პარასკევი, მარტი 21, 2025

თეონა აქუბარდია – ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის უწყვეტი პროტესტის მიზანი, „ოცნების“ დღის წესრიგით ნაკარნახევ საკითხებზე არ ვაპირებთ პასუხის გაცემას

„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ოქტომბრის არჩევნების დღის წესრიგში მარტში შემოტანა მხოლოდ ივანიშვილის ინტერესია.

აქუბარდიას თქმით, არ აპირებს პასუხის გაცემას „ოცნების“ დღის წესრიგით ნაკარნახევ საკითხებზე, რომლის მიზანია, გაქრეს საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა პოლიტიკური დღის წესრიგიდან.

„კალენდარში როცა მარტია და არჩევნები არის ოქტომბერში, მაშინ, როდესაც 100 დღეზე მეტია, პროტესტის მთავარი მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება, ოქტომბრის არჩევნების დღის წესრიგში მარტში შემოტანა, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესი და ამ ინტერესში არ მივყვებით. გეუბნებით, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის უწყვეტი პროტესტის ის მიზანი, რაშიც ვართ ერთიანი და მივყვებით ამ მოთხოვნებს, ისევე, როგორც მივყვებით კალენდარს. ოქტომბერზე და „ოცნების“ დღის წესრიგით ნაკარნახევ საკითხებზე არ ვაპირებთ ყოველდღიურ რეჟიმში პასუხის გაცემას. ამის მთავარი მიზანია, გაქრეს საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რაც შეუძლებელია, არ გამოუვა ივანიშვილს, როგორც აქამდე არ გამოუვიდა სხვადასხვა დრაკონული, რეპრესიული კანონების მიღებით“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე ხელს მოაწერს შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ.„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ, რომლებსაც უზარმაზარი ღირებულება აქვს. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტმა ოპტიმიზმი გამოხატა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებითაც.„როგორც იცით, გუშინ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის. გვსურს ამ კონფლიქტის დასრულების ხილვა. ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ კარგად მივდივართ. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე ერევანში საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.ერთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.მატჩს, პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები დაესწრნენ.პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მატჩის შემდეგ, ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

თეთრი სახლის პრესმდივანი – დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა.ლივიტის თქმით, ტრამპი „სრულად უჭერს მხარს ისრაელსა და „ცაჰალს“, ასევე ქმედებებს, რომლებიც მათ ბოლო დღეებში განახორციელეს“.„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განუმარტა „ჰამასს“, რომ თუ ისინი არ გაათავისუფლებდნენ ყველა მძევალს, ამისთვის მოუწევდათ საფასურის გადახდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ არსებული ვითარება არის „ჰამასის“ ბრალი 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმის გამო.ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ისრაელმა ღაზაზე დარტყმები განაახლა, რითაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმეა დაირღვა.

ვილი სანიოლის პირველი კომენტარი სომხეთთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან დამაჯერებლად მოგებული (3:0) მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და განაცხადა, რომ საპასუხო მატჩამდე არაფერია გარკვეული.„რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის ტრავმას, როგორც ვიცი, სერიოზული და მძიმე დაზიანება არ არის. თუმცა, არა მგონია, საპასუხო მატჩში მონაწილეობა მიიღოს. ლუკა ბოლო დროს იტალიაში კარგად თამაშობს და დღესაც კმაყოფილი ვარ მისი გამოსვლით. ჩვენ მომავალშიც მისი დიდი იმედი გვაქვს.გავაანალიზეთ სომხეთის თამაში და მივხვდით, რომ მიქაუტაძეს შეტევებისთვის დიდი სივრცეები ექნებოდა. სასიხარულოა, რომ გიორგიმ შანსებით ისარგებლა და წარმატებული თამაში ჩაატარა.დღეს აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რომ უშეცდომოდ გვეთამაშა და საგოლე მომენტები გამოგვეყენებინა, ეს ჩვენს გუნდს თავდაჯერებას მატებს.იქიდან გამომდინარე, რომ კაშია დისკვალიფიცირებული იყო, შემადგენლობის უნდა გადაგვეხალისებინა. დაცვით კმაყოფილი ვარ, ლოჩოშვილმა და გოგლიჩიძემ დამაჯერებლად ითამაშეს“.საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 23 მარტს საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა შვიდგზის ზეთისცხება – ეს ბევრმა არ იცის

აღდგომის მარხვაში ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება. როგორც მამა იოანე მჭედლიშვილი აღნიშნავს, ზეთისცხებასთან დაკავშირებით, აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ ადამიანმა მადლი, რომ შეიგრძნოს ამისთვის ის ქრისტიანულად უნდა ცხოვრობდეს.„შვიდგზის ზეთისცხებასთან დაკავშირებით, არანაირი აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ მადლი, რომ შეიგრძნოს ადამიანმა, ამისთვის მან ქრისტიანულად უნდა იცხოვროს. თუ ქრისტიანულად ადამიანი არ ცხოვრობს, რა აზრი აქვს ზეთს აცხებენ თუ სხვა რამე საშუალებას. ადამიანი თუ თავის ცოდვებს არ ნანობს, აღმსარებელი არ არის, მადლი არ იქნება. როცა ადამიანი აღმსარებელია, ნანობს მის ცოდვებს, ეს უკვე დიდი მადლია და დიდი სიკეთე მოაქვს ზეთისცხებას.მისი თქმით, შვიდგზის ზეთისცხებას დიდი მადლი მოაქვს.„შვიდგზის ზეთისცხება, ეს არის ერთ-ერთი საიდუმლო, რომელიც სრულდება მარხვის პერიოდში. წესი ის იყო, რომ ეს არის ადამიანების საკურნებლად.ზოგადად მარხვა იმისთვის არის, რომ ადამიანი როცა მარხულობს, უფრო მეტი იფიქროს სულიერზე და მოუძლურების ჯამს შვიდგზის ზეთისცხების სახით სრულდება, რომ განიკურნოს ადამიანი. მთელი შინაარსია ამაში და როდესაც მიხვალ, არც ზიარებულხარ, არც აღსარება ჩაგიბარებია და არც მღვდელთან ყოფილხარ ზეთს იცხებ და გგონია რაღაც მოხდება შინაარსი გამოცლილი აქვს ამას.არ ცხოვრობს ადამიანი ქრისტიანულად და ჰგონია, რომ როცა ზეთს იცხებს ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ვინც მოსულა არავისთვის უარი არ გვითქვამს, მთავარია ამას შინაარსი ჰქონდეს“,- ამბობს მამა იოანე მჭედლიშვილი.

ბოლო სიახლეები