თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვერტმფრენი ქალაქ მუღლას სასწავლო და კვლევითი საავადმყოფოდან ფრინდებოდა, რის შემდეგაც შენობას შეეჯახა. მასში იმყოფებოდა ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი. საავადმყოფოს შენობაში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.
შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.