სამშაბათი, ნოემბერი 25, 2025

თენგიზ ცერცვაძე – მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს – ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, დავისვენებ, დავიძინებ

ჩვენ ქართველები ვგავართ იტალიელებს, ლაღი ხალხი ვართ, მაინცდამაინც არ გვიყვარს წესრიგის დაცვა და რბილი ზომებით კიდევ კარგად მოვედით აქამდე. ხომ ხედავთ იტალიას რა მოსდის? იგივე დაგვემართებოდა ჩვენ, რომ არა სამთავრობო ვერტიკალი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეც-პროექტი COVID 19” განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ვერტიკალი, დაწყებული ექიმებით და დასრულებული მთავრობითა და პრემიერ-მინისტრით, ეპიდემიის პირველი დღიდან დღემდე ეფექტურად მუშაობს.

„მათი საპასუხო ღონისძიება იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური. საგანგებო მდგომარეობაც მაშინ გამოცხადდა, როდესაც საჭირო იყო. მყისიერი რეაქცია იყო მარნეულის შემთხვევაზე. რაც შეეხება თბილისს, მიმაჩნია რომ ესეც დროულია. საქართველოში ჯერჯერობით უჩვეულოდ კარგი მდგომარეობაა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ. ამავედროს, ჩვენთან არაა სიკვდილის არც ერთი შემთხვევა, მაშინ როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეული შემთხვევები ფიქსირდება.

ვინაიდან, ეპიდემია გავრცელების ამ ფაზაზე შევიდა, მოსალოდნელია, რომ საქართველოში მოხდეს ინფექციის მასობრივი გავრცელება, რაც ქვეყანას ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს. გაუჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, გაუჭირდება ეკონომიკას და ყველაფერს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ როგორმე შევინარჩუნოთ ეს უნიკალური მონაპოვარი, რაც გვაქვს. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს და საქართველოს მიმართ გაკვირვებას და აღტაცებას გამოთქვამს, ეს როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ამის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო ღონისძიებები, რომელიც გამოცხადდა“,-აცხადებს ცერცვაძე.

ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მონაცემები ყალბდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

“არავითარი სტატისტიკა არ ყალბდება. საქართველო არის ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა, რომელმაც მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც ძალიან კომპეტენტური სამედიცინო პერსონალი ჰყავს. ის იყო მეოთხე ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ლუგარის ცენტრის წყალობით ტესტირება დაიწყო.

თითოეული შემთხვევა იმდენ ადგილზე რეგისტრირდება და იმდენი ვინმესგან კონტროლდება, მათ შორის ჟურნალისტები ყოველ საათში იღებენ ინფორმაციას, რომ ეს შეუძლებელია. არ დაიჯეროთ, თეორიულად შეუძლებელია”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

კითხვაზე, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში რას გააკეთებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი პასუხობს: „დავისვენებ, დავიძინებ” .

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი შარაშიძე – მარკ რუტეს განცხადება ადასტურებს, რომ საქართველო ამოვარდნილია გლობალური პროცესებიდან, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს

მარკ რუტეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სრულიად ამოვარდნილია მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესებიდან, რასაც ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენი მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი თავისი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესებისთვის იყენებენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს.„სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. შეიძლება, ეს არ იყოს უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენა, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის გაუქმების შესახებ, რაც არ შეესაბამება ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებს. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს, დააშოროს როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პერსპექტივას და სტრატეგიული პარტნიორების გარეშე დატოვოს პირისპირ ჩვენს მთავარ მტერთან, რუსეთთან. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია და საქართველოში, ამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, ჩვენი განვითარებისთვის უზარმაზარ რისკებს შეიცავს“, – განაცხადა შარაშიძემ.ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა: „საქართველოსთან თანამშრომლობა გვაქვს, შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება და ეს ვაცნობეთ ქართველებს“. 

როლანდ პრაისი – საქართველოს მთავრობასთან, ქართველ ხალხთან 30 წელზე მეტია, ვთანამშრომლობთ, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაფინანსებას მოსახლეობის სასარგებლოდ

შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობასა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუარესებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა განაცხადა.მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს მთავრობასთან მუშაობდნენ მისი ეკონომიკის ასაშენებლად, რათა უფრო სტაბილური გამხდარიყო და რეალურად ყოფილიყო იმ ძალიან ძლიერ მდგომარეობაში, რომელშიც ამჟამად არის.„ჩვენ, როგორც მსოფლიო ბანკს, ჩვენი მანდატის შესაბამისად, არ შეგვიძლია, ჩავერთოთ ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებში. აქ განვითარებისთვის ვართ და განვითარების საკითხები კვლავ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად 30 წელზე მეტია, ვთანამშრომლობთ. ჩვენ კვლავ ვზრუნავთ ამ ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე, მის უფრო მდგრადობაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. დღეს აქ ვართ, რათა მოვისმინოთ ჩვენი ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც საქართველოში გლობალურ გამოცდილებას შემოიტანს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაფინანსების გამოყენებას საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ“, – განაცხადა როლანდ პრაისმა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ს არ შეუძლია, უსასრულოდ უზრუნველყოს უკრაინული მხარე იარაღით – „დონალდ ტრამპს სურს, ომი დასრულდეს“

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვაშინგტონს არ შეუძლია, „უსასრულოდ“ უზრუნველყოს უკრაინული მხარე იარაღით. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.ლევიტის თქმით, აშშ აღარ აწვდის უკრაინას იარაღს, თუმცა ნატო-ს ქვეყნები ამერიკულ იარაღს PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პაკეტის მეშვეობით ყიდულობენ.„ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ უსასრულოდ. პრეზიდენტს სურს, ეს ომი დასრულდეს. ის მშვიდობიანი დროის პრეზიდენტია. ეს არის, რისკენაც ისწრაფვის. დღეს მას სურს, დარჩეს ოპტიმისტად და იმედოვნებს, რომ მოხერხდება იმ შეთანხმების მიღწევა, რომელიც ომს დაასრულებს“, – განაცხადა ლევიტმა.ლევიტის თქმით, ტრამპი „დიდ მადლიერებას იმსახურებს უზარმაზარი დროისა და ენერგიისთვის, რომელიც ომის მოგვარებაში ჩადო“.

გურამ მაჭარაშვილი – წლებია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრძოლაა დაწყებული, მაგრამ არაერთხელ განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის ინტერესებს არაფერზე გაცვლის, მის საწინააღმდეგოდ ნაბიჯებს არ გადადგამს

წლებია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრძოლაა დაწყებული. საჯაროდ ეუბნებიან, რომ პრობლემები ექმნება, რადგან საქართველოს სუვერენიტეტს არ თმობს, არ აჰყვა გლობალურ ომის პარტიას, არ დაიწყო სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან, უარი არ თქვა ტრადიციებზე და საქართველოში ლგბტ პროპაგანდა არ დაუშვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყნის ინტერესებს არაფერზე გაცვლის.„ყველაზე სანდო საერთაშორისო საბანკო სისტემა „კრედიტ სუისი“, პრაქტიკულად, ჩამოანგრიეს. წარმოიდგინეთ, რა დონეზე აწყობთ და უღირთ, რომ ამ ადამიანს ებრძოლონ, ამხელა საბანკო სისტემა გაანულეს. ე.ი. იქ ვინმეს თუ არ მოეწონე და რაც უნდათ, არ გააკეთე, შენს თანხებს არ გამოგაყენებინებენ. ეს არის ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყნის ინტერესებს არაფერზე გაცვლის. ეს არა მხოლოდ ნათქვამი აქვს, არამედ გაკეთებულიც. ამ ადამიანმა სამი ინსტანციის სასამართლო მოიგო და თანხებს არ აძლევენ. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკას არ ცვლის. როგორმე უნდა მიხვდნენ, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ გადადგამს ნაბიჯებს. როგორ გგონიათ, ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟი, პირველი-ორი ინსტანცია საქართველოს ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის კანტორაა, როცა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღეს და „კრედიტ სუისი“ გაამტყუნეს? – ცოტა იმეცადინეთ ხოლმე. ამ ადამიანს ეს თანხები ეკუთვნის თუ არა? – ეკუთვნის“, – განუცხადა მაჭარშვილმა ჟურნალისტებს.გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.

ქინძისთავის შექმნის ისტორია-ვალის დაფარვის მცდელობა, რომელიც გენიალურ აღმოჩენად იქცა

ნიუ-იორკელი მექანიკოსი, უოლტერ ჰანტი ცნობილია მრავალრიცხოვანი გამოგონებით. მას ეკუთვნის პატენტები ავტოკალამზე, დანის სალესზე, ტრამვაის ზარებზე, სამზარეულოს ქურაზე, საკერავ მანქანაზე, ქუჩების საწმენდ მანქანაზე, ლურსმნების მწარმოებელ მანქანაზე და ა.შ.1849 წელს, ჰანტი ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას დაუგროვდა, დაახლოებით, 15 დოლარი ვალი, რაც იმ დროისათვის არც ისე მცირე თანხა იყო. ვალის დასაფარად ჰანტი ცდილობდა, რაიმე მცირე გამოგონება შეექმნა, რომელიც საკმარის მოგებას მოუტანდა.ჰანტმა აიღო მავთული და მისი მოღუნვა დაიწყო. სულ რაღაც სამ საათში მან შექმნა პატარა მოწყობილობა, რომელსაც ერთი ბოლო წვეტიანი ჰქონდა, მეორე კი, მჭიდროდ დახურული. ჰანტის გამოგონების მთავარი პლუსი იყო უსაფრთხოება — წვეტიანი ბოლო მყარად იკეტებოდა და გამორიცხავდა შემთხვევით ჩხვლეტასაც კი, რაც იმ დროისთვის, ჩვეულებრივი სამაგრების შემთხვევაში, ხშირი პრობლემა იყო.ასე გაჩნდა იდეა ჩვეულებრივი ქინძისთავის, რომლის პატენტი 1849 წლის 10 აპრილს კომპანია WR Grace-ს 400 დოლარად მიჰყიდა. გამომგონებელმა მეგობარს 15 დოლარი დაუბრუნა, კომპანია WR Grace-მა კიმილიონობით დოლარი იშოვა.

ბოლო სიახლეები