სამშაბათი, დეკემბერი 9, 2025

თურქეთის მომხიბვლელი სამყარო: დაუვიწყარი ტურები თურქეთში

თურქეთი საუკუნეების მანძილზე ემსახურება ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებად აქცევს. ეს არის ადგილი, სადაც ევროპული და აზიური კულტურა ერთმანეთს ერწყმის, სადაც ისტორიული ძეგლები და თანამედროვე ქალაქები ჰარმონიულად თანაარსებობენ. ულამაზესი სანაპიროებიდან დაწყებული, ენით აღუწერელი ბუნებით დასრულებული, თურქეთი ყველა გემოვნების მოგზაურისთვის შესანიშნავ შთაბეჭდილებებს გვპირდება.

რატომ არის ტურები თურქეთში საუკეთესო არჩევანი?

თუ თქვენ ეძებთ დასვენებას, სადაც კომფორტი, მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომი ფასი ერთმანეთს ერწყმის, მაშინ ტურები თურქეთში სწორედ თქვენთვისაა შექმნილი. ორგანიზებული ტურების არჩევა გეხმარებათ დაზოგოთ დრო და ენერგია, რადგან ყველა დეტალი – ტრანსპორტი, განთავსება, ექსკურსიები – წინასწარ არის დაგეგმილი.

ტურების საშუალებით შეგიძლიათ ეწვიოთ არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე გამორჩეულ ქალაქს ერთდროულად. მაგალითად, შეგიძლიათ მოინახულოთ სტამბოლი – ქალაქი, რომელიც ბოსფორის ორივე ნაპირზეა გაშენებული და გთავაზობთ საოცარ სანახაობებს, როგორიცაა აია სოფია და ცისფერი მეჩეთი. ასევე, შეგიძლიათ გაემგზავროთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, სადაც მდებარეობს ანტალია და ბოდრუმი – კურორტები, რომლებიც ცნობილია თავისი დაუვიწყარი პლაჟებითა და ღამის ცხოვრებით. ტურის განმავლობაში, შეგიძლიათ ეწვიოთ ისეთ ეგზოტიკურ ადგილებსაც, როგორიცაა კაპადოკია, სადაც საჰაერო ბუშტებით ფრენისას თავს ზღაპარში იგრძნობთ.

რა გელოდებათ თურქეთში?

თურქეთში მოგზაურობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დასვენება. ეს არის მოგზაურობა ისტორიაში, კულტურაში და გასტრონომიაში. აქ ნახავთ უძველეს ამფითეატრებს, რომაულ აბანოებს და ბიზანტიურ ციხესიმაგრეებს. არ გამოტოვოთ ადგილობრივი ბაზრები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ნაციონალური სამკაულები, ხალიჩები და სუვენირები.

თურქული სამზარეულო ცალკე თემაა. დააგემოვნეთ ცნობილი ქაბაბი, დონერი, თურქული დესერტები და უნიკალური ყავა. ადგილობრივი სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია მსოფლიოში, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.

დაიწყეთ თქვენი თავგადასავალი ახლავე!

თუ თქვენ მზად ხართ განიცადოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, შეისწავლოთ მდიდარი კულტურა და დაისვენოთ საოცარ კურორტებზე, მაშინ თურქეთი საუკეთესო არჩევანია. ნუ გადადებთ თქვენს ოცნებას დაგეგმოთ მოგზაურობა.

დაჯავშნეთ თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობა ახლავე! შეარჩიეთ და დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი ტურები თურქეთში, რათა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, დროშას გამოფენენ, ჰიმნს იმღერებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ დააყენებს

გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, შენს ჰიმნს იმღერებენ, „სლავა უკრაინის“ შესაბამის პასუხს გასცემენ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ დააყენებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, როცა აშშ გვერდზე გაიწია და მშვიდობაზე საუბარი დაიწყო, გამოჩნდა, რომ ევროპას არანაირი გეგმა არ გააჩნია.„გაჩვენებენ, თითქოს შენზე ზრუნავენ, თითქოს შენ ხარ მათი სადარდებელი, გადაყოლილი არიან, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, შენს ჰიმნს იმღერებენ, „სლავა უკრაინის“ შესაბამის პასუხს გასცემენ, ამ ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა შენს ინტერესს არავინ არ დააყენებს. ამას ვხედავთ ჩვენ დღეს უკრაინის მაგალითზე, როდესაც ევროპამ განსაკუთრებით, რომელიც დღემდე კვლავ ფარისევლურად იმეორებს, რომ ბოლომდე უკრაინის გვერდზე დგას, თუმცა რეალურად საქმით ამას ვერ აჩვენებს. ვნახეთ, როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატები ცოტა გვერდზე გაიწია, დაიწყო მშვიდობაზე საუბარი, ვნახეთ, რომ არანაირი გეგმა არ აქვთ, რაც გვაჩვენებს მათ მსგავსებას ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასთან, გეგმა რომ არ აქვთ, ზუსტად ეს მდგომარეობაა დღეს ევროპაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

გია ვოლსკი – არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გადაიქცნენ, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება ამ მძიმე რეალობით არის განპირობებული

ვიდრე ამერიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ თავის დამოკიდებულებას შეცვლიდა, თავად არასამთავრობო ორგანიზაციების შინაარსი შეიცვალა. ეს ორგანიზაციები იარაღად გადაიქცნენ ქვეყნების წინააღმდეგ საბრძოლველად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე, სადაც რუბიომ აღნიშნა: „ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს და არა – არასამთავრობო ორგანიზაციებს“.„პერფორმანსი, რომელსაც „ენჯეოები“ აჩვენებენ, იმ კეთილ იდეას არ შეესაბამება, რასაც ქვეყნების განვითარებისთვის დახმარება ჰქვია. მართვის და თან უხეში მართვის მექანიზმებად იქცნენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანებული საზოგადოება ადამიანების გუნდად გადაიქცა, რომელთა შემოსავალი ექსტრემიზმის განვითარებიდან ყალიბდება. ანუ, მათ პროფესიად იქცა ექსტრემიზმი, რევოლუციონერობა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელში აიღეს სისტემის მართვა. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება განპირობებულია არა პოლიტიკური გემოვნებით, არამედ იმ მძიმე რეალობით, რაც მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების სახეცვლილებამ გამოიწვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილი – როგორ მოხდა, რომ ძირითადად ჯენზის მოწამვლის გასაპროტესტებლად ჯენზი თითქმის არ მივიდა, არ დამიწყოთ ახლა, პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო, ყველას გვმართებს დაფიქრება

ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად ჯენზის მოწამვლის გასაპროტესტებლად ჯენზი თითქმის არ მივიდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ახლანდელ ვითარებაზე ყველას მართებს დაფიქრება.„არ დამიწყოთ ახლა, პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო. ნეპალში ჯენზის არცერთმა პოლიტიკოსმა არ დაუჭირა მხარი (ჩემმა ჯენზი შვილმა ნიკუშამ, რომელიც მაშინ ნეპალში იმყოფებოდა, მომიყვა) და ასევე უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების დასაცავად ამ ცოტა ხნის წინ მხოლოდ ჯენზი გამოვიდა, პოლიტიკოსების გარეშე.პოლიტიკოსებმა ძირითადად თავდადება გამოავლინეს, არ შეუშინდნენ რა ყვარყვარეს ციხეს. თავდადება აჩვენეს ჯენზი ახალგაზრდებმაც, ხოლო ახლანდელ სიტუაციაზე ყველას გვმართებს დაფიქრება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპას იმის საშუალება და ნება აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს

ევროპას იმის საშუალება და ნება აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.„დღეს შუადღისას „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გვქონდა. პრეზიდენტ ზელენსკისა და დამსწრე ლიდერებს ორი მთავარი პრიორიტეტის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია: უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის თავდაცვის მზადყოფნის გაზრდა. ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა უკრაინის გადარჩენას ხელს შეუწყობს და ეს ევროპული თავდაცვის გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტია“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.მისი თქმით, „რეპარაციული სესხის წინადადება კომპლექსურია, მაგრამ იგი რუსეთისთვის ომის ფასს ზრდის“.„წინადადება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ ნაღდი ფულის ბალანსს ეფუძნება. ამ ბალანსის რეპარაციისთვის გამოყენება მოხდება. მაშინ, როდესაც უკრაინა დიპლომატიურ ძალისხმევაშია ჩართული, რუსეთი დროს აჭიანურებს, დიპლომატიას დასცინის და დარტყმების რაოდენობას ზრდის. ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ ომში აგრესორი და ვინ მსხვერპლი. რუსეთი ამ სასტიკი ომით ჩვენს გაყოფას ცდილობდა, თუმცა საპირისპიროს მიაღწია. ახლა ჩვენი კავშირები ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, აომორის პრეფექტურაში დაფიქსირდა.ჰოკაიდოს, აომორისა და ივატეს პრეფექტურებში ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული.მოსალოდნელია, რომ ტალღების სიმაღლე სამ მეტრს გადააჭარბებს.ცუნამის პირველი, 40 სმ-იანი ტალღები უკვე დააფიქსირეს აომორიში.

ბოლო სიახლეები