ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

თინა ბოკუჩავა – სოლიდარობა არ უნდა იყოს ცალმხრივი, სანამ პარტიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობას ვარჩევთ სრულ სიმართლეს, ყოველთვის მოიგებს ბიძინა, ვისურვებდი, ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გაითავისოს

ივანიშვილის რუსულმა კომისიამ პირველი პოლიტიკოსი, ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაიბარა – ზურაბ ჭიაბერაშვილი. საზოგადოების კონსოლიდაციაზე როცა ვსაუბრობთ, როგორც მინიმუმ, სოლიდარობა არ უნდა იყოს ცალმხრივი და/ან სელექციური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ კომისიის ერთი მიზანი მთავარი თემებიდან, პროტესტიდან ყურადღების გადატანაა, თუმცა, ამავდროულად, ბოკუჩავა სვამს კითხვას: რატომ უჭირთ თქმა, რომ კომისიას სურს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ყველაზე წარმატებული წლების, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების რევიზირება?

„ივანიშვილის რუსულმა კომისიამ პირველი პოლიტიკოსი, ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაიბარა – ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელთან მუშაობის პატივი ჯერ კიდევ 2010 წელს ჟენევაში მქონდა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით გაერო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზურა ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი, საქმისა და სამშობლოსადმი თავდადებული ადამიანია, ვისაც ოდესმე საჯარო სამსახურსა და პოლიტიკაში შევხვედრივარ.

ზურა ჯერ კიდევ 2013 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივით. დღესაც იმავე საფრთხის წინაშეა, რადგან, სხვა პოლიტიკური ლიდერების მსგავსად, უარს აცხადებს რუსულ კომისიასთან თანამშრომლობაზე. ასე რომ, როცა საზოგადოების კონსოლიდაციაზე ვსაუბრობთ, როგორც მინიმუმ, სოლიდარობა არ უნდა იყოს ცალმხრივი და/ან სელექციური.

ამასთანავე, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან არ მიყვარს ნახევრად სიმართლე. დიახ, ამ კომისიის ერთი მიზანი მთავარი თემებიდან, პროტესტიდან, ყურადღების გადატანაა. მაგრამ ამავდროულად, კომისიის მიზანი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობაც რომ არის, ამის თქმის რატომ გვეშინია?

რატომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კომისიას სურს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ყველაზე წარმატებული წლების, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების რევიზირება და სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის დამაქცევრად წარმოჩენა და დამახინჯებული, რუსული პროპაგანდისტული ვერსიის ქართველ ხალხისთვის მიყიდვა?

სანამ პარტიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობას ვარჩევთ სრული სიმართლის თქმას და ნახევრად სიმართლით შემოვიფარგლებით, ყოველთვის მოიგებს ბიძინა, რადგან მეორე ნახევარს მუდმივად რუსულ-ქოცური პროპაგანდა შეავსებს. ვისურვებდი, რომ ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ კარგად გაითავისოს.

დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას!“ – წერს თინა ბოკუჩავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო – მიზეზი, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად განისაზღვრება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მიზეზი, შპს "მაგნატის" უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა და კითხვებზე პასუხის გაუცემლობა გახდა."კურიერს" პროკურატურამ ცოტა ხნის წინ დაუდასტურა, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის თანახმად დაიწყო, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.ამასთან, იგივე მიზეზით, პროკურატურას კომისია დღეს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს, რადგან კომისიის დაბარების მიუხედავად, სხდომაზე გუშინ არც ის გამოცხადდა და კითხვებზე პასუხის გაცემა უარი თქვა.

მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ლიდერი ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს

მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელი ევგენია გუცული ქვეყნის დატოვების მცდელობისას კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გუცული ანტიკორუფციული უწყების თანამშრომლებმა 72 საათით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მოლდოვის ბიურო ავრცელებს.ეს ინფორმაცია დაადასტურა მოლდოვის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის პრესსპიკერმა, ანჯელა სტარინსკიმ. მისი თქმით, უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.მედიის ცნობით, მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული. მას პოლიტიკური საქმიანობის უკანონო დაფინანსებასა და 2022 წელს კიშინიოვში გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზებაში სდებენ ბრალს. გუცული ამ მოვლენებთან კავშირს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.გაგაუზიის ლიდერის დაკავებას წინ უძღოდა მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურის განცხადება უკანონო დაფინანსების საქმეზე მტკიცებულებების წარდგენის დასრულების შესახებ.2024 წელს ევგენია გუცული შეიყვანეს აშშ-ისა და ევროკავშირის სასანქციო სიაში. ევროკავშირში ამტკიცებენ, რომ ის და კიდევ რამდენიმე გაგაუზიელი პოლიტიკოსი მოლდოვაში დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს.ცნობისთვის, გაგაუზია რუსულ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეებით დასახლებული ავტონომიური რეგიონია. ამ რეგიონში ტრადიციულად მხარს უჭერენ რუსეთთან დაახლოებას და ეწინააღმდეგებიან მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას.

კარგი ამბავი! – 16 წლის მარიამი უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლის, კარიერას კი თურქეთში გააგრძელებს

ქართველი კოორდინატორი და თარჯიმანი, მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში ჩასულ ქართველებს ეხმარება სოციალურ ქსელში 16 წლის მარიამ კოხრეიძეზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.„კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი მარიამზე! უკვე მის მომავალზეც იზრუნეს, ამ საღამოს ვესაუბრე თურქეთში არსებული „ბაუ ბაჰჩეშერიჰ უნივერსიტეტის დირექტორს. მან პირობა მომცა, რომ მარიამს შეუძლია უფასოდ ისწავლოს „ბაუს“ ბათუმის ფილიალში სტომატოლოგიურზე.მომავალში კი გახდეს ბატონი ალთანის მოსწავლე. მე ვთქვი, რომ ძალიან წარმატებული გოგო გახდება მომავალში, რადგან საახალწლოდ წიგნები ინატრა.სულ იბრწყინე ჩემო ფერია!“, - წერს მედეა იობაშვილი.

მიხეილ ქარელმა საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხა – მიხეილ სააკაშვილი დღესაც საშიშია, არათუ მაშინ, მაქვს განცდა, რომ წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მიმდინარე სხდომაზე 2024-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ ქარელის გამოკითხვა მიმდინარეობს.ქარელმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და მას საშიში ადამიანი უწოდა.„ის ფსიქიკურად ავადმყოფია, დღესაც საშიშია, არათუ მაშინ. გულწრფელად გეტყვით, მხარს ვუჭერ თქვენი კომისიის მუშაობას. მე მზად ვარ, თუ დამატებითი კითხვები იქნება, გამოვცხადდე თქვენთან. მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“, – განაცხადა ქარელმა.

საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში – მარიამ ლაშხი

საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა ამავე კომიტეტის წევრების სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით.„დღეს შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრთან. პირველ რიგში, ქართული მხარე მადლობას გადაუხდის იმ მუდმივ და მყარი მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატება ქვეყნის სუვერენიტეტის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებში. ასევე საერთაშორისო პლატფორმებსა და რეზოლუციებში, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში მხარდაჭერისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში. ჩვენი ვიზიტისას მიღებული იქნა გადაწყვეტილებები ორმხრივი ფრენების განხორციელების. დღეს დაიწყება ბილეთების გაყიდვა და 15 ივნისიდან შესაძლებლობა ექნება როგორც ქართველ, ასევე სერბ ტურისტებს მიმოსვლის“, - აღნიშნა ლაშხმა.

ბოლო სიახლეები