შაბათი, ივლისი 5, 2025

თენგიზ ფხალაძე – ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს საქართველოს მართლაც უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს

უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის ოკუპანტმასახელმწიფომ პოლიტიკური ფასი გადაიხადოს და არაღიარების პოლიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყოს გამყარებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული, რაშიც ჩართულია აბსოლუტურად ყველა – პრეზიდენტი, მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო.

როგორც თენგიზ ფხალაძე ამბობს, საქართველოს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.

„დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მართლაც უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საქართველოს, როგორც „რესპუბლიკელების“ასევე „დემოკრატების“ მხრიდან. ეს მხარდაჭერა არის როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციაში, ასევე კონგრესის ორივე პალატაში. ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოვახერხოთ ამ მხარდაჭერის კაპიტალიზაცია“, – განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.

თენგიზ ფხალაძის შეფასებით, მიღებული დოკუმენტი უაღრესად მნიშვნელოვანია და არამხოლოდ ამყარებს არაღიარების პოლიტიკას, არამედ მასში საუბარია მნიშვნელოვან და სოლიდურ ფინანსურ დახმარებაზე, რამაც საქართველოს გაძლიერებაში, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში უნდა შეუწყოს ხელი.

2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია. ასევე, აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველო 105,325 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რაც 5 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მოლდოვას გაწევრიანების შემდეგ ევროკავშირში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა კიშენაუში გამართულ ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.მისივე თქმით, ევროკავშირი მოლდოვის მხარეს დგას, რათა მხარი დაუჭიროს მის ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას.„მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რუბენ ნევეში-დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით

 „ჩვენ არამხოლოდ მეგობრები, არამედ ერთი ოჯახი ვართ. ცხოვრებამ გაგვაერთიანა და ახლა ჩვენს დაშორებას ვერ შეძლებს.ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ ჩვენთან იყო და არაფერი მოაკლდეთ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ.დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით“, - რუბენ ნევეში

ვინ იყო ბიჭი ფილმიდან „კუკარაჩა”, რომელიც სამოქალაქო ომში ტრაგიკულად დაიღუპა

რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში ჟურნალისტმა ზაკ მირიანაშვილმა ქართული კინოს ბავშვი მსახიობების შესახებ ისაუბრა. მათ შორის, ფილმ “კუკარაჩას” ვარსკვლავ ბიჭზე, რომელმაც ყველას დაამახსოვრა თავი.აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი ლადო ტატიშვილი იყო, ფილმში კოსტიუმების მხატვრის ვაჟი, რომელიც შემთხვევით მოხვდა კინოში – სინჯებზე დაიბარეს და მაშინვე დაამტკიცეს როლზე.  

თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.მარშის სახელწოდებით - USA, Make Georgia Great Again - მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.როგორც შეკრებაზე აღინიშნა, 30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია და სურთ, რომ მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 219-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ერთი მაღაროელი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს.ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზე იყო, მისი მდგომარეობა დამძიმდა, არსებული ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. 16 დღეა 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი. ისინი დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ბოლო სიახლეები