თურქეთის ჰათაის პროვინციაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 ათასს გადააჭარბა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამაშველო ჯგუფებმა სამუშაოები ორი ყველაზე დაზარალებული პროვინციის, ქაჰრამანმარაშისა და ჰათაის გარდა, ყველგან შეწყვიტეს.