კვირა, ოქტომბერი 19, 2025

თენგიზ გორდეზიანი- ისეთი რუკა უნდა გამოიყენონ, რომელიც სადავოს არ ხდის ობიექტს და მით უმეტეს საზღვრის ხაზს

 თუ ჩვენ ვიყენებთ წვრილმასშტაბიან რუკას, იქ შეიძლება პრობლემები შეგვექმნას და ჩემი აზრით ამიტომ შეიქმნა ეს პრობლემა 1938 წლის რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ზუსტად ისე არის გატარებული, სინამდვილეში როგორც უნდა იყოს – კარტოგრაფი უცილებელია საზღვრის დადგენის დროს ვისარგებლოთ ისეთი რუკებით, როგორც არის 1:200 000 მასშტაბის და 1:50 000 მასშტაბის რუკები, ვინაიდან ეს ორი მასშტაბი ითვლება სამხედრო მასშტაბებად – კარტოგრაფი კარტოგრაფი – რატომ მოხდა ამ რუკების გამოყენება, ვერ გეტყვით, მე კომპეტენტური ვერ ვიქნები კარტოგრაფი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, თენგიზ გორდეზიანი, რომელმაც დავით გარეჯის საქმეზე სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მოამზადა, „პრაიმტაიმთან“ საუბრობს, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში 1:200 000 მასშტაბის რუკა უნდა გამოეყენებინათ. პროფესორი განმარტავს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, ზედმიწევნით და სიზუსტით ასახავს რეალობას. მისივე თქმით, 1938 წლის რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ზუსტად ისე არის გატარებული, როგორც სინამდვილეშია – „ისტორიული ტერიტორიები იმ არეალში, დავით გარეჯის მონაკვეთში შემოდის საქართველოს შემადგენლობაში, არა მხოლოდ კომპლექსი და თხემი მთლიანად, არამედ მიმდებარე ტერიტორიაც“. „ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიურია სახელმწიფო საზღვრის თემა. საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკების საზღვრები არ იყო ესეთი საინტერესო და აქტუალური, რადგან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი სუბიექტები იყვნენ. საბჭოთა კავშირი დაშლის შემდეგ 1991 წლიდან უკვე დადგა დღის წესრიგში საზღვრების მოწესრიგების, დელიმიტაცია-დემარკაციის პრობლემა. საქართველომაც სხვა ყოფილი რესპუბლიკების მსგავსად მოხდა ამ პრობლემის მოგვარება და შეიქმნა საქართველოს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისია, ახლა ამ კომისიას სამთავრობო კომისია ჰქვია.წინა კომისიის შემადგენლობაში მუშაობდნენ საკმაოდ მაღალპროფესიონალი სპეციალისტები, როგორც კარტოგრაფები ასევე ისტორიკოსები, თავდაცვის სამინისტროს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. შეთანხმების დროს იქ გამოიყენეს 1:500 000 მასშტაბის რუკა. არსებობს ასეთი რუსული სიტყვა „სინუშკა“, რაც ქართულად ნიშნავს ლურჯ სინჯს, რისი გამოყენებაც რასაკვირველია არ არის სასურველი და მით უმეტეს, ისეთი ნაკლებად დეტალური მასშტაბის რუკის, როგორიც არის 1:500 000-თან, იმდენად რამდენადაც ამ მასშტაბში, რუკაზე გადაზომილ 1 სმ-ს შეესაბამება 5 კილომეტრი ადგილზე, თვითონ სასაზღვრო ზოლი არის 4 მეტრი შიგნით, 4 მეტრი გარეთ. ე.ი მაქსიმუმ 40-50 მეტრი, ამიტომ რასაკვირველია ასეთი მასშტაბი ვერ იქნება ზუსტი. ამიტომაც, აუცილებელია სასაზღვრო ზოლში მუშაობის და მით უმეტეს საზღვრის დადგენის დროს ვისარგებლოთ ისეთი რუკებით, როგორც არის 1:200 000 მასშტაბის და 1:50 000 მასშტაბის რუკები. იმდენად რამდენადაც ეს ორი მასშტაბი ითვლება სამხედრო მასშტაბებად. მაშინ, როდესაც ეს შეთანხმება შედგა, გამოიყენეს 1.500 000 ლურჯი სინჯი, თანაც ერთი პლანშეტიადა ამ რუკას არ აქვს სხვა ატრიბუტიკა, როგორც სრულფასოვან რუკას უნდა ჰქონდეს. იქ არ არის მაგალითად იზოჰიქსები, რომლებიც გაჩვენებს აბსოლუტურ სრულ სიმაღლეებს, არ არის ტოპოგეოდეზიური პუნქტები“, – აცხადებს თენგიზ გორდეზიანი. გორდეზიანი ამბობს, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია საკმაოდ კომპეტენტური პირებისგან იყო დაკომპლექტებული, თუმცა ნაცვლად მსხვილმასშტაბიანი რუკისა, გამოიყენეს ნაკლებად დეტალური მასშტაბის მეორე ხარისხოვანი რუკა. „რატომ მოხდა ამ რუკების გამოყენება, ვერ გეტყვით, მე კომპეტენტური ვერ ვიქნები. გეუბნებით, როგორც პროფესიონალი კარტოგრაფი, თუ რა უნდა გამოიყენონ და რატომ. არ არის გამორიცხული, რომ ხელთ არ ჰქონდათ ეს 1.200 000-იანი რუკა ან შესაძლოა ჰქონდათ და ფიზიკური მდგომარეობა არ ჰქონდა რუკას კარგი. ესეც შეიძლება. თავს ვერ დავდებ, რომ ამ პასუხში მე კომპეტენტური ვარ. ყოველ შემთხვევაში ვამბობ და ნებისმიერი პროფესიონალი იტყვის, რომ საზღვრის დადგენის და მით უმეტეს დელიმიტაცია-დემარკაციის დროს აუცილებლად უნდა გამოიყენონ ტოპოგრაფიული რუკის პლანშეტები, ცალკეული პლანშეტები და არა ერთიანი რუკა. 1.200 000 რუკა დაბეჭდილი არის 1938 წელს, აგეგმვა ჩატარებულია 1936-1937 წლებში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რუკა ზუსტად ასახავს 1936 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიერ დადგენილ საზღვრებს. ამ რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ზუსტად ისე არის გატარებული, სინამდვილეში როგორც უნდა იყოს. ე.ი იმ არეალში საქართველოს ისტორიული ტერიტორიები, დავით გარეჯის მონაკვეთი შემოდის საქართველოს შემადგენლობაში, არა კომპლექსი მთლიანად და თხემი, არამედ მიმდებარე ტერიტორიაც. ფაქტობრივად რუკის მიხედვით არაფერი სადაო არ არის. ამიტომაც ასეთ დროს ისეთი რუკა უნდა გამოიყენონ, რომელიც სადავოს არ ხდის ობიექტს და მით უმეტეს საზღვრის ხაზს. თუ ჩვენ ვიყენებთ წვრილმაშტაბიან რუკას, იქ შეიძლება პრობლემები შეგვექმნას და ჩემი აზრით ამიტომ შეიქმნა ეს პრობლემაც. ჩვენ რომ დავაბრალოთ ამ კომისიას, რომ მიზანმიმართულად გამოიყენეს, ამასაც ვერ ვიტყვით გადაჭრით. მე დღეს გავიგე, რომ ივერი მელაშვილი დააკავეს. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ იგი არის პროფესიონალი ტოპოგრაფი, ვერ დავდებ თავს, რომ მან სპეციალურად დაუშვა ეს შეცდომა. შეგნებულად რატომ გააკეთებდა ქართველი კაცი ამას. თუ მათ გამოიყენეს ტოპოგრაფიული რუკები 70-90 წლების და იქ მე მივაქციე ყურადღება, რომ 1.100 000 ტოპოგრაფიული რუკებია გამოყენებული, რასაკვირველია არ არის სწორი. რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უნდა გამოყენებულიყო 1938 წელს დაბეჭდილი 1.200 000-იანი ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც ზუსტად ასახავს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარს მაგ მონაკვეთზე“, – ამბობს თენგიზ გორდეზიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების 4-კვირიანი შეჩერების შემდეგ, სამუშაოები ცეცხლის შეწყვეტის ადგილობრივი ზონების შექმნის შედეგად დაიწყო.„ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კომპლექსური სარემონტო გეგმის განსახორციელებლად სააგენტოსთან ორივე მხარემ კონსტრუქციულად ითანამშრომლა“, - აღნიშნა გროსიმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და კიდევ ერთი ვადით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების იმედი აქვს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და გამარჯვებას ელოდება.„Channel 14”-ის გადაცემაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, რაზეც ნეთანიაჰუმ დადებითი პასუხი გასცა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გაიმარჯვებს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება.„ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველ ეტაპს მოიცავს, ჩვენი ყველა მძევლის დაბრუნებას. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება.„ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება, მაშინ დასრულდება ომი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

„დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ – ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება

პლასტმასის დანები, ჩანგლები, თეფშები და სხვა ნივთები მაღაზიების დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება. მომხმარებლებს, მათ ნაცვლად, ალტერნატიული, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული პროდუქცია დახვდებათ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 3-იდან 6 000 ტონამდე პლასტმასის პროდუქტი გამოიყენება, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ გამოწვევად რჩება.საკვებთან შემხებლობაში მყოფი პლასტმასის მასალის გამოყენების შეზღუდვის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჯანდაცვის სამინისტროა.ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგულაციებს მიესალმებიან გარემოს დამცველებიც. მათი თქმით, ყველაზე მეტად დაბინძურებულია ტურისტული ზონები, ტყეები, მდინარეები და საპიკნიკე ადგილები. ბუნებაში მოხვედრის შემდეგ მავნე ნივთიერებები საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებსა და ზღვის ეკოსისტემას.მანამ, სანამ ქვეყანა ახალ რეგულაციებს მიიღებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას ატარებს. მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ბიზნესთან, გარემოს დამცველებთან და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან. ბოლო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან შედგა.მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას ბიზნესი უკვე იწყებს. მეწარმეებმა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პლასტმასის ნაწარმის იმპორტი და ადგილობრივი ბაზრებისთვის მიწოდება აიკრძალება, ხოლო წარმოება მხოლოდ ექსპორტისთვის იქნება ნებადართული. კომპანიები უსაფრთხო ალტერნატივებზე გადადიან - ხე, ბამბუკი და ქაღალდი, მათ შორის ყველაზე პოპულარული მასალებია. დაგეგმილია თანამშრომლების გადამზადებაც.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაციის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა. ინიციატივის მიხედვით, საქართველოში აიკრძალება პლასტმასის დანების, თეფშების, ჩხირების, ჭიქების და მათი თავსახურების გაყიდვა.ახალი რეგულაციების დანერგვის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და გარემოს, მათ შორის შავი ზღვის დაბინძურების ხარისხის შემცირება. ცვლილებები ქვეყანაში სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება.

ცნობილია, რამდენ დღეს დაისვენებენ მოსწავლეები პირველ სემესტრში

საქართველოს საჯარო სკოლებში 2025-2026 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. მეორე სემესტრი კი ზამთრის არდადეგების შემდეგ დაიწყება.იქამდე რამდენიმე ოფიციალურად უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა 23 ნოემბერი - გიორგობა 7 იანვარი - შობასკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.მეორე სემესტრი კი 15 იანვარს დაიწყება.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის კამერებმა ჰავაიზე აქტიური კრატერიდან ლავის გადმოფრქვევის პროცესი დააფიქსირა.კადრებში ჩანს კვამლიც, რომელიც ფერდობზე ტრიალებს. კილაუეას ვულკანი, პერიოდულად, 2024 წლის დეკემბრის შემდეგ იფრქვევა.

ბოლო სიახლეები