კვირა, ივლისი 6, 2025

თემურ მიქელაძე: ვაქცინაცია არის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენცია, რაც კი კაცობრიობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გაუკეთებია

პედიატრმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა დარბაზის ხელმძღვანელმა თემურ მიქელაძემ, კახა კალაძეს და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან მხარდამჭერთა დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო სლოგანი სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, რომელსაც თითოეული ადამიანი უნდა ემსახუროს.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა ნდობისთვის. მინდა, კახა კალაძეს მადლობა გადავუხადო იმ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რამაც ხელი შეუწყო რეკრეაციული სივრცეების შექმნას, რაც აუცილებელია ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი მოხუცებისთვის. ვიმედოვნებ, რომ შემდგომში კახა კალაძის გუნდი და ჩვენ, ყველა ერთად, უფრო მეტს გავაკეთებთ ჩვენი თბილისისთვის. პედიატრია მაინც სიმბოლურად დაკავშირებულია სიცოცხლესთან და სიმბოლურია ისიც, რომ კახა კალაძის სლოგანია – „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. სწორედ სიცოცხლეს უნდა ვემსახუროთ თითოეული ჩვენგანი, რაშიც აქტიურ მონაწილეობას ვიღებ“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

პედიატრმა საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისთვის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენციაა.

„ბოლო პერიოდში ორ-სამ ათეულ პაციენტთან, კოვიდინფიცირებულ ბავშვთან ურთიერთობა ყოველდღიურად მიწევდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ყოველდღიური მაჩვენებელი, ორ-სამ ერთეულამდე ჩამოვიდა, რაც დამაიმედებელია. სულ პანდემიის პერიოდში, დაახლოებით, 4 500-მდე პაციენტი გავატარე და 27 ჰოსპიტალიზაცია იყო. მინდა, ყველა თქვენგანს კიდევ ერთხელ, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, მოგიწოდოთ ვაქცინაციისკენ, რამეთუ ვაქცინაცია ეს არის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენცია, რაც კი კაცობრიობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გაუკეთებია. სწორედ, პანდემიის დამარცხებითა და შემდგომი განვითარებით, კიდევ ერთხელ მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო კახა კალაძეს, მის ოჯახს, გუნდს და ვიმედოვნებ, რომ ბევრ კარგ და წარმატებულ პროექტს გავაკეთებთ“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია.ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთან ბანაკში იმყოფებოდნენ. ამ დრომდე მაშველებმა დაახლოებით 850 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

ბოლო სიახლეები