ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

თენგიზ ცერცვაძე: COVID-19-ის პანდემია გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც, საბედნიეროდ კლების ტენდენციით

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საუბრობს, თუ როგორ შეიძლება მოვახდინოთ COVID-ის მართვის შემდგომი ოპტიმიზაცია. როგორც ის აცხადებს, COVID-19-ის პანდემია გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც, საბედნიეროდ კლების ტენდენციით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლავ ვინარჩუნებთ COVID გარდაცვალების შემთხვევებს მინიმალურ ნიშნულზე. ბოლო კვირაში იყო სულ 5 გარდაცვალების შემთხვევა (საშუალოდ ერთზე ნაკლები დღეში), იმის წინა კვირას – 6 გარდაცვალების შემთხვევა და ა.შ.

უკვე ბოლო 6 თვის მანძილზე COVID გარდაცვალების შემთხვევები ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. თითქმის მივაღწიეთ იმას, რომ COVID-ს ვმართავთ, როგორც ერთ-ერთი რიგით რესპირაციულ ინფექციას მინიმალური გავლენით ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვას აქვს რესურსი კიდევ უფრო მეტად შევამციროთ COVID დამძიმების და გარდაცვალების შემთხვევები, რისთვისაც საჭიროა შემდეგი:
1. ვაქცინაცია:
სადღეისოდ დადასტურებულია, რომ ვაქცინა ყოველთვის ვერ იცავს ადამიანს COVID-ით ინფიცირებისგან, მაგრამ საიმედოდ (70-75%-ით) იცავს დაავადების დამძიმებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და ლეტალური გამოსავლისგან – განსაკუთრებით მათ, ვისაც გაკეთებული აქვთ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა/დოზები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია 60 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს სერიოზული თანხმლები ქრონიკული დაავადებები.
სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ძალიან კარგი, თითქმის იდეალური პირობები (მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა, გამართული ინფრასტრუქტურა, მომზადებული მედპერსონალი, მაღალი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება), მაგრამ ამის მიუხედევად, სამწუხაროდ, საქართველოში COVID ვაქცინაციით მოცვა კვლავ დაბალია – სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 1/3. მაშინ, როდესაც ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების უმრავლესობაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 2/3-ზე მეტი. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მოსახლეობის სკეპტიკური განწყობა ვაქცინაციისადმი. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ექიმების, მათ შორის ცნობილი ექიმების ყოვლად უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებები COVID ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ.
2. დაგვიანებული მიმართვა ექიმთან:
ავადმყოფების ნაწილი COVID-ის სიმპტომების გამოვლენისთანავე არ იკეთებს COVID ტესტირებას, რომელიც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომი. ხოლო დადასტურების შემთხვევაში არაიშვიათად თავს იკავებს ექიმთან კომუნიკაციისგან, ეწევა თვითმკურნალობას და მხოლოდ უკიდურესი დამძიმების შემდეგ მიმართავს ექიმს/კლინიკას. ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს: ადამიანების ნაწილი სერიოზულად არ აღიქვამს COVID-ს და მით გამოწვეულ საფრთხეებს. ან კიდევ ხედავს რა, რომ მათმა ახლობელმა, მეზობელმა ან ნაცნობმა (მათ შორის ასაკოვანმა და თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებმაც) იოლად გადაიტანა COVID,ფიქრობს რომ მის შემთხვევაშიც ასე იქნება. არადა, უნდა გვახსოვდეს, რომ COVID ძალიან არაპროგნოზირებადი დაავადებაა, ის შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად (უსიმპტომოდაც კი), საშუალო სიმძიმით ან ძალიან მძიმედ, ან კიდევ დაიწყოს მსუბუქად და სწრაფად დამძიმდეს და წინასწარ ამის გამოცნობა ადვილი არ არის.
3. სწორი მართვა

სამწუხაროდ, ოჯახის/ონლაინ კლინიკების ექიმების ნაწილი და ზოგიერთ COVID კლინიკაც კი სათანადო (პირდაპირი) ჩვენებების დროსაც კი არ უნიშნავს პაციენტს პაქსლოვიდს ან რემდესივირს. უფრო მეტიც არის შემთხვევები, როცა COVID ავადმყოფს მკურნალობენ აზითრომიცინით, ფლუვოქსამინით, ივერმექტინით და სხვ., რაც სერიოზული შეცდომაა და მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს.
მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და გვიან დაუკავშირდნენ ექიმს და შესაბამისად დაგვიანებით დაიწყეს მკურნალობა. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.
• დაბეჯითებით მინდა მოვუწოდო მოსახლეობას COVID-ის პირველივე სიმპტომების (რომლებიც ყველასთვის ცნობილია) გამოვლენისთანავე (პირველივე დღეს) ჩაიტაროს ტესტირება COVID-ზე

• COVID-ის დადასტურების პირველივე დღეს დაუკავშირდნენ ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს – ჩვეულებრივ ექიმი რეკავს პაციენტთან, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, თვითონ პაციენტი უნდა დაუკავშირდეს თავის ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს და ზუსტად მისდიოს მის რეკომენდაციებს.

• საჭირო შემთხვევებში და საჭირო ჩვენებისას (60 წელზე მეტი ასაკი, სერიოზული თანხმლები ქრონიკული დაავადებები, COVID-ის მძიმე მიმდინარეობა და სხვ.) აუცილებლად პირველივე დღეებში (უმჯობესია პირველ 3 დღეში) დაწყებულ იქნეს მკურნალობა პაქსლოვიდით ან რემდესივირით.

• ყველა იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის დამძიმება მაინც მოხდა, ავადმყოფი დაუყოვნებლიც გაიგზავნოს COVID კლინიკაში.

• მოსახლეობამ აქტიურად გააგრძელოს ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით.
ამ არც თუ ძნელად შესასრულებელი პირობების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება ავადმყოფის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-19-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანტონიუ გუტერეში – ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება

ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტიონიუ გუტერეშმა განაცხადა.გუტერეშმა მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, შეწყვიტონ ომი, ხოლო ირანს – შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა.გუტერეშმა აღნიშნა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომლებსაც ამჟამად საკვებისა და ენერგიის ფასების ზრდასთან გამკალვება უწევთ.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება, მაგრამ კონფლიქტები მხოლოდ მაშინ მთავრდება, როდესაც ლიდერები განადგურების ნაცვლად დიალოგს ირჩევენ.„კონფლიქტის ბევრი ასპექტი, შეიძლება, გაურკვეველი იყოს, მაგრამ ერთი რამ გაურკვეველი არ არის: თუ ომის დაფდაფებზე დარტყმა გაგრძელდება, ესკალაცია მხოლოდ გააუარესებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა გუტერეშმა.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მუხათგვერდიდან სამხედროებმა წილკნის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. მისი ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ 1945-1989 წლებში კომუნისტური ჩეხოსლოვაკიიდან გაქცევის მცდელობისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.მემორიალი 2005 წელს დევინში გაიხსნა. ის თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლოა.მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმიისტრაციის წარმომადგენლები.

მარნეულში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა მოხდა მარნეულში. ახალგაზრდა მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 26 მარტს ქორწილი ჰქონდა. ქორწილში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი პირი დაიჭრა.ამ წუთებში კლინიკასთან, სადაც მამაკაცი გადაიყვანეს, მისი ახლობლები არიან შეკრებილი.

არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა

არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა. ამის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.არგენტინამ საქმეთა დროებითი რწმუნებული მოჰსენ თეირანი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და მას ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.არგენტინის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი აშშ-ს პრეზიდენტის მოკავშირედ გამოაცხადა, ხოლო არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი სამხედრო თავდასხმებში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.„ირანის განცხადებები „შეიცავს ცრუ, შეურაცხმყოფელ და უსაფუძვლო ბრალდებებს არგენტინის რესპუბლიკისა და მისი უმაღლესი ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოლო სიახლეები