“ თქვენი შვილიბი ყოველთვის იქნებიან საკმაოდ მდიდარნი, თუ მათ მისცემთ კარგ აღზრდას, რომელიც მოუწესრიგებს და ჩამოუყალიბებს კარგ ქცევებს. იმას კი არ ეცადოთ, რომ ისინი მატერიალურად მდიდრები გახადოთ, არამედ, რომ იყვნენ კეთილაღზრდილნი, ბატონობდნენ თავიანთ ვნებებზე, იყვნენ მდიდარნი, სათნოებებით. მიაჩვიეთ ისინი, რომ არ იგონებდნენ მოჩვენებით საჭიროებებს და ამქვეყნიურ სიკეთეს არ აფასებდნენ გადაჭარბებულად. ყურადღებით ადევნეთ თვალი მათ ქცევებს, წრეს, ურთიერთობებს- ნუ ელით ღვთისაგან წყალობას, თუ არ ასრულებთ ამ მოვალეობას.” წმიდა იოანე ოქროპირი- წერს მამა შალვა კეკელია.
თქვენი შვილიბი ყოველთვის იქნებიან საკმაოდ მდიდარნი, თუ მათ მისცემთ კარგ აღზრდას, რომელიც მოუწესრიგებს და ჩამოუყალიბებს კარგ ქცევებს. იმას კი არ ეცადოთ, რომ ისინი მატერიალურად მდიდრები გახადოთ, არამედ, რომ იყვნენ კეთილაღზრდილნი, ბატონობდნენ თავიანთ ვნებებზე, იყვნენ მდიდარნი, სათნოებებით-მამა შალვა კეკელია
დიმიტრი ხუნდაძე გარე დაფინანსებებზე: ამერიკაში იცვლება მიდგომები, სავარაუდოდ, შეიცვლება ევროპაშიც. ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი
ამერიკაში იცვლება მიდგომები, სავარაუდოდ, შეიცვლება ევროპაშიც. ჩვენ ბევრად ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარე დაფინანსებებზე საუბრისას.
მისი თქმით, ეს იყო ლოგიკური პროცესი, რომელსაც ვერავინ ასცდებოდა, რადგან დესტრუქციის ხაზი იმდენად უსამართლო იყო, რომ ასეთ უსამართლობას ისტორია არ ჰპატიობს ხოლმე და მოვლენები თავის ლოგიკურ განვითარებას მიჰყვება.
„ის, რაც დღეს ხდება, ამაზე „ხალხის ძალა“ უფრო ადრე ვსაუბრობდით. ვამბობდით, რომ საქართველოს ომში ითრევდნენ, რაც თავიდან კრიტიკის საგანი გახდა, მაგრამ ცოტა ხანში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც იმავეს ჩიოდა, რომ თურქეთს უკრაინის ომში ითრევდნენ. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი შანტაჟად იყო გამოყენებული და გარე დაფინანსებით ცდილობდნენ შიდა პოლიტიკის მართვას.
გახსოვთ, როცა არასამთავრობო სექტორს დროზე ადრე წაუცდა ხელი და საკუთარი ლუსტრაცია მოახდინა, როცა ტექნიკური მთავრობით ხელისუფლების ჩანაცვლება განიზრახეს? ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იყო არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ძალიან მსხვილ გარე დაფინანსებას იღებდა და მათი მიზანი ქვეყანაში დესტრუქციისა და აურზაურის გამოწვევა იყო, რათა ხელისუფლება შეეცვალათ – ხელისუფლება, რომელიც არ ემორჩილებოდა გარე დაკვეთებს.
ამ ყველაფრის ლუსტრაცია კიდევ უფრო აშკარა გახდა და უფრო მაღალი ფასი შეიძინა მაშინ, როცა იგი სწორედ იქიდან მოხდა, საიდანაც იმ დროს ამ საფრთხეებს ვააშკარავებდით. ჩვენ აშშ-ის მაშინდელ ელჩს პირდაპირ მივწერეთ, რა იყო მათი სტრატეგიული მიზანი და რაში იხარჯებოდა საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსები.
ფიცოც იმავეს ჩიოდა და სწორედ მაშინ ესროლეს, როცა სულ რამდენიმე კვირით ადრე მან გარე დაფინანსებების გამოძიება და გაშუქება აქტიურად დაიწყო“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
ჩინეთის საგარეო უწყება: ღაზა პალესტინელებისაა, პოლიტიკურ თამაშებში მისი კოზირად გამოყენება არ შეიძლება
ღაზას სექტორი პალესტინის განუყოფელი ნაწილია და ის არ შეიძლება ჯუნგლების კანონს დაექვემდებაროს, - ასე ეხმაურება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ღაზას სექტორთან დაკავშირებით.
"ღაზა პალესტინელებს ეკუთვნის და პალესტინის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. არ შეიძლება პოლიტიკურ თამაშებში მისი კოზირად გამოყენება და მით უმეტეს, არ შეიძლება ის ჯუნგლების კანონის სამიზნე გახდეს" - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ჯიაკუნმა.
მისი თქმით, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ ეროვნულ უფლებებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.
საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა – რომელი ქვეყნები „ლიდერობენ“
საქართველოდან 2024 წელს უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე გააძევეს, ეს კი 91%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2023 წელს ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 190 მოქალაქე გაუშვეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
შსს-ს მიხედვით, ამათგან ყველაზე მეტი გაძევებული მოქალაქე, კერძოდ, 19.5% აზერბაიჯანზე მოდის, შემდეგია ირანი და ინდოეთი.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მონაცემებით, საქართველო იძულებით დაატოვებინეს:
აზერბაიჯანი - 71 მოქალაქე
ირანი - 54 მოქალაქე
ინდოეთი - 33 მოქალაქე
თურქეთი - 31 მოქალაქე
ნიგერია - 31 მოქალაქე
ერაყი - 21 მოქალაქე
რუსეთი - 20 მოქალაქე
ეგვიპტე - 18 მოქალაქე
ჩინეთი - 15 მოქალაქე
იორდანია - 15 მოქალაქე
ასევე, გასულ წელს საქართველოდან გააძევეს თურქმენეთის და პაკისტანის 10-10 მოქალაქე; ლიბიას და შრი ლანკას 4-4 მოქალაქე; ბანგლადეშის 3 მოქალაქე. გარდა ამისა, გააძევეს ავსტრალიის, საუდის არაბეთის, აშშ-ს, სომხეთის და ა.შ. თითო მოქალაქე.
წყარო
დონალდ ტრამპი – საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ისრაელი ღაზის სექტორს აშშ-ს გადასცემს
საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორს ისრაელი აშშ-ს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, პალესტინელები უკვე გადასახლებული იქნებოდნენ რეგიონის უფრო უსაფრთხო და ლამაზ თემებში, ახალ სახლებში და მათ რეალურად ექნებოდათ შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ ბედნიერი, უსაფრთხო და თავისუფალი.
„შეერთებული შტატები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დეველოპერების ბრწყინვალე გუნდებთან ერთად, ნელ-ნელა და ფრთხილად დაიწყებს მშენებლობას, რაც გახდება ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი პროექტი დედამიწაზე. აშშ-ს ჯარისკაცები არ დასჭირდება! რეგიონში სტაბილურობა გამეფდება“, – წერს დონალდ ტრამპი.
„გამჭვირვალე სითხე შეიცავს აზოტმჟავას…“ – რა წერია სამხარაულის დასკვნაში „ბაკურიანის ციდა“ წყალზე და რას ამბობენ კომპანიაში
„ბაკურიანის ციდა“ წყლის ირგვლივ სოციალურ ქსელში ატეხილი ხმაურის შემდეგ ახალი დეტალები ვრცელდება. დაზარალებული ბავშვის მშობელი აცხადებს, რომ ბოთლში ნატურალური წყლის ნაცვლად აზოტმჟავა აღმოჩნდა, რამაც მის შვილს სერიოზული დამწვრობა მიაყენა.
„პრაიმტაიმს“ დაზარალებული ბავშვის მშობელმა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მიაწოდა, სადაც ნათქვამია:
„ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პოლიმერული მასალის ბოთლში, ეტიკეტზე წარწერით „ბაკურიანი ციდა ნატურალური მინერალური წყალი არაგაზირებული 330 მლ 10.11.24. 15:12 10.11.25. L26“, მოთავსებული ძლიერი მჟავური ბუნების მქონე უფერო, გამჭვირვალე სითხე შეიცავს აზოტმჟავას.“
„კვირა დღეს შევიძინეთ „ბაკურიანის ციდა“ წყალი და სხვა პროდუქტები. წყალმა ბავშვს დაწვა პირი, როგორც სამხარაულმა დაწერა დასკვნაში. წყლის ნაცვლად ბოთლში აღმოჩნდა აზოტმჟავა. ბავშვი ჯერ 4 წლის არ არის. გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. პირის ღრუ აქვს დამწვარი – ლოყები, ტუჩები. საბედნიეროდ, როგორც დღეს მითხრეს იაშვილში, საყლაპავი მილი და კუჭი არ აქვს დამწვარი. მოკვლევაა დაწყებული. ჩვენ მოწმეების სახით გამოვიკითხეთ, შეკვეთიდან რაც იყო დარჩენილი, გადავეცით პოლიციას. სამხარაულში რაც არის, იმ ერთ ბოთლსაც გადავცემთ. დანარჩენს გამოძიება დაადგენს...“ – გვითხრა ბავშვის მშობელმა.
ბაკურიანის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“, აცხადებს, რომ შემოწმებულია ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში, აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
„კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ასევე, მოგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა ჩვენი წარმოება, მათ შორის უშუალოდ საწარმოო პროცესი და „ბაკურიანი ციდას“ კონკრეტული პარტია. შემოწმების შედეგების თანახმად, ჩვენს ქარხანაში დანერგილი საწარმოო პროცესი უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის წარმოებას. ამასთან, ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული პარტია უსაფრთხოა გამოყენებისთვის და შეესაბამება ყველა სტანდარტს.
აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენს საწარმოში დანერგილია პროცესების კონტროლისა და წარმოების უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტი, რაც გამორიცხავს პროდუქტში უცხო ნივთიერებების მოხვედრას,“ – აცხადებენ კომპანიაში.
არაგეგმური შემოწმება ჩაატარა კომპანიაში სურათის ეროვნულმა სააგენტომაც.
უწყებამ აღებული ნიმუშები გამოკვლევისათვის გაგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც ყველა მაჩვენებელი შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად შეფასდა.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის ნიმუშები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.
კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა“, - წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.