თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, 69 კი დაშავდა. ამის შესახებ Anadolu წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები აღმოსავლეთ ანატოლიის ქალაქ მალათიაში, ადგილობრივი დროით 12:04 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა. დაინგრა 20-ზე მეტი შენობა. დაწყებულია სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 5 ადამიანი ამოიყვანეს.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.