თორნიკე ბეროძე-სოფელ კურსების მკვიდრი:
აწმყო და წარსული…
სამარადისოდ დარჩება უტკბილეს მოგონებად ჩემი ეზო,სახლი და ადამიანობის სამჭედლო, ჩემი “კურსები” ჩვენს მოგონებებში… ეს არ იყო მარტო სახლი, არც ეზო და არც მარტო კუთხე, ეს იყო სამოთხე და სიმბოლო საქართველოს ერთიანობის… ღმერთმა სიხარულით გაგითენოთ ყოველი დღე ყველას… და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უფალს, სამაშველო ჯგუფს, პოლიციას და მთავრობას, ჩემი ოჯახისა და ხალხის გადარჩენისთვის,ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი…
როცა უბედურება კარს მოადგება ქართველებს, მხოლოდ მაშინ ვეხუტებით ერთმანეთს და ვიკრებით ერთ მუჭად, ამაზე ლამაზი ამ ქვეყნად არაფერია და მე ეს განვიცადე იმ უბედურ ღამეს…
სიხარულით გაგვთენებოდეს ყოველი დღე დღეიდან მრავალჟამიერ, მიყვარხართ ყველა

