ორშაბათი, ივლისი 7, 2025

თენგიზ ცერცვაძე – მობილური ჯგუფების შექმნა დაგვიანებული არ არის, სულ 2-3 კვირაა, რაც შემთხვევების მატებაა, მანამდე კლინიკური ჯგუფი და პირადად მე, მუდმივად ვახორციელებდით ინსპექტირებას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რატომ დადგა მობილური ჯგუფების შექმნის საჭიროება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდამდე არსებობდა 11 კოვიდკლინიკა, რომელმაც 8 თვის განმავლობაში სერიოზული გამოცდილება დააგროვა და დაავადების მართვა ამ კლინიკებში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ხდებოდა.

თუმცა, ცერცვაძის განმარტებით, კოვიდის მართვაში დამატებით 24 კლინიკა ჩაერთო და ისინი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული კლინიკების პერსონალს ჩატარებული აქვს ტრენინგი, ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას, თუმცა ახალი გამოწვევის პირობებში, სულ სხვაა პრაქტიკულ დონეზე მუშაობა.

ამიტომ, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მობილური ჯგუფები, რომლებიც სწორედ პირველი, ძირითადი კოვიდკლინიკებიდანაა დაკომპლექტებული, კოვიდის მართვაში მონაწილე ახალ კლინიკებს სერიოზულ საკონსტულაციო დახმარებას გაუწევენ.

„ადრე, ვიდრე შემთხვევების ზრდა დაფიქსირდებოდა, თუარ ვცდები, იყო 11 კოვიდკლინიკა, რომელსაც 8 თვის განმავლობაში დაუგროვდა ძალიან სერიოზული ცოდნა, გამოცდილება, ისინი პრაქტიკულად შეცდომებს არ უშვებდნენ. არათუ შეცდომებს, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დონეზე იმართებოდა ჩვენთან, რაზეც მეტყველებდა სულ 19 გარდაცვალების შემთხვევა, სანამ არ დაიწყო მატება. თუმცა, ვიმეორებ, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკასთან შედარებით სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ახლა, შემთხვევების ზრდის დაფიქსირებამ გამოიწვია დამატებითი კლინიკების ჩართვის საჭირობა. დღეს 35 კლინიკაა ჩართული, კიდევ დაემატება ალბათ 3-4. 35 კლინიკა ნიშნავს იმას, რომ მათგან 11-ია მხოლოდ გამოცდილი და 24 კლინიკისთვის ეს ახალი გამოწვევა, ახალი საქმეა. მათ ჩატარებული აქვთ ტრენინგი, თეორიულად ყველაფერი იციან, იცნობენ გაიდლაინს, მაგრამ (ძალიან მძიმე ავადმყოფები წამოვიდა ამ ბოლო დროს) სულ სხვაა მათი მართვა.

ეს ჯგუფები, რომლებიც სწორედ იმ პირველი, ძირითადი კოვიდკლინიკებიდან არის დაკომპლექტებული, ბუნებრივია, ახალ კლინიკებს გაუწევენ სერიოზულ საკონსულტაციო დახმარებას, აგრეთვე აუდიტს.

იცით, ყველგან რაღაც სუსტი რგოლია, რომელიღაც კლინიკაში შეიძლება ინფექციის კონტროლი იყოს სუსტი რგოლი და არსებობდეს ვთქვათ სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ან პირიქით, ავადმყოფის დაინფიცირების რისკი სამედიცინო პერსონალისგან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ ცერცვაძე განმარტავს, რომ მობილური ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯი დაგვიანებული არ არის.

„აქამდე 11 კლინიკა მუშაობდა, რომელმაც ეს ყველაფერი იცოდა, ახალი კლინიკები ახლა დაემატა. ადვილი არ არის, 35 კლინიკა მობილური ჯგუფებით მოიცვა. ამას ძალიან სერიოზული რესურსი სჭირდება. ვერ გეტყვით, რომ დაგვიანდა, როგორ დაგვიანდა, სულ 2-3 კვირაა, რაც მატებაა და მანამდე ეს ჯგუფები არ ერქვა თორემ, კლინიკური ჯგუფი და პირადად მე, მუდმივად ვაკეთებდით ამ საქმეს. ბოლო 2-3 კვირაში ოთხჯერ ვიყავი ქალაქგარეთ გასული კლინიკებში სწორედ ამ ინსპექტირებისთვის, მაგრამ ეს ხდებოდა ერთეული კონსულტანტების დონეზე. ბატონი ლევან რატიანი ბევრგან იყო ჩასული, მე ვიყავი ჩასული, ჩვენი ექიმები მუდმივ სატელეფონო ან ელექტრონულ კავშირზე იყვნენ ვთქვათ ტელეხიდებით და სხვა, მაგრამ ახლა ჩავთვალეთ, რომ დადგა საჭიროაება, ლაივში იმუშაონ, ანუ ცოცხალი ჯგუფი ჩავიდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება ხუთი მობილური ჯგუფი, საიდანაც თითო აჭარასა და იმერეთში, სამი კი თბილისში იმუშავებს

ჯგუფის შემადგენლობაში შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და ერთი სამინისტროს წარმომადგენელი ოფიციალური პირი. თუმცა, ცერცვაძის განმარტებით, ასევე, ორ ჯგუფში დამატებულია რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმიც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება

5 ძლიერი ლოცვა უფლის მიმართ, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება: დამლოცე უფალო! წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, სახლიდან გამოსვლისას, ასევე ახალი საქმის დაწყების.. უფალო შემიწყალე! ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის სულის დახმარებისკენაა მიმართული. დიდება უფალს! ამ სიტყვებს ვამბობთ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოვხატოთ და განვადიდოთ. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იმყოფება და გვეხმარება, ამიტომ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და ვადიდოთ. დამეხმარე, უფალო! კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ. მადლობა უფალო! გიჭირს? გილხინს? გიხარია? გტკივა? ყოველთვის მადლობა შესწირე უფალს და წყალობა ღვთისა იქნება შენთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომდევნო კვირა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის პარტნიორებთან თავდაცვისა და აღდგენის სფეროში მოსალოდნელი ახალი შეთანხმებების გამო. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.„ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს. როგორც თავდაცვაში, ისე ქვეყნის აღდგენაში. მომდევნო კვირა ძირითადად იქნება მიძღვნილი სწორედ უკრაინის აღდგენისთვის – ახალი შეთანხმებებისთვის პარტნიორებთან, ასევე დიდწილად – სამართლიანობის აღდგენისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.შეგახსენებთ, რომ 10-11 ივლიის რომში ჩატარდება კონფერენცია უკრაინის აღდგენის საკითხზე, ასევე 10 ივლისს დაგგემილია ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი დისტანციურად დაესწრება რომიდან.

„კაპიტანი ამერიკა“ ლისაბონში – „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილი წარადგინა

გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს, ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდა. ის გუნდმა დღეს წარადგინა.„ტრანსფერი დასრულებულია, გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი მოთამაშეა – „კაპიტანი ამერიკა“ ჩამოვიდა. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.ქოჩორაშვილთან, რომელიც ეროვნული ნაკრების ფორმით 2023 წლიდან თამაშობს, ლისაბონის კლუბმა 2030 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.გიორგი ქოჩორაშვილი გუნდს „ლევანტედან“ შეუერთდა, რომელთანაც 2024/2025 წლების სეზონში ესპანეთის მეორე დივიზიონის ტიტული მოიგო. ესპანეთში, სადაც 2017 წელს ჩავიდა, თამაშობდა „ჟირონაში“, „პერალადაში“ და „კასტელონში“ – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

Opta-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა-ვინ მოიგებს საკლუბო მსოფლიოს

ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, OPTA-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალების შემდეგ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომელშიც ტურნირის ჩემპიონობის შანსებია მოცემული.OPTA-ს სუპერკომპიუტერის გამოთვლებით, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს. პარიზული გუნდის შანსები 39.33%-ით არის შეფასებული. პსჟ-ს შემდეგ, მეორე ადგილზე ლონდონის „ჩელსია“ (33.27%)...

სამწუხაროდ, აღმოჩნდა ერთ-ერთი მსხვერპლი…“ – სალი წვერავა გიორგი ჯობავაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი ჯობავა ამაზონის ჯუნგლებიდან საქართველოში 7 ივლისს დაბრუნდება, - ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეუღლე, სალი წვერავა ავრცელებს.„ყველას უდიდესი მადლობა, ვინც გამოხატეთ მხარდაჭერა და ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთ დროს, ადამიანს არ შეუძლია ერთი კეთილი სიტყვის თქმა! ვინც არ დაინანეთ კეთილი სურვილები, ათასმაგად დაგიბრუნდეთ ყველაფერი. მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ... ყველაფერი იქნება კარგად“, - წერს სალი წვერავა.როგორ აღმოჩნდა კლინიკაში და ვინ ეხმარება მას ახლა - ამის შესახებ სალი დეტალურად საუბრობს.ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები