აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, მედიასთან კომენტარის შემდეგ, ბათუმში მომხდარი ნგრევის შესახებ, სოციალურ ქსელშიც წერს.
„ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ჩართულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური. მას შემდეგ, რაც დასრულდება სამაშველო ოპერაცია, დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები“, – აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.