პარასკევი, მაისი 9, 2025

თემურ მღებრიშვილი: შოვში სამძებრო სამუშაოები სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს, ვცდილობთ, ღონისძიებები მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ გარკვეული რისკის ფასად ჩავატაროთ

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ავიაციის ჩართულობით რაც იყო გასაკეთებელი, ის ამოცანა ასი პროცენტით შესრულდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„თითოეული სპეციფიკური ღონისძიების ჩატარებისას, მაგალითად, ექვსი ცხედრის გადმოსვენებაში იყო ჩართული ვერტმფრენები, რადგან ფიზიკურად შეუძლებელი იყო ფეხით მათი გადმოსვენება. მხოლოდ ასეთ კონკრეტულ ღონისძიებებზე ვიყენებთ, სხვა შემთხვევაში ავიაცია აღარ არის საძიებო სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი.

ამ კონკრეტულ უბედურ შემთხვევასთან არაფერ შუაში არ არის ის საკითხი, რატომ არ გვყავს ქვეყანაში განსაკუთრებული სპეცაღჭურვილობით მზადყოფნაში ვერტმფრენი. აბსოლუტურად უადგილოა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა თქვენ იცით, რომ სამივე ვერტმფრენის შესყიდვის პროცედურა დაწყებულია. კიდევ ერთხელ ხაგზასმით მინდა, ვთქვა, რომ აღნიშნული სტიქიის დროს ჩვენ ხელი არაფერში არ შეგვშლია, რასაც ჰქვია ვერტმფრენების ჩართულობა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ინტერვიუ თემურ მღებრიშვილთან – რა ეტაპზეა სამაშველო ოპერაცია, რამდენი ადამიანია გამოყვანილი და ხომ არ შეცვლილა დაკარგულების შესახებ მონაცემები
მსგავსი: ინტერვიუ თემურ მღებრიშვილთან – რა ეტაპზეა სამაშველო ოპერაცია, რამდენი ადამიანია გამოყვანილი და ხომ არ შეცვლილა დაკარგულების შესახებ მონაცემები
მისივე თქმით, სტიქიის ადგილას სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვა დაუყოვნებლივ მოხდა.

„ინციდენტზე 112-დან ინფორმაცია 15:10 წუთზე შემოვიდა, შესაბამისად, ის აუცილებელი მინიმუმი დრო, რაც საჭირო იყო ღონისძიების დაგეგმვისთვის, ვერტმფრენების მწყობრში მოსაყვანად, გამზადება გაფრენისთვის, გარდა ამისა, მეტეოროლოგიურმა პირობებმაც გარკვეულწილად ხელი შეგვიშალა, უამინდობის მიუხედავად, მფრინავების რისკის ფასად მოხერხდა ხეობაში შემოფრენა, ვერტმფრენების დაუყოვნებლივ ჩართულობა ღონისძიებაში“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, მღებრიშვილის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები ყოველგვარი სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს.

„გარდა ამისა, ადგილზე გვყავს კინოლოგიური სამსახურიც და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ გარკვეული რისკის ფასად გავწიოთ ის აუცილებელი ძებნა-შველის ღონისძიება, რასაც მოუთმენლად ელიან ჩვენგან პირველ რიგში, დაზარალებული ოჯახები“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები