პარასკევი, მაისი 9, 2025

თინა ბოკუჩავა: “ნაცმოძრაობა” შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა;

„უპირველეს ყოვლისა ვუსამძიმრებ რაჭის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

ასევე, მადლობას ვუხდი თითოეულ მაშველს თუ მოხალისეს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

ორი მთავარი კითხვაა დღეს, როდესაც მსხვერპლი დღითიდღე იზრდება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.“

იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან?

ოცნების ხელისუფლება, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი პირადად, მრავალი წელი საზოგადოებას პირდებოდა მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს სოციალურ ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების დანერგვა. იგივე მიზანი ფიგურირებს სხვა ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებშიც. მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან სისტემის დანერგვა პრიორიტეტად არის გამოყოფილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც; მაგრამ ვხედავთ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა დღემდე არ არის შექმნილი და ბიუჯეტით გაწერილი პროგრამა არ არის განხორციელებული. მეტიც, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ახლა ეკონომიკის მინისტრი და ვიცე პრემიერია და რომელიც 5 წლის წინ ამტკიცებდა მონიტორინგის სისტემის აუცილებლობას, დღეს ამბობს, რომ „მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს“ და ამით გაფრთხილების სისტემის არ არსებობას და შესაძლო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ამართლებს.

ბიუჯეტის ხარჯების შესაძლო გაფლანგვა, შესაბამისი თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მონიტორინგის სისტემის დანერგვის ჩავარდნა პირდაპირი საფუძველია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის.

აღნიშნული ინიციატივით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფები, ისევე როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. ჩვენ, მათ შორის ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, და იმ ფონზე, როდესაც ნულოვანია ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპარლამენტო საგამოძიებო კომიიის შექმნა შოვში მომხდარი სტიქიის ირგვლივ.

მეორე საკითხი, რომელიც უნდა შეისწავლოს საგამოძიებო კომისიამ არის სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირების ადეკვატურობა და ეფექტურობა. პასუხისმგებელმა პირებმა საგამოძიებო კომისიას და საზოგადოებას უნდა განუმარტონ:

რამდენად დროული და ოპერატიული იყო სტიქიის პირველ საათებში სახელწმიფო უწყებების რეაგირება; გუშინ მოვისმინოთ ამორალური გამართლება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, ვციტირებ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას „ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა, ძებნას 15 წუთში დავიწყებდით თუ 1 საათში, ამას რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა“, მაშინ როდესაც გადარჩენილი ადამიანები ირწმუნებიან, რომ ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა გადარჩენისთვის. სარჯველაძის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ადამიანები სიკვდილისთვის გაწირა. დამატებითი კითხვები, რომელსაც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა გაეცეს პასუხი, არის რატომ: არ შეიძინა სახელმწიფომ, 11 წლის განმავლობაში შესაბამისი სამაშველო ვერტმფრენები; მათ შორის, რატომ თქვა უარი სახელმწიფომ გრანტის სახით გამოყოფილ სამაშველო ვერტმფრენებზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვაწვდიდა; რატომ არ გააჩნია შესაბამის სამაშველო სამსახურს თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობა; ამ პირობებში, რატომ არ თხოვა ხელისუფლებამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს. და ბოლოს, რატომ არ ჩაერთო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთი კატასტროფების დროს საათში ერთხელ ახდენს შესაბამისი პირი საზოგადოების ინფორმირებას.

საგამოძიებო კომისიასთან ერთად, ჩვენ მივმართავთ სხვა საპარლამენტო ბერკეტებს და ვთხოვთ, ყველა ოპოზიციურ პარტიას, ერთობლივი ძალისხმევით მოვითხოვოთ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, რათა მომავალში ჩვენი ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვდეს მსგავს კატასტროფას და შევძლოთ ადამიანური დანაკარგის მინიმუმამდე შემცირება.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის დღეზე ევროკავშირისგან დაფინანსებული პირის ჟურნალისტზე თავდასხმა კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას

ის, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირი თავს ესხმის ჟურნალისტს, კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.პაპუაშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.„ექსპო ჯორჯიაში“, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა და მუშაობაში მიზანმიმართულად შეუშალა ხელი, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. „იმედის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.

შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას – დანიის პრემიერი პუტინს მიმართავს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფედერიქსენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, რომ უკრაინაში ომი შეწყვიტოს.ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე გზავნილი პუტინისთვის 9 მაისს, ფრედერიქსენმა უპასუხა: „შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას“.„შეწყვიტე ომი უკრაინაში და ნუ დაესხმები თავს ევროპას. ნუ შეეცდები ჩვენი დემოკრატიის განადგურებას დეზინფორმაციითა და რობოტებით. ნუ დაანგრევ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ნუ მოაწყობ დივერსიებს წყლის ქვეშ. ნუ დაასუსტებ და ნუ დაანგრევ მსოფლიო თანამეგობრობას და ნუ მოკლავ ევროპელებს. სინამდვილეში ეს არც ისე რთულია, ჩვენ, დანარჩენები ამას არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ფედერიქსენმა.ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრი სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთ-უკრაინას შორის ზავის გაფორმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოსკოვს მშვიდობისკენ სწრაფვა არ გამოუჩენია.

პატრიარქი-მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს - საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის მილოცვას ავრცელებს."ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, – განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები... და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვს ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიეწრთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, – გამარჯვების ზეიმს.„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“(რომ 14.19).ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო.ილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში – კობა კობალაძე

მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა იმის განცდა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭ-გაშლილები და ამაყად დავდივართ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში აღნიშნეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს„ერთია ფაქტი - მშვიდობის ფასი არაფერია. სხვათა შორის, დღეს 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის. სულ დარჩენილია სამამულო ომის 57 მონაწილე და 104 წლისა გვყავს ყველაზე უხუცესი“, - განაცხადა კობალაძემ.

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

ბოლო სიახლეები