სამშაბათი, მარტი 24, 2026

თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად რჩება

ინფექციურ საავადმყოფოში თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძემ განაცხადა.

„დღეს ძირითადი თემა ქართულ მედიაში და საზოგადოებაში იყო თენგიზ ცერცვაძის თანამდებობის დატოვება-არ დატოვების საკითხი. ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძე რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას. მას ხვალ დაგეგმილი აქვს ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია. გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად. მე ინფორმაცია არ მაქვს პრემიერთან შეხვედრის შესახებ და არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით. დღეს ორჯერ მქონდა კომუნიკაცია, როდესაც ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, რომ შვიდი საათისთვის იქნებოდა სამსახურში და მეორედ, როდესაც სამსახურში მოვიდა და გადმომცა, მაყურებლისთვის, საზოგადოებისთვის გადმომეცა მისი გეგმების შესახებ“, – განაცხადა გიორგი ბერიძემ.

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი, პარლამენტში მოხვედრილიყო.

„დღეს არაერთი კითხვა დაისვა, ნაწილი იყო სწავლის დაწყებაზე, ნაწილი კითხვებისა იყო იმაზე, რომ თენგიზ ცერცვაძე ვერ მოხვდა მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში. დარწმუნებით შემიძლია მაყურებელს ვუთხრა, თენგიზ ცერცვაძეს არც არასდროს ჰქონია სურვილი, ყოველი შემთხვევისთვის, ამ მოწვევის პარლამენტში, მოხვედრილიყო პარლამენტში, თუნდაც დაეკავებინა მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. რაც შეეხება სწავლის დაწყების თემას და მინისტრთან კომუნიკაციას, ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია.

თენგიზ ცერცვაძე აგრძელებს თავის საქმიანობას და კლინიკების მართვას. მე რა ინფორმაციაც მაქვს, როდესაც ცერცვაძე მოვიდა თავის სამუშაო კაბინეტში, მას არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონდა ხელისუფების წარმომადგენლებთან. საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია და როგორ გაჩნდა, არ ვიცი“, – აღნიშნა გიორგი ბერიძემ.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

OnlyFans-ის მფლობელი, მილარდერი უკრაინელი ბიზნესმენი, ლეონიდ რადვინსკი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეონიდ რადვინსკი, უკრაინელ-ამერიკელი მეწარმე და პოპულარული პლატფორმის OnlyFans-ის მფლობელი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი პრემიუმ კონტენტით, განსაკუთრებით ზრდასრულთა სეგმენტში, 43 წლისა  გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა დაავადებას. თავად კომპანიამ გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მშვიდად გარდაიცვალა. ოჯახი ითხოვს, რომ მათი კონფიდენციალურობა დაცული იყოს.რადვინსკი პლატფორმის წარმატების სათავეში მას შემდეგ მოექცა, რაც 2018 წელს ბრიტანელი დამფუძნებლის, ტიმ სტოკლისგან მისი მშობელი კომპანია, Fenix ​​International, შეიძინა. მისი ხელმძღვანელობით OnlyFans-მა არაჩვეულებრივი ზრდა განიცადა, ფოკუსირებული იყო ზრდასრულთა კონტენტზე და ხელი შეუწყო მრავალი ინდუსტრიის გავლენიანი პირის გაჩენასა და განვითარებას.ნამდვილი გარღვევა პანდემიის დროს მოხდა, როდესაც ლოქდაუნებმა ციფრული პლატფორმების გაფართოება გამოიწვია. ამ დროის განმავლობაში OnlyFans-მა 300 მილიონ მომხმარებელს გადააჭარბა, ხოლო მისმა წლიურმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს.ამ ზრდის წყალობით, რადვინსკის წმინდა ქონება დაახლოებით 4.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის ფასიანი ციფრული პლატფორმების ბაზარზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.მეწარმის გარდაცვალება მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს კომპანიის მომავალთან დაკავშირებით. მთავარი კითხვა ეხება კორპორაციულ მმართველობას და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომდევნო თვეებში იქნება მიღებული.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღის ფარგლებში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს.ისრაელის სამხედროების განმარტებით, შტაბი გამოიყენებოდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განყოფილებების საქმიანობის კოორდინირებისა და სიტუაციის შესაფასებლად. ის, ასევე, ბასიჯის ბატალიონებს განაგებდა.„დარტყმამდე სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათ შორის, გამოყენებულ იქნა მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებები, საჰაერო თვალთვალი და დამატებითი სადაზვერვო მონაცემები“, – აღნიშნეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

დეკანოზი შალვა კეკელია – საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული – ჩვენი მინისტრი თიკა რუხაძე თვითონ ალაგებდა სამებას, ხვეტდა და წმენდდა

ქალბატონი თიკა რუხაძე, ჩვენი მინისტრი, თვითონ ალაგებდა სამებას, თვითონ ხვეტდა, თვითონ წმენდდა ყველაფერს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალის სამზადისზე საუბრისას განაცხადა.დეკანოზის თქმით, თინათინ რუხაძე „პატრიარქთან გაიზარდა“, წლები მასთან ერთად იყო.„სიონში ყვავილები რაც იყო, თავისი ხელით დაალაგა, არავის მისცა უფლება, რომ ეს ყვავილები .პატრიარქთან გაიზარდა, წლები მასთან ერთად იყო. 20 წლის წინ გამაგზავნა მასთან უწმინდესმა, გაიგო, რომ ცუდად იყო და მითხრა, რომ მიდი მასთან და პარაკლისი გადაუხადე და აზიარეო. იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა.იმდენად საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული, რომ დალაგება რომ დალაგებაა, იატაკის მოწმენდა რომ მოწმენდაა, ამასაც კი თვითონ აკეთებდნენ“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.ასევე, დეკანოზმა ისაუბრა თბილისში მიმდინარე პროტესტზეც, შალვა კეკელიას თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური უწყვეტი პროტესტი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დროებით უნდა შეწყვეტილიყო.„ხომ შეიძლებოდა რამდენიმე დღით შეეწყვიტათ ეს უწყვეტი . მამა რომ გარდაგეცვალოს, სადმე წახვალ და დადგები? ბაირამობა გადადეს ჩვენმა ძმებმა. რუსთაველზე რომ გადიან ყოველ დღე, აქციებს ვგულისხმობ, ხომ შეიძლებოდა ეს დღეები არ გასულიყვნენ და მერე გაეგრძელებინათ. ეთქვათ, რომ მამა დაიღუპა, ყველანი მამასთან უნდა ვიყოთ ახლა და აქ რა გვინდა. როცა მამა გარდაცვლილი გყავს და ჭირისუფალი ხარ, ჭირისუფალს არ ევალება არსად წასვლა და რაღაცები უნდა გადავდოთ ჩვენი ჭირისუფლობიდან გამომდინარე, ჩვენი მამის სიყვარულის გამო. ამაზე დიდი შენთვის არ უნდა არსებობდეს რამე, მაგრამ ვფიქრობ ეს სექტანტური აზროვნება უფროა. აქციებზე მდგომი ყველა ძალიან მიყვარს და იმიტომ ვეუბნები“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პატრიარქის საფლავის მომლოცველთათვის

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველდღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.„ჯერჯერობით ბოლომდე დასრულებული არ არის. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანი საფლავს შეეხოს“, - განაცხადა დეკანოზმა ირაკლი ნემსაძემ.„უზარმაზარი ტკივილი გვაქვს, ყველას გარდაგვეცვალა მამა, რომელმაც გაგვზარდა, უამრავი განსაცდელის ჟამს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა“, - განაცხადა დეკანოზმა ილია ჩიკვაიძემ.

პაკისტანი მზად არის, რომ ირანის, აშშ-ის და ისრაელის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ისლამაბადი მზადაა, ირანის, აშშ-ის და ისრაელის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.მანამდე, ისრაელის მედიამ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქვეყანა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს.წყაროს ცნობით, შეხვედრის შემთხვევაში შეერთებული შტატების დელეგაციაში იქნებიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი, სტივ უიტკოფი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ხოლო ირანის დელეგაციას პარლამენტის სპიკერი უხელმძღვანელებს.

ბოლო სიახლეები