ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა, ხანძრის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა.

თურქული მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში დააკავეს ბოლუს მერის მოადგილე სედათ გიულნერი და სახანძრო სამსახურის მოადგილე კენან კოშკუნი, ასევე კომპანიის გენერალური მენეჯერი და სასტუმროს მენეჯერი.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ თუნჩის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის სულ დაკავებულია 11 პირი. სამძებრო, სამაშველო და ქრობის სამუშაოები ხანძრის გავრცელებიდან 36 საათის შემდეგ დასრულდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“რაც გაგიცანი მას შემდეგ ” – როგორ და რა ვიდეოთი ეხმაურება ნინა მერაბის გამარჯვებას

ცნობილი ბლოგერი ნინა დრამა მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვიდეოს უძღვნის. “რაც გაგიცანი მას შემდეგ შენში ეჭვი წამით არ შემპარვია! გილოცავ მერაბ, შევხვდებით საქართველოში”,

“14 თვის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა..” – ნახეთ რენტგენის სურათზე გამოჩნდა, რომ მას მონეტა ჰქონდა გადაყლაპული

დიდ ბრიტანეთში, კორნუოლის ჰოსპიტალში 14 თვის ბავშვი დაიღუპა, რენტგენის სურათმა აჩვენა, რომ მას 10 პენიანი მონეტა ჰქონდა გადაყლაპული. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, მამას ეგონა, რომ ბავშვს ეძინა, თუმცა ის 30 წუთის გარდაცვლილი აღმოჩნდა. ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხანი იყო მონეტა ბავშვის ორგანიზმში გაჭედილი. გამოძიებამ გაარკვია, რომ ბავშვს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახველებდა. მშობლები მას სტეროიდებით და ინჰალატორით მკურნალობდნენ. გამოძიების ცნობით, ბავშვის გარდაცვალება დაუდევრობას არ გამოუწვევია და ეს დადასტურებულია. ამასთან, გამოძიება ჯერჯერობით ზუსტად ვერ ამბობს, მონეტის გადაყლაპვამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება თუ არა.

PHOTO: „მელანიას ვულოცავ ქორწინების 20 წლის იუბილეს“ – რა ფოტოს აქვეყნებს დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქორწინების 20 წლის იუბილეს მეუღლეს საჯარო პოსტით ულოცავს. „მელანიას ვულოცავ 20 წლის იუბილეს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

სლოვენიაში, ქვანახშირის საბადოში სამი მაღაროელი დაიღუპა

სლოვენიაში, ქვანახშირის საბადოში სამი მაღაროელი დაიღუპა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ველენიეში მაღაროს დატბორვის შედეგად მოხდა. საბადოს დირექტორის თქმით, დაღუპულთა ოჯახის წევრები ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. ქალაქ ველენიეს მერის ინფორმაციით, 24 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ველენიეში ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2003 წელს მოხდა, როდესაც ორი მაღაროელი დაიღუპა.

შალვა პაპუაშვილი – აბსურდია, როცა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება, რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან,...

აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესები. „აქამდე, სამწუხაროდ, იყო მცდელობები ფარისევლური მზრუნველობის გამოჩენის, რაც სინამდვილეში გულისხმობდა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევას. ერთია, როდესაც დიდი ქვეყნები არიან ამით დაკავებული, მაგრამ ესტონეთის ხელისუფლების დონემდე როდესაც დავიდა ეს ყველაფერი, რომ ბოლოს აღმოჩნდა, თურმე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს პრეტენზიები, ჩამოვიდეს და ქვეყანა თავის ჭკუაზე უნდა დაალაგოს, ეს ის ეტაპია, ზუსტად იმ ფსევდო ლიბერალურ ღირებულებებთან, სადაც მივიდა, საბოლო ჯამში, სამყაროს გარკვეული ნაწილი, რომ იმის იქით უკვე აბსურდი იყო. რა თქმა უნდა, აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. ასეთ აბსურდზე რომ მივიდნენ, მაშინ უკვე საბოლოოდ გამოჩნდა, რომ შეუძლებელია ასეთი სახით საუბარი ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობის. აქედან გამომდინარე ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენიტეტი, რომელიც საქართველომ მოიპოვა საკუთარი ბრძოლით და სისხლით, ასე ადვილად არ დაუთმობს პოსტსაბჭოთა ლიდერებს. გუშინაც ვისმენდით ევროპარლამენტში, გორბაჩოვის თანამებრძოლი ადამიანები, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, ეროვნული ინტერესები. ამას ქართველი ხალხი რომ არ მიიღებს და ირონიით უყურებს, მგონი, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები