას შემდეგ კი მოახერხა ენერგიის წყაროების დივერსიფიცირება და განახლებად წყაროებში ინვესტირება.
„ევროპა უნდა დარჩეს სწორ გზაზე – არ დაუშვას რუსული გაზი, გაამკაცროს სანქციები რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ, მხარი დაუჭიროს უკრაინას და ინვესტირება მოახდინოს ენერგეტიკულ გრძელვადიან უსაფრთხოებაში. სხვა დანარჩენი იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მანამდე გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წერდა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების ოფიციალური პირები ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების შესაძლებლობას განიხილავენ, როგორც უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს.