სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025

თენგიზ ცერცვაძე: ჩინური ვაქცინის შემოტანაზე რეკომენდაცია არ გამიცია

ბოლო დღეებში ცალკეული მედიასაშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მე რეკომენდაციას ვუწევ ქვეყანაში ჩინური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

მისი თქმით, მას არ გაუცია რეკომენდაცია ჩინური ვაქცინის შემოტანაზე და ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის.

„ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი:

1. მე ვხელმძღვანელობ მხოლოდ COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს, არ ვარ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და შესაბამისად, არ ვმონაწილეობ ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში საკონსულტაციო დონეზეც კი.

2. რამდენადაც ვიცი, ამჟამად ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ხარისხიანი ვაქცინის რაც შეიძლება დროულად შემოტანაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინასთან დაკავშირებით მწარმოებელ ქვეყნებთან და კომპანიებთან. პროცესში ჩართულია ჯანმო-ს ხელმძღვანელობა. ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ შემოიტანონ მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმო-ს პრეკვალიფიკაცია (რეკომენდაცია) ან რომელიმე სერიოზული მარეგულირებლის (FDA და სხვ.) რეკომენდაცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად ვაქცინებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო შესაძლოა, გაძნელდეს ან ვერც მოხერხდეს მაინცდამაინც იმ კონკრეტული ვაქცინის შემოტანა, რომელიც ქვეყანას ყველაზე მეტად აწყობს.

3. პირადად მე საქართველოსთვის ოპტიმალურად მიმაჩნია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის მაღალი ხარისხის და სანდოობის (არანაკლები, ვიდრე Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინები) და ამავე დროს ის თავისუფალია ბოლო ორი ვაქცინისთვის აუცილებელი ლოჯისტიკური სიძნელეებისგან. კერძოდ, AstraZeneca-ს ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის და ტრანსპორტირებისათვის -800 ან -200 რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე. ჩემი ეს პოზიცია მკაფიოდ არის დაფიქსირებული ყველა ინტერვიუში და გასულია ტელევიზიით „tv-ფორმულა“-ში, „ფორმულა News“-ის ა.წ. 9 იანვრის საღამოს გადაცემაში (20:21 სთ) და „TV იმედში“ ა.წ. 11 იანვრის „ქრონიკის“ დილის გადაცემაში (11:18 სთ).

4. რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა, იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილიადა სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მით უმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- წერს თენგიზ ცერცვაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

🎥საქართველო გავიდა ევროპიდან კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან – ელდინო საღარაძე

„საქართველო გავიდა ევროპიდან კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან...“,  -  ამის შესახებ მსახიობმა, ელდინო საღარაძე გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ალის ვაიდელი – ევროპაში მშვიდობაზე სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს

ევროპაში მშვიდობაზე სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს, – ამის შესახებ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ვაიდელმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მშვიდობისადმი ერთგულებისთვის.„მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ, მშვიდობისადმი მისი ურყევი ერთგულებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქვენს დედაქალაქში დაგეგმილი შეხვედრა საუკეთესო დასტურია იმისა, რომ თქვენი ქვეყანა და თქვენი მთავრობა სწორ გზაზეა. მსოფლიოში ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. მსოფლიოში ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ შეიძლება, მშვიდობის დამყარება ევროპაში და როგორ შეიძლება ჩვენი კონტინენტის დაყოფის პრევენცია და დაძლევა“, – განაცხადა ვაიდელმა.

აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს მიმართავს – იოცნებე, მაგრამ ვინ ხარ, წესები დაუდგინო ქვეყანას მხოლოდ იმის გამო, რომ ბირთვულ მრეწველობას ფლობს, რა კავშირი აქვს...

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს მიმართავს – „განაგრძე ოცნება“. სულიერი ლიდერი მკაცრად აკრიტიკებს შეერთებული შტატების ლიდერს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის გადასაწყვეტი არ არის, ექნება თუ არა ირანს, ბირთვული მრეწველობა.„იოცნებე, მაგრამ ვინ ხარ, რომ წესები დაუდგინო ქვეყანას მხოლოდ იმის გამო, რომ ბირთვულ მრეწველობას ფლობს? რა კავშირი აქვს აშშ-თან იმას, ექნება თუ არა ირანს ბირთვული შესაძლებლობები? ასეთი ჩარევა მიუღებელი, არასწორი და მჩაგვრელია“, – ამბობს ხამენეი.აიათოლა ალი ხამენეი ასევე საუბრობს ბირთვულ შეთანხმებაზე.„აშშ-ის პრეზიდნეტი ამბობს: „მინდა ირანთან შეთანხმების გაფორმება“. იძულებითი შეთანხმება არ არის შეთანხმება, ეს თავს მოხვევაა. ირანელი ხალხი ამას არ დაექვემდებარება. ირანზე ზეგავლენას ვერ იქონიებთ ისე, როგორც სხვა ქვეყნებზე“, – აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს ამერიკის ქალაქებში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ეხმაურება.„თუ ასეთი ძლევამოსილია, დაამშვიდოს მილიონობით ადამიანი, რომლებიც ამერიკის ყველა შტატში მის წინააღმდეგ გამოდიან“, – აცხადებს ჰამენეი.

ცოტნე ანანიძე: გახარიას პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა, რომელიც ძალიან რთულია იმ გზის შემდეგ, რაც ამ პარტიამ გაიარა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ისინი აპირებენ როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოების ტრიბუნის გამოყენებას.როგორც ანანიძემ განაცხადა, ბოიკოტი ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო.„ოპოზიცია 2024 წლიდან არის თვითგანადგურების რეჟიმში. ცხადია, ბოიკოტიც ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო იმიტომ, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლები, არანაირი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ თვითგანადგურების გზას ირჩევდნენ სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, ბოლოს 4 ოქტომბერი, რაც შეფასებების ნაწილში, მგონი, თვალნათელია და არის ცალსახა.რაც შეეხება ბოიკოტის შეწყვეტას, ეს არის მცდელობა, მოხდეს პოლიტიკური რეინკარნაცია, რომელიც ძალიან რთულია იმ ყველაფრის შემდეგ, რაც კონკრეტულად ამ პარტიამ გაიარა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

მიხეილ დუნდუა: საქართველო ძლიერ ეკონომიკურ ზრდას აგრძელებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა „ქრონიკასთან“ საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის გაზრდას აფასებს.„საქართველო აგრძელებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც დაფუძნებულია ექსპორტის ინვესტიციების მოხმარების გაუმჯობესებაზე, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას ქვეყნის მასშტაბით.“, - აღნიშნავს მიხეილ დუნდუა.საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-სექტემბერში 18 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ბოლო სიახლეები