„თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, ისინი გავლენ პოლიტიკური ველიდან, ისედაც გასულები არიან…“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„სხვა პარტიები გამოჩნდება აუცილებლად. როდესაც მოშიშვლებულია გარკვეული ფრთა, იმ ფრთაზე აუცილებლად შემოიჭრება ვიღაც…“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.