0 0
Read Time:29 Second

ღარიბაშვილის დროინდელ მთავრობის დადგენილებებს ცოცხალი თავით არ ასაჯაროებენ – როგორც ჩანს, კორუფციის დიდი სუნი ტრიალებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„ის რომ მთავრობის დადგენილებების გასაჯაროება კობახიძემ დაიწყო, ეს პოზიტიურად არის შეფასებული. ბუნებრივია, ამას ყველა გეტყვით, ისევე როგორც ხალხი, რომელიც დემოკრატიის სადარაჯოზეა საქართველოში. 7-8 მარტის აქციებიდან ერთი წელი მთავრდება, არავის დავიწყებია აქ, მაგრამ ის რომ მთავრობის დადგენილებები ღარიბაშვილის დროინდელი დახურულია და ამას ცოცხალი თავით არ ხსნიან გრიფს, არ ასაჯაროებენ, ესეც ხომ მაჩვენებელია იმის, რომ რაღაცა, როგორც ჩანს, არ არის წესრიგში და როგორც ჩანს, კორუფციის დიდი სუნი ტრიალებს ამ განკარგულებებში და ამიტომ არ ასაჯაროებენ”,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები